მესიმ "რეალთან" მარცხზე, კორონავირუსის მძიმე შედეგებზე, ლევანდოვსკისა და ბენზემაზე ისაუბრა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში რეალთან" მარცხზე, კოვიდის შედეგებზე, რობერტ ლევანდოვსკისა და ქარიმ ბენზემაზე TYC Sports-თან ისაუბრა:

"ჩემპიონთა ლიგაზე გრანდიოზული ამბიციები გვქონდა. იმის გათვალისწინებით, როგორ განვითარდა "რეალთან" მატჩი, შედეგი ჩვენთვის სავალალო იყო. "რეალს" კარგად ვიცნობ, მთელი ცხოვრება მის გვერდით ვიმყოფებოდი და მესმოდა, რაღაც მსგავსი შეიძლებოდა მომხდარიყო - გოლს არაფრიდან გაიტანდნენ და თამაშს შეცვლიდნენ.

იგივე დაემართა დანარჩენ გუნდებსაც. ასე რომ, ეს ცალკეული შემთხვევა არ არის. წაგებამ გაგვანადგურა. "რეალის" მიმართ მთელი პატივისცემის მიუხედავად, ეს გუნდი ტურნირზე საუკეთესო არ იყო, თუმცა
ყველას სძლია.

კორონავირუსმა ჩემზე მართლაც სერიოზულად იმოქმედა. სიმპტომები, ვფიქრობ, იმის მსგავსი მქონდა, როგორიც სხვა უმრავლესობას. ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი. ამან გართულებები გამოიწვია, ფილტვები დამიზიანდა. ვარჯიში არ შემეძლო, თვე-ნახევარი ვერ დავრბოდი. არ მეშინოდა, დაგეგმილზე ადრე განვაახლე ვარჯიში და ამით საქმე მხოლოდ გავირთულე.

ლევანდოვსკიზე ხალხს შეუძლია ილაპარაკოს, რასაც ფიქრობს და მასაც იგივე შეუძლია. მის აზრს არ ვიზიარებ, თუმცა ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მაშინ მასზე გულწრფელად ვთქვი, მართლა მიმაჩნდა, რომ ერთი წლით ადრე საუკეთესო იყო და "ოქროს ბურთს" იმსახურებდა, მაგრამ როდესაც პრიზი მე მოვიგე, ის საუკეთესო არ გახლდათ. იფიქროს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

ბენზემა? უდავოდ იმსახურებს "ოქროს ბურთს". ცხადია, შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაასრულა. პლეი-ოფის ყველა მატჩში საკვანძო ფეხბურთელი იყო".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 21 /
რეალს რომ ჰქონოდა ისეთი ბადე როგორიც ლივერპულს ჰქონდა ყველა იმას იტყოდა სუსტი მეტოქეები შეახვედრა სპეციალურად პერესმაო, იტალიის, საფრანგეთის და ინგლისის საუკეთესო გუნდებს მოუგეს და ახლა იმას იძახიან გაუმართლდაო, 8 წელიწადში გუნდმა 5 ლიგა მოიგო და თურმე უმართლებს
მამუკა
05:26 31-05-2022
2
დაიწყო ახლა მიზეზები! იქით კორონა აქეთ ლევანდოვსიკი და რეალი! მორჩა შენი ფეხბურთი. დაისვენე, შენც რონალდო ან იბრაგიმოვიჩი კი არა ხარ!
დავით
01:02 31-05-2022
23

სიახლეები პოპულარული