ხვიჩას ჩინებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "ლივერპული" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა.

„ნაპოლიმ“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ხვიჩა კვარაცხელია კი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს არათუ არ შეუშინდა, არამედ ტურნირზე თავის სადებიუტო შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. მის ანგარიშზე ნეაპოლურ გუნდში 6 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მასპინძლები „ლივერპულს“ პირველ ტაიმში ასე დაჯაბნიდნენ და სამ უპასუხო გოლს გაუტანდნენ. დებიუტში ანგარიში ზილენსკიმ პენალტით გახსნა. მე-18 წუთზე ოსიმენმა თავის მიერვე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, შემდეგ კვარაცხელიას პასი გაუკეთა და მისი
დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან ვან დეიკმა გამოიტანა. მალე ნეაპოლელებმა მეორე გაიტანეს - ხვიჩამ ბურთი გომესს აართვა, ანგისას მისცა, რომელმაც ზილენსკისთან კედელი გაითამაშა და ალისონის კარი დალაშქრა. 44-ეზე კი ხვიჩამ ფლანგზე ალეკსანდერ-არნოლდი და გომესი დაჯაბნა და ტრავმირებული ოსიმენის ნაცვლად შეცვლაზე შესულ სიმეონეს „ნაპოლიში“ სადებიუტო გოლი გაატანინა. შესვენებამდე აგრეთვე აღსანიშნავი იყო, როგორ ჩამოიცილა მოედნის ცენტრში ლამაზი ფინტებით ორჯერ ფაბინიო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზილენსკიმ დუბლი შეასრულა, მალე დიასმა ანგარიში შეამცირა. 57-ე წუთზე კვარაცხელია სწრაფი კონტრშეტევისას მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დარტყმა დაუბლოკეს და სპალეტიმ შეცვალა. მის არყოფნაში ნეაპოლელთა შეტევები ნაკლებად შემოქმედებითი და ულამაზო გახდა, თუმცა სპალეტიმ გუშინ თქვა, რომ ფუნდამენტური ლამაზი ფეხბურთი კი არა, არამედ ეფექტურობა და კონკრეტიკაა. სხვათა შორის, მოედნიდან გასვლისას ხვიჩა უკმაყოფილო იყო, დარჩენილ დროში საიერიშოდ სივრცეები უფრო გაეხსნებოდა, მაგრამ გრძელი სეზონისა და მჭიდრო კალენდრის გათვალისწინებით, მწვრთნელმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.

13 სექტემბერს, მეორე ტურში, „ნაპოლი“ გლაზგოში „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლივერპული 4:1
გოლები: 1:0 ზილენსკი (5, პენ), 2:0 ანგისა (31), 3:0 სიმეონე (44), 4:0 ზილენსკი (47), 4:1 დიასი (49)
გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (18)

მკითხველის კომენტარები / 36 /
პირველი სამი გოლი ხვიჩამ შექმნა და მესხის ილეთიც ჩაატარა. გოლის გატანას ჯობდა ხვიჩას ასისტები. ამოუწურავია ხვიჩას შესაძლებლობები,დამცველი საერთოდ სხვა რამეს ელოდა და გაამრავალფეროვნა ხვიჩამ შეტევები და აწი უფრო დამფრთხალნი დაუდგებიან წინ, იფიქრებენ ეხლა რას აპირებს ახალსო................
სიმართლე
08 სექტემბერი 2022 02:09
0
შეცვლით ნუ ვიქნებით უკმაყოფილოები, ძალიან გრძელი და ძალიან დატვირთული სეზონი ექნება, რუბინისნაირი კვარა და რობოტი კვარას, ასე ჯობია მისთვისაც და გუნდისთვისაც. საკვანძო ფეხბურთელია და სპალეტის ჭირდება ფორმაში. არ შეიძლება პირველივე სეზონზე სრულად დატვირთვა ეგრევე
რა მაფიაა
08 სექტემბერი 2022 02:17
1
კარგი დებიუტია ნამდვილად. ოსიმენის პასით რომ გაეტანა, საერთოდ ბომბა იქნებოდა, არადა გასატანი იყო . თუმცა არაუშავს. მაინც მაგარი ხარ! დღეს ზელინსკის დღე იყო! ყოჩაღ მასაც!
დავით 67
08 სექტემბერი 2022 01:17
2
ვულოცავ ხვიჩას წარმატებას, რა ოქრო გვყავს ვიცით ყველამ.
ახლა ცოტა კრიტიკა -
1. რიგ ეპიზოდებში დრიბლინგს იწყებს კარგად, შედის საჯარიმოში და ჩერდება (იჭედება) ადგილზე, რის შემდეგაც ბურთს კარგავს ამაზე უნდა იმუშაოს.
2. საგოლე პასის შემდეგ არაა საჭირო აფიშირება, რომ გოლი შენ შექმენი ეს ისედაც ჩანს და არაა ლამაზი.
3. მემგონი შეცვლის მერე მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა - ეს არ შეიძლება.
4. 4-0 შემდეგ მხოლოდ მარტო უტევდა და პასებს არ აკეთებდა.
ესეთებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ იდეალური მოტამაშე გახდეს.
ნიკა
08 სექტემბერი 2022 09:28
13
ობიექტური სიმართლე, მეც ეს შთაბეჭდილება დამრჩა რომ 4:0 ის შემდეგ არ მოეწონა სპალეტის ხვიჩას არაგუნდური თამაში. ასეთ დონეზე, რასაც ქვია ჩემპიონთა ლიგა და ლივერპულთან შეხვედრა, ეს მიუღებელია.
dddd
08 სექტემბერი 2022 10:57
3
მეტი გოლი უნდა გაეტანა ნაპოლის, გეთანხმები, კარგია ხვიჩა და ყოჩაღ უბრალოდ მინდა ხვიჩას ვუთხრა მეტი იმუშავე საკუთარ თავზე და იმაზე რომ გუნდმა მოიგოს შენი საქციელით და არა მარტო შენ.. გაიხარე ხვიჩა მადლობა მთელი საქართველოს სახელით..
O.k.
08 სექტემბერი 2022 11:35
3
კიდევ ერთი კარგი თამაში და კიდევ ერთხელ ვეტყვი კვარას არ მოუკლოს სულ შომა მეტი და მეტი რაც შეიძლება.ბევრი წარმატება გოლი საგოლე პასი ჯიგარი ხარ კვარაა.რაც შეეხება შეცვლას,მემგონი სპალეტიმ უკეთ იცის თავისი საქმე და ვაცალოთ,ნელნელა აჩვევს და უადვილებს ადაპტაციას ჩემის აზრით,წინ დიდი და დატვირთული სეზონია.
გეგი
08 სექტემბერი 2022 01:34
0
ჩვენი ბრილიანტი და მარგალიტი ხარ ხვიჩა!!! უმაგრესად ითამაშე!!! უფალი გფარავდეს!!! გილოცავ შესანიშნავ დასაწყისს!!! წინ და წინ უამრავი წარმატებისკენ!!!
გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2022 01:46
0
ყოჩაღ ხვიჩა ძალიან მაგარი იყო. ბრავოოო. სიხარულისგან გიჟივით ვიცინოდი. კლოპი გასახდელში გაიქცა ის გოლი რომ გაატანე შესვენებაზე, ხაჭაპური უნდა გამოვაცხოო..DDD მადლობა. გილოცავ და წარმატებას გისურვებ.
პ.ს. არნოლდს დაურეკე ნაწყენი არ დაგრჩეს.
G.LA
08 სექტემბერი 2022 01:15
3
საუკეთესო მაინც ხვიჩა იყო.პირველი სამი გოლი მისი აქტიური ის შედეგია.
ჯუჯი
08 სექტემბერი 2022 01:27
1
ძალიან კარგი ხარ კვარა! დიდი სიხარული მოგვანიჭე. წინ კიდევ უკეთესი თამაშებია!
არტ
08 სექტემბერი 2022 01:22
0
ამ ბიჭმა გაგავაგიჟა, შენ გაიხარე ხვიჩა
gio
08 სექტემბერი 2022 10:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული