ფანტასტიკა - "რეალმა" რეალური სასწაული მოახდინა და ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტი“ დამატებით დროში 3:1 დაამარცხა და მეჩვიდმეტედ გავიდა ფინალში.

„ეტიჰადზე“ მინიმალური ანგარიშით (3:4) დამარცხებულ „სამეფო გუნდს“ ფინალში გასასვლელად სახლში რევანშის აღება მართებდა. ბუნებრივია, შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა მადრიდის ტურნირის ორგანიზატორებს მიომირ კეცმანოვიჩთან თამაშის შუადღისთვის გადატანა სთხოვა, რათა საფეხბურთო მატჩს დასწრებოდა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს, ორ სეტში გაიმარჯვა და კარლოს ალკარასთან ერთად „ბერნაბეუზე“ საყვარელ გუნდსაც უგულშემატკივრა.

ინიციატივას თავიდანვე სტუმრები დაეუფლნენ, შეუტიეს, პირველი მომენტი კი მხოლოდ მე-20 წუთზე შექმნეს, როდესაც
ბერნანდო სილვას დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია. ცოტა ხანში გაბრიელ ჟეზუსმა ოდნავ ააცილა მიზანს. მერე კურტუამ ფოდენს არ დაანება გატანა. მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ჩვეულად ვინისიუსი აქტიურობდა, რომელსაც უოკერი ყურადღებით მეურვეობდა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ვინისიუსმა შესანიშნავი შანსი გაუშვა. შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 73-ე წუთზე მარეზმა კურტუას ახლო კუთხეში გაუტანა და კასტილიური გუნდი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა, როცა საქმე ანჩელოტის გუნდს ეხება, ნებისმიერი საოცრებაა მოსალოდნელი. დარჩენილ დროში მანჩესტერელები უფრო მეტს უტევდნენ, განსაკუთრებით, შეცვლაზე შესული გრილიში გამოირჩეოდა. მისი აქტიურობის შედეგად ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ არც ერთი არ დაგვირგვინდა გოლით. ბოლოს „ბლანკოსი“ შტურმზე გადავიდა და როდრიგომ დუბლით თავისი გუნდი დააწინაურა. იქვე როდრიგოს ჰეთ-თრიკის შესრულება ედერსონმა არ დაანება. საპასუხო შეტევისას ფოდენმა ვერ უწია მიზანს, 2:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებითი დრო ბენზემას მოპოვებული და მის მიერვე გამოყენებული პენალტით დაიწყო. აქედან მოყოლებული, გვარდიოლას მთელი გუნდი იერიშზე გადავიდა და 105-ე წუთზე ფერნანდინიომ ცარიელ კარში ვერ შეძლო ბურთის გადაგზავნა. მეორე დამატებულ ტაიმში "სიტი" ქაოტურად და უხიფათოდ უტევდა და დამარცხდა.

28 მაისს პარიზში ფინალში "რეალი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 61 416 მაყურებელი
რეალი - მანჩესტერ სიტი 3:1 (ძირ. დრო 2:1)
გოლები: 0:1 მარეზი (73), 1:1 როდრიგო (90), 2:1 როდრიგო (90+1), 3:1 ბენზემა (95, პენ)


მკითხველის კომენტარები / 52 /
მენტალიტეტი! რეალისთვის აქ თამაში, ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ამბავია და ფეხები არ უკანკალებს. ,,რეალს,, თუ გინდა მოუგო, დარწმუნებული უნდა იყვე, რომ ჯობიხარ, სხვანაირად შეგჭამს. იყო დრო, ,,ბარსელონა,, სადაც დაიჭერდა, იქ ....
იყო მაკედონური ფალანგა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო. შემდეგ სწრაფმა და მოძრავმა რომაულმა ლეგიონებმა ფალანგა გაანადგურეს, ხოლო ეს ლეგიონები შემდეგ, ბარბაროსულმა კავალერიამ და ა.შ. ,,სტნდარტმა,, ლიეჟიდან, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით მოიგონა, ხელოვნური ,,თამაშგარე,, და მაშინდელი ფაქტიურად ევროპაში უძლიერესი ,,დინამო,, დაამარცხა. რის თქმას ვცდილობ, გეტყვით: გვარდიოლას ფეხბურთს მოუგო, ანჩელოტის მარტივმა და სწრაფმა ფეხბურთმა. ტაქტიკას მუდმივი განახლება სჭირდება!
ისე ერთს ვიტყვი, ძირითადის დამთავრების შემდეგ, მსაჯმა 6 წუთი დაამატა, ბოლოს კი 3.
კომენტატორები, ცალკე თემაა.
და ბოლოს, ეს ფინალი ჯობია ,,სიტი,,-,,ლივერპულის,, ფინალს.
100%
05 მაისი 2022 10:12
3
ეხლა ამასაც "ფეხბურთი" უნდა ერქვას და რასაც ჩვენთან ჯახირობენ იმასაც?))
რეზო
05 მაისი 2022 09:49
1
ყოჩაღ ჩვენს პაპა კარლოს)) ვულოცავ რეალის გულშემატკივარს. სიტი კი შემეცოდა ისე მაგრამ რას ვიზამთ.
შოთა-მილანი
05 მაისი 2022 09:13
1
პსჟ და სიტი ლიგას ვერასოდეს ვერ მოიგებენ სანამ შეიხები არიან მათი უფროსები
ფენომენო
05 მაისი 2022 08:09
9
ხო აბა რა!) კერესელიძე-იაშვილი ჯობდა, რო არაფერი ვთქვათ ფიფიაზე.
ჯანო
05 მაისი 2022 12:28
0
ამ შეიხებს, რომ მიახტებით, შენი პერესი ნაკლები ფულის მონაა? მაგაზე დიდი ჩათლახი ბებერი მაფიოზა, დღეს ფეხბურთს არ ყავს.
ფენომენოსს
05 მაისი 2022 12:05
6
ყველა გამოხმაურება
ყველაზე რთული გუნდები შეხვდა მადრიდს..და ფინალი რიმც წააგის..მაინც უდიდესი კლუბია...3 შეიხის და ფულის ტომრები გაუშვა რუსების გზაზე...ლივერპულიც ღირსეული გუნდია..დავტკბეთ ფინალით
კიეზა
05 მაისი 2022 07:13
2
კიეზა, შენ ვის ხომალდში გდიხარ?:დ:დ:დ
კიეზა ხარ თუ....დდდ
05 მაისი 2022 12:07
8
მაგარი თამაში იყო..ვერ იტყვი რეალი უსამართლოდ გავიდა..და სიტიც ცოდო იყი.90 წუთიდან ბოლო 5 წუთში რომ 3 გოლს გაუშვებ..თან სიტი..რავი აბა..ვფიქრობ სიტი მაინც დაიღალა..და ამ როდრიგომ ბოლო მატჩები საოცრად ითამაშა..ისე კი მართლა იღბალიც წყალობს რეალს..თუმცა უდავიდ დიდი გუნდია..
Labirinti...
05 მაისი 2022 06:45
4
ბავშვი მინდა ვიყო, როდესაც მიხაროდა ფეხბურთის ყურება, ძალიან ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი...! ასეთ ყალბ თამაშზე აქ კომენტარებს წერენ, ვისი პროფესიაც უშუალოდ ფეხბურთთანაა დაკავშირებული ან ფეხბურთის არ მცოდნე დაუკვირვებელი ადამიანები!
....
05 მაისი 2022 06:16
23
ყალბია, რეალი რომ 0:1 აგებდა, თამაშის ბოლოს 90-ე და 91 წუთებზე უცბად ორი გოლი გაიტანა და ეს მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა! დღესდღეობით ინგლისურ ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებს, ფეხბურთის ფანებიც ძაან დიდ ფსონებს ჩადიან ტოტალიზატორებში. თამაშის 90-ე წუთამდე, ხომ კარგად წარმოგიდგენიათ მსოფლიოს მაშტაბით რა დიდი ფული დაიდებოდა ლაივში, სიტის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე! თანაც 0:1-ზე სიტიმ რეალური საგოლე მომენტები შექმნა, ვინმეს ეჭვი რომ არ შეპარვოდა მისი ფინალში გასვლაზე! . ........................................................................................... ზოგიერთ ადამიანს,სპორტში ტოტალიზატორის გაგონებაზე ეცინება, აქეთ დაგცინის– რავა სულ ტოტალიზატორი და ჩაწყობა გელანდებაო. არაფრით არ სურს იმის გაგება, რომ დღევანდელ სპორტს მართავს მაფია, განსაკუთრებით ფეხბურთს (ბევრი ქომაგი ჰყავს და იმიტომ). ალბათ იტყვით, ასეთი სიბიძურე თუ ხდება, შენს გარდა არავინ იცისო. ბევრმა იცის, მაგრამ დღეს საერთოდ არაფერი იცვლება სამმართლიანობის აღდგენისკენ. ფსონების დამდებმა მოთამაშე პირებმა, ვინც დიდ ფულს აგებს, ყველაფერი კარგად იციან, ყომარით დაავადებუ;ები არიან...! იციან იმ პირებმა, რომელთა პროფესიული საქმიანობა სპრტთან არის დაკავშირებული! მათ არ აწყობთ აღიარება რა სიბინძურეც ხდება!.................................................................................... P.S. მოწინააღმდეგის მოედანზე გატანილი გოლის უპირატესობის ფაქტორიც ზუსტად იმიტომ გააუქმეს, რომ მეტი ფული ეშოვნათ !
....
05 მაისი 2022 11:00
17
რაც მართალია პენალი არ იყო. დაასწრო ბენზემას ბურთზე თამაში.
Რაგბის ფანი
05 მაისი 2022 06:07
31
რაგბს მიაწექი :)
111
05 მაისი 2022 12:06
3
სუდია პი---ასტ
კინგი
05 მაისი 2022 03:06
41
ღმერთებს უყვართ ეს გუნდი … ფანტასტიკურად, რამდენად დიდია ეს გუნდი , პიკიაა საფეხბურთო სამყაროსი
ნიკა
05 მაისი 2022 01:55
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული