პრემიერ ლიგის 35-ე ტურში "ლივერპული" "ნიუკასლს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი ნაბი კეიტამ მე-19 წუთზე გაიტანა.
ამ გამარჯვებით მერსისაიდელებმა თავი 82 ქულას მოუყარეს და ცხრილში 1-ელ ადგილზე გადაინაცვლეს ("მანჩესტერ სიტის" 80 ქულა და 1 მატჩით ნაკლები აქვს).
იურგენ კლოპის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 7 მაისს, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.
"ნიუკასლი" "43 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს, 8 მაისს კი "მანჩესტერ სიტის" ესტუმრება.