ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში "რეალმა" მადრიდში 3:1 დაამარცხა პსჟ და მეოთხედფინალში გავიდა. საკამათო გახდა ბენზემას მიერ გატანილი პირველი გოლი. პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი თვლის, რომ ქარიმი მეკარე დონარუმას ეუხეშა.
"მარკას" ცნობით, ნამატჩევს გამწარებულმა ალ-ჰელაიფიმ ლოჟა სასწრაფოდ დატოვა და მსაჯთა ოთახისკენ გაემართა, რათა არბიტრ დანი მიკელისთვის პრეტენზია გამოეთქვა. კატარელი ყვიროდა და ყველაფერს ხელს ურტყამდა. კატალონიური "სპორტი" იტყობინება, რომ ის პოლიციამ შეაჩერა. El Partidazo de Cope ამტკიცებს, რომ ალ-ჰელაიფი "რეალის" დელეგატს მოკვლით დაემუქრა.
"პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ წაგება
მსაჯებს დააბრალა.
"როგორი სირცხვილია! ბენზემამ თამაშის წესები დაარღვია. ასეთ უხეშ შეცდომაზე დუმილი არ შეიძლება. არ შეიძლება 2022 წელს ასეთი რამ ხდებოდეს. ასეთი გოლის გაშვების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დაუჯერებელია, რომ VAR-მა მომენტი არ ნახა. ყველა რაკურსიდან ვიდეოგამეორებები ამტკიცებს, რომ ფოლი იყო. შემდგომმა ათმა წუთმა დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა.
ჩვენ ორივე შეხვედრაში უკეთესი გუნდი ვიყავით. ფეხბურთი იმაში მდგომარეობს, რომ მომენტები გამოიყენო. მართლაც, ჩვენ ცოტა ჩავვარდით. ამის ახსნა ძნელია", - განუცხადა პოჩეტინიომ RMC Sport-ს.
თუ ჯარიმაზე ვსაუბრობთ, მაშინ არც მთლად მასეა საქმე.
მეკარის საჯარიმო მოედანში (იმ პატარა მართკუთხედში) მეკარესთან შეჯახება არ შეიძლება. ასე რომ ჯარიმა იყო.
სხვა საკითხია, რომ ამ საკიტხს მსაჯები არასოდეს ერთნაერად არ უდგებიან.
თუ თამაშზე ვლაპარაკობთ, პსჟ-მ მიიღო ის რაც დაიმსახურა. თუ შენ გუნდი ხარ და პრეტენზია გაქვს რამეზე. ჯერ ერთმა ბურთმა არ უნდა გაგტეხოს და მერე სამი ბურთი ასე მოკლე დროში? კარგით რა. ეს მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს რომ ფეხბურთელები ყავს (იმედია ამაზე არავინ დაობთ), მაგრამ გუნდი არა ყავს. შეკრულ გუნდს ერთი კი არა ორი შეცდომა ვერ გატეხს.
სწორედ ამიტომ მოიგო რეალმა და საერთოდ ანჩელოტის ყველა გუნდს ახასიათებს ბრძოლის უნარიანობა.
მოკედ მიუხედავად ყველაფრისა მოიგო უფრო ძლიერმა.