რულის რული მოეკიდა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ლივერპულმა“ გასვლაზე „ვილიარეალს“ 3:2 სძლია და ფინალში გავიდა.

„ენფილდზე“ 0:2 დამარცხების შემდეგ „ვილიარეალის“ მწვრთნელმა ემერიმ თქვა, რომ სახლში სულ სხვანაირად ითამაშებდნენ და მართლაც - დებიუტში დიამ მასპინძლები დააწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე კოკლენმაც დალაშქრა ალისონის კარი და ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა კაპუმ გააკეთა.

შესვენების შემდეგ სტუმრებმა შეუტიეს და 12 წუთში სამი გოლი გაიტანეს - ორი მეკარე რულის უხეში შეცდომის შედეგად. კლოპის ხელმძღვანელობით, "ლივერპული" 7 სეზონში მესამედ გავიდა ფინალში.

ვილიარეალი. „სერამიკა“.
21 872 მაყურებელი

ვილიარეალი - ლივერპული 2:3
გოლები: 1:0 დია, 2:0 კოკლენი (41), 2:1 ფაბინიო (62), 2:2 დიასი (67), 2:3 მანე (74)
გაძევება: კაპუ (86)

მკითხველის კომენტარები / 7 /
წითელ ეშმაკებზე ალალი იყო სიტი გასულიყო მაგრამ რა გაეწყობა
:((
05 მაისი 2022 09:42
0
აქ როგორც სჩანს ვისაც ვისი ფინალის ნახვა უნდა იმას წერს. მე პირადად ასე ვიტყოდი ლივერპული სიტი ან ლივერპული რეალი! ისედაც ქვეყნის მოსახლეობას ძალიან ცუდი პროგნოზირების უნარი აქვს,როგორც სპორტში, ისე პოლიტიკაში
დავით 67
04 მაისი 2022 16:20
0
პირველ ტაიმში ვილიარეალი დიდებულად ირჯებოდა,მაგრამ ჩანდა რომ ეს მათი ზღვარი იყო.მიუხედავად იმისა,რომ მეორე ტაიმში მათი მეკარე აიჭრა,რამაც დამარცხება განაპირობა.დარწმუნებული ვარ,მისი კარგი თამაშის პირობებშიც,ლივერპული მაინც გადალახავდა მათ ბარიერს.კლასში სხვაობა,საგრძნობი იყო.
სოსო
04 მაისი 2022 14:06
0
ლივერპული-მან.სიტი
321
04 მაისი 2022 08:55
8
რეალი ნახევარფინალამდე ვერ მივიდოდა პოჩეტინო რო არ ყოფილიყო პსჟ_ს მწვრთნელი. ან ჩელსის ფინანსური პრობლემები რო არ შექმნოდა. რაც იყო რეალი შერიფამდე ისაა ეხლაც მაგან არ მოგატყუოთ.
123
04 მაისი 2022 08:54
12
მოიცა და იმედი გაქვთ, რო სიტის შეტევებს მოიგერიებს რეალი? ან საერთოდ ვინმე თუ მოიგერიებს?
იკა
04 მაისი 2022 08:52
6
ლივერპული : რეალია ფინალი სუპერ კლასიკური ფინალი
ბაბუცა
04 მაისი 2022 03:11
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული