სპალეტი: "რეინჯერსთან" "კვარას" დაცვაშიც თავგანწირვა მართებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" მატჩის წინ "ნაპოლიმ" "აიბროქსზე" ივარჯიშა, მისმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კი Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"უკანასკნელ ხანს ჩატარებული მეტოქის მატჩები ვნახეთ, მაგრამ ყველა სტუმრად იყო გამართული და აქ სულ სხვა ატმოსფერო იქნება. ჩვენს 1 000 გულშემატკივარს გლაზგოში ჩამოსვლა აუკრძალეს და მხარს ვერ დაგვიჭერენ. ბურთის კარგად დაჭერა გვჭირდება, ასეთ შემთხვევაში ნაკლები დატვირთვა გაქვს და ნაკლებ ენერგიას ხარჯავ. ფეხბურთელებს შესაბამისი განწყობა აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ლივერპულთან" ასე ვერ ითამაშებდნენ".

"კვარა" პუბლიკას ახალისებს, რადგან სწრაფია და აქვს კიდევ
რაღაც სხვა...

"ლობოტკას მჭიდრო სიტუაციებიდან გამოსვლა და შეტევის წამოწყება ეხერხება. "კვარა" შესანიშნავი ტექნიკის მფლობელია, ხარისხიანია, ძალიან კარგია დამაგვირგვინებელ სტადიაში; ერთ-ერთი იმათგანია, რომლის დარტყმული ბურთი მუდამ კუთხეში მიდის. ამას გარდა, აუცილებელია დაცვას დაეხმაროს, რათა მოწინააღმდეგეს უპირატესობა, ჩვენ კი სირთულე არ შეგვექმნას. როდესაც ფეხბურთელს ძალიან ბევრ კომპლიმენტს უძღვნით, მას ავიწყდება, იყოს გუნდისთვის სასარგებლო თავის ყველა მოქმედებაში. ამიტომ დაცვითი ფაზის გამო თავგანწირვა მართებს, რომ ჩვენი მცველი ორ სწრაფ მეტოქესთან მარტო არ დატოვოს".

მკითხველის კომენტარები / 24 /
მემგონი სპალეტიმ ცოტა უკეთ იცის რა არის საჭირო და რა არა. 60-70 წუთი ხვიჩასთვის ამ ეტაპზე ვფიქრობ სრულიად საკმარისია და თვითონ ხვიჩასთვის არის უკეთესი. სეზონი გრძელია და გუნდს რამდენიმე ფრონტზე უწევს ბრძოლა.ტრამვების რისკიც მნიშვნელოვნად მცირდება.მთავარია მისთვის მიცემულ დროში მნიშვნელოვნად დაიხარჯოს და გუნდსაც და საკუთარ თავსაც სარგებელი მოუტანოს.წარმატებები ხვიჩას...
nodiko
10:57 14-09-2022
1
ეგ არი ევროპული თანამედროვე ფეხბურთი წინ და უკან უნდა ირბინო ორივე უნდა შეითავსო ერთი კუთხური არ ყოფილა ნაპოლის კართან ოსიმენი რომ არ ჩასულიყო საჯარიმოში მცველივით ამოუტანია ბურთი თავის ადგილს დაბრუნებია. კვარა აკეთებს ერთი ტაიმი ეგეთ პრესინგს მერე იღლება და ცვლის რაზეც თქვა სპალეტიმ კუნთები არ გადაუხურდესო ეს სხვა ჩემპიონატი სხვა ტემპიაო, მოუმატებს ფიზიკურად ითამაშებს ბოლომდე
სოსო
10:42 14-09-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული