სერხიო რამოსი მზადაა "რეალის" წინააღმდეგ სასიკვდილოდ იბრძოლოს

AutoSharing Option
უეფამ თავისი ხარვეზებიანი კენჭისყრით იმდენი მოახერხა, რომ "რეალი" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ბენფიკას" ნაცვლად პსჟ-ს შეხვდება. მომავალი დაპირისპირების შესახებ კომენტარი სერხიო რამოსმა გააკეთა, რომელიც პარიზულ გუნდში "ბლანკოსიდან" ზაფხულში გადავიდა.

"მერჩივნა "რეალს" არ შევხვედროდით, მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნება სიხარულის საბაბია. კოვიდის გამო გუნდთან დამშვიდობება ვერ შევძელი.

ბედი ჭირვეულია. მინდოდა სხვა გუნდი შეგვხვედროდა. თქვენ იცით, როგორ მიყვარს "რეალი".

ახლა პსჟ-ის მცველი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დავეხმარო. ამ გუნდმა არჩევანი ჩემზე გააკეთა. პსჟ-სთვის სასიკვდილოდ ვიბრძოლებ", - ციტირებს სერხიო
რამოსს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
Realis baleshiki var magram psje burst tavze daxevs anchelotis da misgunds daimaxsovret yvelam...
Navxot
14 დეკემბერი 2021 11:46
12
HALA MADRID!!!!გაზაფხულს ვიწყებთ პარიზელების ბრდღვნით, ჩელსი მინდოდა რომ შეგვხვედროდა, შარშანდელი ვალი გვაქვს დასაბრუნებელი, მაგრამ არა უშავს იმედია ლილს გასცდება
მამუკა
14 დეკემბერი 2021 05:17
17
ტრაბახს მოუკვდეს პატრონი! შენ არ იცი? ვინც წინასწარ ტრაბახობს, ის ყოველთვის ისჯება?
მადრიდისტა მამუკას.
14 დეკემბერი 2021 11:15
2
ემანდ, ეგ დაბრდღვნილი მტვერი, თქვენვე არ შეგეყაროთ.
მამუკა, ცოტა ფრთხილად.
14 დეკემბერი 2021 10:50
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული