ანჩელოტი: ამბობდნენ, ესპანური კლუბები ინგლისურებს ჩამორჩებიანო

AutoSharing Option
"რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში "ჩელსის" სძლია, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კომენტარი მისმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.

"წვალება მოგვიწია. ვფიქრობ, გოლის გატანის სურვილი გვაკლდა, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობდა.

მეტოქის მეორე გოლი დაუმსახურებელი იყო, 0:3-ის მერე გავიხსენით და წარმატებისთვის ყველაფერი გავიღეთ. საბოლოო ჯამში დამსახურებულად გავიმარჯვეთ. დიდი გავლენა სტადიონისა და კლუბის მაგიამ იქონია.

ამბობდნენ, ესპანური კლუბები ინგლისურებს ჩამორჩებიანო, ორი ესპანური გუნდი კი ნახევარფინალში გავიდა", - განაცხადა ანჩელოტიმ Movistar-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კი მაგრამ რეალის ზღაპარი ესპანეთში ათი წლით რომ დამთავრდა მაგაში ეჭვი ხომ არ გეპარებათ?
დდდ
16:26 13-04-2022
11
რამდენი რეალის მოძულეა აქ გაგიჟდები ზოგზოგიერთებმა არც გულშემატკივრობა იცით და არც პატივისცემა მეტოქის ან დაც საკუთარი გუნდის შეეშვით რა ფეხბურთს...
2

სიახლეები პოპულარული