Marca: ნეიმარი და დონარუმა გასახდელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

AutoSharing Option
ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდის "რეალთან" 1:3 მარცხის შემდეგ "პარი სენ ჟერმენის" გასახდელში ნეიმარი და ჯანლუიჯი დონარუმა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

წყაროს თქმით, ფეხბურთელებს ცოტა დააკლდათ, რომ ერთმანეთს ხელით შეხებოდნენ. ბრაზილიელი დონარუმას ბენზემას პირველი გოლის ეპიზოდში დაშვებული შეცდომის გამო აკრიტიკებდა, იტალიელი კი სამხრეთამერიკელს - ზოგადად, სუსტი შეხვედრისთვის.

საბოლოოდ, სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ პსჟ-ის ფეხბურთელებს შუაში ჩადგომა და სპორტსმენების გაშველება მოუწიათ, რათა ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადასულიყვნენ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "რეალმა" "პარი სენ ჟერმენი" ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში
გავიდა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

altსკანდალი. "ბერნაბეუზე" ნამატჩევს პსჟ-ის პრეზიდენტი მსაჯებთან შევარდნას აპირებდა და "რეალის" დელეგატს მოკვლით დაემუქრა

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: საოცრება "ბერნაბეუზე" - ფანტასტიკურმა ბენზემამ პსჟ გამოაგდო VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
მეორე გაშვებული გოლი ნეიმარის სინდისზეა, სხვაზე რა აქვს სალაპარაკო?
Რაგბის ფანი
11 მარტი 2022 06:12
1
არ იყო თამაშგარე,უბრალოდ გოლი არ ჩაუთვალეს სერჟემენს.
babi
10 მარტი 2022 23:06
0
Neimari xorcmetia psj-shi
Temo
10 მარტი 2022 22:33
1
ეს თამაში არ იყო! ეს იყო დიდი ფულის კეთება, რომელიც გამოიმუშავეს დონარუმამ, პოჩეტინომ, მთავარმა მსაჯმა და ვარ-თა "ბრიგადამ"!
ბესო შიოშვილი
10 მარტი 2022 19:11
27
კაი კაცო რას ლაპარაკობ ნეიმარის და დონარუმას ჩხუბიც დადგმული ხომ არ იყო? მაგაში ცალკე ფული ხომ არ აიღეს?
დათო
10 მარტი 2022 20:14
0
დონარუმა ყველაფრის ღისია მილანის დატოვებისთვის.
ტტტ
10 მარტი 2022 15:15
1
მტრის ბანაკში არეულობაა!!!
მადრიდისტა
10 მარტი 2022 15:07
2
არამგონია გამოიქცეს ძმა, მადრიდიდანაც აღარ წავა ალბათ და დარჩება ჩვენთან ჩვენ კი რაც გვჭირდება არის მოთმინება, რომ მოვითმინოთ ზაფხუპამდე სანამ ოფიციალურად გახდება ჩვენი
გოჩასს დათოსგან
10 მარტი 2022 20:13
2
კარგიაააა!.. მბაპე თავქუდმოგლეჯილი გამოიქცევა ჩვენთან!
გოჩა
10 მარტი 2022 18:48
3
მსოფლიო თავზე გვემხობა და ესენი რისთვის ჩხუბობენ.
ლუკა
10 მარტი 2022 13:22
4
კარგი, მოგვეცი მაგალითი შენ რას აკეთებ მსოფლიო რო თავზე გვემხობა?
...
10 მარტი 2022 18:11
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული