ხვიჩამ გლაზგოში პენალტი, "ნაპოლიმ" კი მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „რეინჯერსი“ 3:0 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და ზილენსკის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მასპინძლები სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და არფილდს გატანა მეკარე მერეტმა არ დაანება. შემდეგ სიმეონე მაკგრეგორთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ შეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას ორი მცველი მეურვეობდა, ორჯერ მაინც გაექცა მოწინააღმდეგეს, თუმცა მიზანს ვერ უწია.

მეორე ტაიმი ნეაპოლელთა იერიშებით დაიწყო. ხვიჩას დარტყმული ბურთი შოტლანდიელთა ვეტერანმა გოლკიპერმა მოიგერია. 57-ე წუთზე სიმეონე საჯარიმოში შეიჭრა, სანსმა წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, პენალტი ზილენსკის მეკარემ
აუღო და პოლიტანომ დამატებაზე გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ზილენსკიმ თერთმეტმეტრიანი ხელახლა შეასრულა და ისევ ვერ დაჯაბნა მაკგრეგორი. 67-ე წუთზე ხვიჩას დარტყმული ბურთი ხელზე საჯარიმოში ბარიშიჩს მოხვდა და პოლიტანომ სტუმრები პენალტით დააწინაურა. 70-ე წუთზე კვარაცხელიას მორელოსმა მაისურზე მოქაჩა, წააქცია, თუმცა არბიტრმა დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მერე ქართველი დრიბლინგისას ტავერნიემ საჯარიმოს წინ მოცელა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა. 82-ე წუთზე მან კუთხიდან სცადა ცხრიანში ბურთის ჩახვევა, თუმცა არ გამოუვიდა. მერე კვლავ განახორციელა დრიბლინგი, კარის წინ გაკეთებული გადაცემა კი არაზუსტი გამოუვიდა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ 85-ე წუთზე დალაშქრა გლაზგოელთა კარი და მატჩის ბედიც გადაწყდა. ქართველი მწვრთნელმა სპალეტიმ 90-ე წუთზე შეცვალა. მას ჯერ ერთ შეხვედრაში ამდენი ხანი არ უთამაშია. კომპენსირებულ დროში გლაზგოელები ნდომბელემაც დაამწუხრა და ნეაპოლურმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ A ჯგუფში 6 ქულით ლიდერია და შემდეგ მატჩს ტურნირზე 4 ოქტომბერს ამსტერდამში „აიაქსთან“ გამართავს. იქამდე სერია A-ში, 18 სექტემბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ დაუპირისპირდება, 1-ელ ოქტომბერს კი „ტორინოს“ უმასპინძლებს.

გლაზგო. „აიბროქსი“
რეინჯერსი - ნაპოლი 0:3
გოლები: 1:0 პოლიტანო (67, პენ), 2:0 რასპადორი (85), 3:0 ნდომბელე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ზილენსკი (57)
გაძევება: სანსი (57)

მკითხველის კომენტარები / 49 /
უდავოდ სასარგებლო მოთამაშეა და ფიდ გავლენას ახდენს მატჩზე, ბრავო ხვიჩა
ბაჯო
15 სექტემბერი 2022 01:22
0
ვკითხულობ კომენტარებს და მიკვირს იმ ხალხის ვინც წერს რომ ვითომ ხვიჩას პასს არ აძლევენ. ამითი რა გინდათ თქვათ,თანაგუნდელები არ ენდობიან თუ შურთ მისი? თუ პროფესიონალური ფეხბურთი არა ბავშვობაში სამოყვარულო დონეზე მაინც არ გითამაშიათ ? რაც ნაპოლიში გადავიდა ხვიჩა და რაც ითამაშა ყოველ სტატიაზე ასეთ სულელურ კომენტარს წავაწყდები ხოლმე, თანაც რამდენიმეს.
ისე ხელზე რომ არ მოხვედრილიყო მცველს გოლი იყო 90%. რაც ითამაშა ხვიჩამ ნაპოლიში ყოველთვის კარგი იყო. თამაში არ ჩაუგდია.
დავით 67
15 სექტემბერი 2022 03:30
6
სიდებილეს ზღავრი ხოარააქ.თუარძლევენ პასს აბა 8 ჯერ კარში როგორ დაარტყა?თავის ბურთით იყი შესული
მოსეხონელი
15 სექტემბერი 2022 08:03
1
დავამატებდი:
ვერ გავიგე, რატომ ეგოისტობდნენ მისი თანაგუნდელები მაშინ, როცა ხვიჩაზე პასის გაკეთება უკეთესი იქნებოდა და პენალტის დროსაც კი, რომელიც უდაოდ ხვიჩას ეკუთვნოდა.
ბესო შიოშვილი
15 სექტემბერი 2022 01:22
5
ერთი რამ ზუსტათ ვიცი რომ არა ხვიჩა ვერც ლივერპურს და ვერც რეინჯერს მოუგებდნენ ყოველ შემთხვევაში ასეთი ანგარიშით
ზვიადი
15 სექტემბერი 2022 02:46
2
ძალიან კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურად მეურვეობდნენ, მაინც დრიბლინგები და სანახაობრივი მომენტები ჰქონდა. საკმაოდ უხეშადაც ეთამაშებოდნენ.
დააყვითლა და დააწითლა მცველები :)
პირველი გოლი მისი მოპოვებული პენალტით რომ გავიდა ამან გახსნა თამაში, უდიდესი წვლილი შეიტანა მოგებაში.
რომ ატეხეს ახლა ერთი ამბავი, პენალტი რატომ არ დაარტყმევინაო, რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაარტყამს, მთავარია მისი მოპოვებული პენალტი გოლად იქცა. ძალიან ახალგაზრდაა და შეიძლება ფიქრობს მწვრთნელი, რომ ფსიქოლოგიურად არაა მზად პენალტებისთვის, რა არის ამაში ტრაგედია.
აშკარად უნდოდა თვითონაც რომ დაერტყა.
პატარა ბავშვივით ყველაფერი სახეზე ეწერება. სიხარულიც და წყენაც.
თუ არ დაიგრუზება მაგის გამო უფრო უკეთესი იქნება. ისე მაგრად თამაშობს და ისეთი სილამაზის გოლები გააქვს, პენალტი არ დამარტყმევინესო მაგის გამო არ უნდა მიიღოს გაბუტული სახე ჩემი აზრით :)
დააკვირდით გოლის მისალოცად რომ მიდის პოლიტანოსთან რა სახე აქვს :))
მართლა ბავშვია რაა :)
Spain
15 სექტემბერი 2022 01:54
6
ვკითხულობ და მიკვრს, საიდან ამდენი უცნაური დასკვნა. ხვიჩამ დღეს პირველი პენალტი გამოიმუშავა სულ ყველაფერ სხვას (უმაგრეს თამაშს) რომ თავი დავანებოთ და კიდევ ერთხელ (!) მოაგებინა გუნდს. ისევ იმ პენალტმა გახსნა გოლები და ზუსტად იმის მერე ჩამოიშალა საბოლოოდ რეინჯერსი
კაპიტან გარდენბურგი
15 სექტემბერი 2022 02:19
0
ეგენი გახსოვთ იმასაც იძახდნენ რაგუნდი ნაპოლიოო ლიგაზეც ვერ მოხვდებაო.და ამწელსაც გამოვარდება ეგრევეო.ზოგი გორის დილას ადარებდა ტემპით:))ახლა ორი ბრიტანული საუკეთესო გუნდი განაადგურა თამაშობს ულამაზეს ფეხბურთს.თანაც ყველა პოზიციაზე ორ ორი ფეხბურთელი ყავს მაღალი დონის.წელს სკუდეტო უნდა მოიგოს აუცილებლად
მოსეხონელი
15 სექტემბერი 2022 08:15
0
«პას არ აძლევდნენო» თქვენ თამაშს უყურეთ თუ კონკნრეტულ მომენტებს?! პენალტი რომ მოიგერია მაშინაც მიცეს პასი, და ბევრ სხვა მომებტში...

რაც შეეხება კვარას თამაშს: ბევრს დარბოდა, დაცვაში აქტიურობდა, 1 მომენტი ქონდა გოლის გატანის.
მეტი შეუძლია, ივარჯიშებს, ფსიქოლოგიურად მოძლიერდება და კიდევ მეტად ძლიერი გახდება!
ფეხბურთი გუნდური თამაშია და ნაპოლი ამ ასპეკტში ძლიერები არიან, ყველა მოთამაშეები ერთნაირად კარგები არიან, და სასარგებლო გუნდისთვის. გუნდი მაში. აგებს როდესაც ერთ ფეხბურთელზე აქვს აგებული თამაში. ბრავო სპალეტის!

დიდება საქართველოს!
napoli
15 სექტემბერი 2022 02:01
1
რატომ? ხვიჩამ მშვენივრად ითამაშა და ამ გამარჯვებას მან ჩაუყარა საფუძველი.პენალტი და რიცხობრივი უპირატესობა.
ჯუჯი
15 სექტემბერი 2022 01:20
0
ხვიჩამ ითამაშა შესანშნავად და უფრო მეტი და მეტ შრომა,წინ დიდი გამარჯვებებია გენაცვალე კვარაააააა.
გეგი
15 სექტემბერი 2022 01:44
1
ვერ დავეთანხმები რომ ცუდი თამაში აჩვენა. საერთოდ პას არ აძლევდნენ და მაინც პენალი მოიპოვა რომელიც თვითონ უნდა შეესრულებინა. მაგარი ხარ ხვიჩა მიაწექი!!!
ლომი
15 სექტემბერი 2022 01:21
2
სხვა თამშს უყურეთ კაცმა 8 ჯერ დაარტყა კარშიოო 8 ჯერ პოლიტანომ ორჯე თავის მხრიდან ცადა გრძელი პასი ხვიჩაზე.თუ პასი არ მიცეს მსჯმა მიცა მეორე ბურთინურტყი კარშიოო??ვერ გავიგე რა შეთქმულების თეორაის ავრცელებთ
მოსეხონელი
15 სექტემბერი 2022 08:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული