ჩემპიონთა ლიგა. II ტური: დიდებული "ბაიერნი", დაბეჩავებული "ბარსელონა" და რონალდოს გამარჯვების გოლი 90+5-ე წუთზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის დარჩენილი ექვსი მატჩი გაიმართა.

E ჯგუფში „ბაიერნმა“ კიევის „დინამო“ გაანადგურა. ლევანდოვსკიმ პირველ ტაიმში ორჯერ დაამწუხრა ბუშანი და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. პოლონელმა წელს თავისი გუნდის ყველა საშინაო შეხვედრაში გაიტანა - 14 მატჩში 27 გოლი. შესვენების შემდეგ „რეკორდმაისტერმა“ კიდევ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია. მიუნხენელებმა ყველა ტურნირზე ზედიზედ 9 გამარჯვება საერთო ანგარიშით 45:5 იზეიმეს.

„ბენფიკამ“ „ბარსელონას“ 3:0 სძლია. მასპინძლები დებიუტში ნუნიესმა დააწინაურა. შემდეგ იარემჩუკთან ბურთზე ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო „ბარსას“
მცველმა პიკემ და 33-ე წუთზე მწვრთნელმა კუმანმა ნახევარმცველ გავით შეცვალა, თუმცა არც ამან უშველა. რაფა სილვამაც დალაშქრა ტერ შტეგენის კარი, შემდეგ კი ნუნიესმა დუბლი შეასრულა. უქულოდ მყოფი „ბარსელონა“ აუტსაიდერია (ბურთების შეფარდება 0:6), ხოლო „ბენფიკა“ 4 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა. აღსანიშნავია, რომ კატალონიურ გუნდს ორ მატჩში კარში ბურთი არ დაურტყამს.

F ჯგუფში „მანჩესტერმა“ „ვილიარეალს“ თამაში შემოუტრიალა. ესპანური გუნდი ალკასერმა დააწინაურა, ხოლო ანგარიში მცველმა ტელესმა გაათანაბრა, რომელმაც „იუნაიტედში“ პირველად გაიტანა. გამარჯვება კი მასპინძლებს ზედ საფინალო სასტვენის წინ რონალდომ მოუტანა, რომელმაც ტურნირზე 178-ე მატჩი ჩაატარა და კასილიასის რეკორდი დაამხო. მან „მანჩესტერში“ დაბრუნებისთანავე ხუთივე მატჩში გაიტანა.

G ჯგუფში „ზალცბურგმა“ „ლილი“ 2:1 დაამარცხა. თავდამსხმელმა ადეიმიმ დუბლი პენალტებით შეასრულა. მან მიმდინარე ტურნირზე 4 თერთმეტმეტრიანი მოინადირა. გასულ სეზონში ტურნირზე 2 პენალტზე მეტი არც ერთ ფეხბურთელს არ მოუპოვებია. ის ჩემპიონთა ლიგაზე დუბლის შემსრულებელი ყველაზე ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელია - 19 წლის და 254 დღის.

„სევილიამ“ გასვლაზე „ვოლფსბურგთან“ ფრეს შეხვედრის დასასრულს რაკიტიჩის მიერ გატანილი პენალტით მიაღწია.

H ჯგუფში „იუვენტუსმა“ „ჩელსი“ 1:0 დაამარცხა და 6 ქულით გალიდერდა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმის მე-10 წამზე კი „იუვეს“ ნახევარმცველმა კიეზამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

E ჯგუფი

მიუნხენი. „ალიანც არენა“
ბაიერნი - დინამო (კ) 5:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (12, პენ), 2:0 ლევანდოვსკი (27), 3:0 გნაბრი (68), 4:0 სანე (74), 5:0 ჩუპო-მოტინგი (87)

ლისაბონი. „დუ სპორტ ლისბოა“
ბენფიკა - ბარსელონა 3:0
გოლები: 1:0 ნუნიესი (3), 2:0 რაფა სილვა (69), 3:0 ნუნიესი (79, პენ)
გაძევება: ერიკ გარსია (87, ბარსელონა)

F ჯგუფი

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
მანჩესტერი - ვილიარეალი 2:1
გოლები: 0:1 ალკასერი (53), 1:1 ტელესი (60), 2:1 რონალდო (90+5)

G ჯგუფი

ზალცბურგი. „რედ ბული“
ზალცბურგი - ლილი 2:1
გოლები: 1:0 ადეიემი (35, პენ), 2:0 ადეიმი (53, პენ), 2:1 ილმაზი (62)

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“
ვოლფსბურგი - სევილია 1:1
გოლები: 1:0 სტეფენი (48), 1:1 რაკიტიჩი (87, პენ)
გაძევება: გილავოგი (85, ვოლფსბურგი)

E ჯგუფი

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“

იუვენტუსი - ჩელსი 1:0
გოლი: კიეზა (46)

მკითხველის კომენტარები / 9 /
მატჩის დამთავრების შემდეგ მთელი სტადიონი ნახევარი საათი რონალდუს უმღეროდა.ასეთი საჩუქარი ასეთი დღესასწაული ფანებისთვის ბევრჯერ უჩუქებია ამ საოცარ ადამიანს.
აღფრთოვანებული გულშემატკივარი
30 სექტემბერი 2021 22:32
3
საუკეთესო ნამდვილი
ნათია
30 სექტემბერი 2021 21:53
5
საუკეთესო ნამდვილი
ნათია
30 სექტემბერი 2021 21:53
3
დიდმა მაესტრომ მოედანზე მორიგი განუმეორებელი სპექტაკლი დადგა.მსგავსი სასწაულების მოხდენა მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთ კაცს კრიშტიანოს შეუძლია.
ღმერთის რჩეული
30 სექტემბერი 2021 19:32
6
ლეგენდაა მეთქი დავწერე და ქვემოთ ოთხი დისლაიქი აქვს.ფეხბურთს საერთოდ უყურებთ თქვენ? რონალდო თუ არა აბა ვინ არის ლეგენდა? ხელის როგორ უნდა გაგექცეს კაცს და ეჭვი შეგეპაროს
Mokled
30 სექტემბერი 2021 17:55
5
რობერტ ლევანდოვსკი,რეკორდმაისტერის რეკორდმაისტერი!და კიდევ ბრავო რონალდო!
სოსო
30 სექტემბერი 2021 15:51
1
ასეთი გოლების გატანა მხოლოდ კრიშტიანოს შეუძლია.ჯერ თავით დაუგდო და მერე გაიტანა.კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ პირველია.
მფრინავი კრიშტიანუ
30 სექტემბერი 2021 14:54
11
რა ქნა? თავით დაუგდოო))))) ნაღდად პირველია ორი მეტრიდან და სხვის დარტყმულზე დამმატებლსდ. მაგაში კი, ნაღდად)))))
ვახ.
30 სექტემბერი 2021 17:07
10
ნამდვილი ლეგენდა!
cr7
30 სექტემბერი 2021 13:11
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული