ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "რეალის" 4:3 დამარცხების შემდეგ კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.
"ეს ორივე გუნდის შესრულებით ფანტასტიკური შეხვედრა იყო. ჩვენ ბევრი რამ კარგად გავაკეთეთ. სამწუხაროდ, გოლები გავუშვით და უფრო მეტი ვერ გავიტანეთ, მაგრამ დაპირისპირება ორრაუნდიანია და კიდევ ერთს ერთი კვირის შემდეგ ჩავატარებთ.
პირველ ტაიმში მომენტები ვაჩუქეთ, როდესაც თამაშში დაბრუნდნენ, რადგან იქამდე ძალიან ნერვიულობდნენ. როგორც წესი, ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს და უსაფრთხოდ ვართ. ამას გარდა, ისინი წარმატებით მიმართავდნენ პრესინგს. საუბარი ფინალში გასვლაზეა. მადრიდში მოსაგებად წავალთ.
ჩემპიონთა ლიგიდან "ტოტენჰემთან"
იმის გათვალისწინებით, როგორ ვთამაშობდით ბურთით და უბურთოდ, ფეხბურთელებს მეტს ვერ მოვთხოვ. მათ ვეუბნები, რომ დაისვენონ. ფეხბურთი ფანტასტიკური სანახაობაა. ვულოცავ ანჩელოტისა და მის გუნდს, ისინი ძალიან კარგები არიან. ამასთან, დავინახეთ, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია", - ციტირებს გვარდიოლას BBC.