ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა - კვარაცხელიას "ნაპოლი" "ლივერპულთან" მოხვდა, ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" კი - "სიტისთან"

AutoSharing Option
სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირზე ორი ქართველი მიიღებს მონაწილეობას - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) და დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი). გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:

A ჯგუფი: "აიაქსი", "ლივერპული", "ნაპოლი", "რეინჯერსი"
B ჯგუფი:
"პორტუ", "ატლეტიკო", "ბაიერი", "ბრიუგე"
C ჯგუფი:
"ბაიერნი", "ბარსელონა", "ინტერი", "პლზენი"
D ჯგუფი:
"აინტრახტი", "ტოტენჰემი", "სპორტინგი", "მარსელი"
E ჯგუფი:
"მილანი", "ჩელსი", "ზალცბურგი", "დინამო" (ზ)
F ჯგუფი:
"რეალი", "ლაიფციგი", "შახტარი", "სელტიკსი"
G ჯგუფი:
"მანჩესტერ სიტი", "სევილია", "დორტმუნდი", "კოპენჰაგენი"
H ჯგუფი:
პსჟ, "იუვენტუსი", "ბენფიკა", "მაკაბი"

ტურნირი სტარტს 6 სექტემბერს აიღებს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ყველაზე ლაღი და ლამაზი თამაშები ნაპოლის ჯგუფში იქნება, ძაან მინდა ხვიჩამ განსაკუთრებით აიაქსთან გაიბრწყინოს, რადგან როცა შოთამ აიაქსს შესთავაზა , ოვერმარსმა ცხვირი აიბზუა არ გვინდა მხოლოდ კონრშეტევების კაციაო.D
რრრ
25 აგვისტო 2022 21:27
0
აიაქსი შარშანდელივით ვეღარ არის - ალე , მაზრაუი და გრავენბერხი წავიდნენ, ერთი ტადიჩი დარჩა. ნამდვილად არ არის დაუმარცხებელი და ზუსტად მანდ ექნება კარგი შანსი კვარაცხელიას. ზოგი მერე იბზუონ ცხვირი
: )))))))
25 აგვისტო 2022 22:00
0
ძალიან მაგარ ჯგუფში მოხვდა. თუ კლოპს უნდოდა კვარა და თავი შეიკავა ახლა ნახავს რაზეც თქვა უარი. ძალიან მაგარი შემოდგომა გველისმ თან ნაკრების თამაშებიც გვაქვს. იფ..იფ წარმატებები ჩვენს ბიჭებს.
roma bejanidze
25 აგვისტო 2022 21:20
1
ჩემი აზრით, ძალიან კარგ ჯგუფში მოხვდა ნაპოლი. ყველა გუნდი აქტიურ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. Anfield ის ატმოსფერო მარტო რად ღირს.
ისე თუ კვარა ლივერპულს გაუტანს შეიძლება კლოპმა მეორე წელს იყიდოს კიდეც :დ
Chitovichi
25 აგვისტო 2022 21:18
0
და ასე მოხვდა კვარა კლოპთან :))
ლადო
25 აგვისტო 2022 22:13
1
კვარა ლივერპულს თუ გაუტანს თან ენფილდზე მომავალ წელს ას მილიონს გადაიხდის ლევერპული
ენცო
25 აგვისტო 2022 23:03
0
მე რასაც უყურებ,ისე არცერთი მწვრთნელი არ დაუდფება ხვიჩას გვერდზე,როგორც სპალეტი.ასე რომ,ყველაფერი მასზეა დამოკიდებული დაანებეთ ამ სხვა გუნდების წერას თავი, ჯერ იქ მოერგოს და ათამაშდეს ისე, როგორც საჭიროა.(რას უწუბებთ ამ ნაპოლის ვერ გავიგე,მარადონას არ დაუწუნებია და თქვენ...)
კახა ქ.
26 აგვისტო 2022 02:26
1
სიტის და ლივერპულის სახით 2 უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში ხოჭოლავას და ხვიჩას. მაგარი გამოცდილება იქნება. ისე ხოჭოლავას ბევრი დაცინოდნენ კოპენჰაგენში რომ გადავიდა ხოდა უყურონ ეხლა.
kichi
25 აგვისტო 2022 23:24
0
გავა ნაპოლი , ნორმალურ ჯგუფშია
დასავლეთს უნდა ომი
25 აგვისტო 2022 22:49
1
Ra liverpuli da klopi,dzaan magar adgilzea.napolic naxet chempionobistvis ibrzolebs. Napolis legenda unda gaxdes.spaletic magra udgas gverdit.
Gia
25 აგვისტო 2022 23:56
0
მიდი ხვიჩა
დასავლეთს უნდა ომი
25 აგვისტო 2022 22:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული