კურტუა: ჩემი დავამტკიცე - პატივს არ მცემენ, განსაკუთრებით ინგლისში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულის" 1:0 დამარცხების შემდეგ, კომენტარი "რეალის" მეკარე ტიბო კურტუამ გააკეთა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"გუშინ პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ როდესაც "რეალი" ფინალში გადის - იმარჯვებს. ვთქვი, რომ ახლა სწორ მხარეს ვარ. ამის შემდეგ ბევრმა დაწერა, რომ დამამცირებდნენ. დღეს კი ყველაფერი პირიქით იყო.

დღეს გამარჯვება ჩემი კარიერისთვის მჭირდებოდა, გაწეული გულმოდგინე შრომისთვის. მოგება აუცილებელი გახლდათ ჩემი სახელის პატივისცემისათვის, რადგან მიმაჩნია, რომ საკმარისად პატივს არ მცემენ, განსაკუთრებით ინგლისში. შესანიშნავი სეზონის შემდეგაც კი მაკრიტიკებდნენ.

ვამაყობ ჩემი გუნდით. როდესაც საჭირო გახდა, გუნდს
დავეხმარე.

მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს ვძლიეთ. "მანჩესტერ სიტიმ" და "ლივერპულმა" დაუჯერებელი სეზონი ჩაატარეს, პრემიერლიგაში ბოლომდე იბრძოლეს. "ლივერპულმა" ორი თასი მოიგო და ძალიან ძლიერი იყო.

დიდებული შეხვედრა ჩავატარეთ. ერთი შანსი გვქონდა და გამოვიყენეთ", - ციტირებს კურტუას BT Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
N2 მეკარე (მამარდას შემდეგ)
rigiti
14:08 29-05-2022
12
თანაგუნდელების შეყვარებულებთან გულაობის, ვიღაც კახპას გამო შენი ჯერ არ დაბადებული შვილის დედის მიტოვების შემდეგ კიდევ პატივისცემას რომ ითხოვ, ძალიან უნამუსო ყოფილხარ.
სალომე
06:44 27-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული