სპალეტი: "კვარა" ქმნის სიგიჟეს, მაგრამ ეს თქვენთვის იგებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე კომენტარი გააკეთა.

"კვარაცხელია? თქვენ მასზე ამბობთ, რომ ძლიერი, ძლიერი, ძლიერია. შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება, კარში ურტყამს, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს. ნდომბელეს გოლი ვინ შექმნა? ანგისამ. გოლი მისი დამსახურებაა.

"კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვას წელავს, კარისაკენ დრიბლინგს აკეთებს, ძალიან ძლიერია, მაგრამ უნდა იცოდეს, სწორი გამოსავალი როგორ მოძებნოს. პოლიტანომ გრძელი გარბენი გააკეთა, შემდეგ კი არანორმალური პენალტი გაიტანა, სუპერპენალტი. შევცვალე, რადგან ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

ისინი განსაკუთრებულები
არიან, რათა უფრო ძლიერები გავხდეთ. თამაშს ჩვენთვის ერთი ფეხბურთელი არ იგებს, ეს თქვენთვის იგებს ერთი. თუ კიმი ყველა საჰაერო ორთაბრძოლას არ მოიგებს, თუ ლობოტკა და ანგისა ნახევარდაცვაში ბურთს ვერ გაათამაშებენ, მაშინ "კვარა" ბურთს ორჯერ შეეხება. მას აქვს ხარისხი და ალღო, ქმნის განსხვავებას, სიგიჟეს, ჯანსაღ სიგიჟეს, თუმცა გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია", - ციტირებს სპალეტის Tutto Napoli.

მკითხველის კომენტარები / 63 /
არა ზილენსკი ჯობია ორი პენალტი რომ გააფუჭა ორ წუთში. რა შეჭამა რა სულ საჯაროდ აკრიტიკებს. ყველა თამაში დიდი სარგებელი მოაქვს. ეგ რომ არ გყავდეთ დაუმარცხებელი არ იქნებოდით.
ლომი
15 სექტემბერი 2022 04:48
29
არ უარყოფს მერე მაგას, მარა ჯინაობა ვინ უფრო სასარგებლოა არ ივარგებს გუნდისთვის. ეს ჩვენ, გვაქვს დამსახურებული აჟიოტაჟი შექმნილი, თორე რეალურად მართლა მთელი გუნდი დაფრინავს და სპალეტი პიარ ეჯინავება, აყალიბებს როგორც დიდ ფეხბურთელს. ძაან სწორსაც შვება, ხვიჩას მაჯაზე ხელი უჭირავს და აკონტროლებს სადმე არ გაექცეს... ხვიჩა დადგება რეალური სუპერმენი ამის ხელში...
რა მაფიაა
15 სექტემბერი 2022 08:45
2
100%
ილია
15 სექტემბერი 2022 09:19
0
ყველა გამოხმაურება
ასეა ყოველთვის დიდ ფეხბურთში შექებას მოყვება კრიტიკა და პირიქით, არაფერი ამაში ტრაგიკული არ არის, ისევე როგორც შექებამ არ უნდა გაგვაამაყოს. ეს ქართველებს გვაქ თავში ავარდნილი და გვგონია ყოველთვის მართლები ვართ. რას აკეთებთ ნაპოლის ფეისბუქ გვერდზე არ გრცხვენიათ ქათველებო? ასე ლანძღვა გინება უშვერი სიტყვებით რაიმეში წაადგება ხვიჩას? გიფიქრიათ ამაზე?
semi
15 სექტემბერი 2022 12:45
0
მართლა სამარცხვინოა უკვე.. ყველა უბრალო ფოტოზე ან სტატუსზე კვარადონას წერა და ნაპოლის სხვა ფეხბურთელების ლანძღვა არის უკვე ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა.. ლამის ვინატრო რომ კვარამ 3-4 თამაში ჩააგდოს, რომ დაანებონ თავი და ბიჭმა შეძლოს წყნარად თამაში და ვარჯიში, რომ მართლა ვარსკვლავად იქცეს რამდენიმე წელიწადში. წარმატებები ჩვენს იმედს
papai
15 სექტემბერი 2022 13:26
1
აი ძაან არ მომწონს მეც რა, გადავიდა ნაპოლიში და შევესიეთ ფეისბუქ გვერდს კალიებივით და გადავფარეთ ყველაფერი, კარგით მართლა ხალხო ცოტა უნახავივით მოგვდის, ყველას გვიხარია მაგრამ დამშვიდდით რა, ტეხავს, ცოტა თავშეკავება არ გვაწყენს.
zura
15 სექტემბერი 2022 13:19
0
სპალეტიმ იცის, რომ ხვიჩა დიდ როლს თამაშობს. ყოველთვის 2 მცველი დგას ხვიჩასთან და ხშირად მესამე და მეოთხეც ეხმარებათ.
ამ ლაპარაკს უფრო ფსიქოლოგიური მიზეზი აქვს:
1. სხვა ნაპოლის ფეხბურთელებს რომ ნაკლებათ შეშურდეთ და ნეგატიურად რომ არ განეწყონ ხვიჩეს მიმართ;
2. მოწინააღმდეგე გუნდებმა რომ ნაკლები ყურადღება მიაქციონ ხვიჩას და ნაპოლის სხვა ფეხბურთელებსაც "მიხედონ".
ქ. გ.
15 სექტემბერი 2022 10:43
2
ვერც კვარა და ვერც ვერავინ ვერ იგებს მარტო თამაშს, კვარა ძალიან უყვარს სპალეტის და ცდილობს მისგან მაქს. სასარგებლო მოთამაშე გახადოს. ყოველ შემთხვევაში ამ ასაკში ასეთი სრულყოფილი ფეხბურთელი მე არ მახსენდება, რუნის დებიუტიც მახსოვს და რონალდუსიც, ერთადერთი ალბათ მესი იყო უფრო სასარგებლო ამ ასაკში.
15 სექტემბერი 2022 10:17
0
არ აკრიტიკებს,პირიქით იცის მისი შესაძლებლობები და მეტს თხოვს. გუშინ თითქმის ბოლომდე ათამაშა.ვფიქრობ უნდოდა რომ ხვიჩას გოლი გაეტანა.თანაც უფრთხილდება.18 ში ხომ მილანია.
ჯუჯი
15 სექტემბერი 2022 10:14
1
აბა გამოჩნდნენ ფეხბურთის სპალეტიზე უკეთ მცოდნე ქართველი ექსპერტები მამა-პაპური გინებით?
Master
15 სექტემბერი 2022 11:08
2
რა თქმა უნდ რომ 21 წლის ფეხბურთელს ექნაება ხარვეზები,რასაც მწვრთელის დახმარებით და მითითებით და ასევე საქმისადმი სწორი მიდგომით გამოასწორებს,წარმატებები ხვიჩას.
gio gio
15 სექტემბერი 2022 12:06
0
პელეზე ფილმიდან მახსოვს მწვრთნელი როგორ ეჩხუბება ახალგაზრდა პელეს რომ პასები აკეთოს და დრიბლინგებს თავი ანებოს მასაც თამაში არ გამოსდის მერე ისეთ გოლებს გაიტანს მწვრთნელი ეტყვის რაც იცი ის აკეთეო. იმედია სპალეტიც მალე მიხვდება ამას.
ჯიმი
15 სექტემბერი 2022 11:42
0
გუშინ დავინახეთ რომ სპალეტი სწორად იქცევა როცა 70 წუთზე მეტს არ ათამაშებს, ძალიან დაიღალა ხვიჩა. ნელ-ნელა მოუმატებს რა.
ისე პენალი დაარტყევიეთ ბოვშვს ბიჭო მანდ არ მომიყვანოთ.
gia
15 სექტემბერი 2022 10:44
2
ქებამ აწყინაო ხომ გაგიგონიათ,ჯანსაღი კრიტიკაც აუცილებელია ადამიანისთვის რომ არ მოდუნდეს.სპალეტიმ იცის რასაც აკეთებს და ამბობს,ხვიჩას მისგან უდიდესი ნდობა აქვს რასაც ამართლებს.
მალხაზი
15 სექტემბერი 2022 09:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული