რულის რული მოეკიდა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ლივერპულმა“ გასვლაზე „ვილიარეალს“ 3:2 სძლია და ფინალში გავიდა.

„ენფილდზე“ 0:2 დამარცხების შემდეგ „ვილიარეალის“ მწვრთნელმა ემერიმ თქვა, რომ სახლში სულ სხვანაირად ითამაშებდნენ და მართლაც - დებიუტში დიამ მასპინძლები დააწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე კოკლენმაც დალაშქრა ალისონის კარი და ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა კაპუმ გააკეთა.

შესვენების შემდეგ სტუმრებმა შეუტიეს და 12 წუთში სამი გოლი გაიტანეს - ორი მეკარე რულის უხეში შეცდომის შედეგად. კლოპის ხელმძღვანელობით, "ლივერპული" 7 სეზონში მესამედ გავიდა ფინალში.

ვილიარეალი. „სერამიკა“.
21 872 მაყურებელი

ვილიარეალი - ლივერპული 2:3
გოლები: 1:0 დია, 2:0 კოკლენი (41), 2:1 ფაბინიო (62), 2:2 დიასი (67), 2:3 მანე (74)
გაძევება: კაპუ (86)

მკითხველის კომენტარები / 7 /
წითელ ეშმაკებზე ალალი იყო სიტი გასულიყო მაგრამ რა გაეწყობა
0
აქ როგორც სჩანს ვისაც ვისი ფინალის ნახვა უნდა იმას წერს. მე პირადად ასე ვიტყოდი ლივერპული სიტი ან ლივერპული რეალი! ისედაც ქვეყნის მოსახლეობას ძალიან ცუდი პროგნოზირების უნარი აქვს,როგორც სპორტში, ისე პოლიტიკაში
დავით 67
16:20 04-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული