სპალეტი: "კვარა" ქმნის სიგიჟეს, მაგრამ ეს თქვენთვის იგებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე კომენტარი გააკეთა.

"კვარაცხელია? თქვენ მასზე ამბობთ, რომ ძლიერი, ძლიერი, ძლიერია. შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება, კარში ურტყამს, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს. ნდომბელეს გოლი ვინ შექმნა? ანგისამ. გოლი მისი დამსახურებაა.

"კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვას წელავს, კარისაკენ დრიბლინგს აკეთებს, ძალიან ძლიერია, მაგრამ უნდა იცოდეს, სწორი გამოსავალი როგორ მოძებნოს. პოლიტანომ გრძელი გარბენი გააკეთა, შემდეგ კი არანორმალური პენალტი გაიტანა, სუპერპენალტი. შევცვალე, რადგან ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

ისინი განსაკუთრებულები
არიან, რათა უფრო ძლიერები გავხდეთ. თამაშს ჩვენთვის ერთი ფეხბურთელი არ იგებს, ეს თქვენთვის იგებს ერთი. თუ კიმი ყველა საჰაერო ორთაბრძოლას არ მოიგებს, თუ ლობოტკა და ანგისა ნახევარდაცვაში ბურთს ვერ გაათამაშებენ, მაშინ "კვარა" ბურთს ორჯერ შეეხება. მას აქვს ხარისხი და ალღო, ქმნის განსხვავებას, სიგიჟეს, ჯანსაღ სიგიჟეს, თუმცა გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია", - ციტირებს სპალეტის Tutto Napoli.

მკითხველის კომენტარები / 63 /
ვერ დავიჯერებ, რომ სპალეტის ჩვენზე მეტად არ უნდა ხვიჩას ვარსკვლავობა, ვაცადოთ რაა ორივეს. სპალეტიმ ჩემზე კარგად იცის ფეხბურთი და მგონია, რომ თქვენზე მეტადაც...(ნუ ჩამქოლავთ)
კახელი პაპა
16 სექტემბერი 2022 11:55
0
სპალეტის უნდა რომ თვითონ იყოს ავტორიტეტი გუნდში, კვარას პოპულარობა აშინებს.
გიორგი
15 სექტემბერი 2022 22:26
3
სპალეტი ატრაკებს..
შავი კაცი
15 სექტემბერი 2022 09:00
7
გუნდურ თამაშშიც მაგარია ხვიჩა და ინდივიდუალურადაც უბადლო.თამაშისას ყველაფერი ხდება,მაგრამ მას რომ პარტნიორთა იგნორირება დასწამო,დიდი უსამართლობა მგონია.სტატისტიკა არ ტყუის,ბევრი მაჩვენებლით საუკეთესო შედეგი ჰქონდა.კიდევ უფრო მძლავრი გახდება სულ მალე,ჯერ მხოლოდ რვა შეხვედრა ჩაატარა "ნაპოლიში"....
მერაბი.
15 სექტემბერი 2022 14:47
0
სპალეტი ხვიჩას ზრდის, და თუ დაუჯერებს, მოიგებს. 10 მილიონი გადაიხადეს და როგორ ფიქრობთ, რა ღირს ეხლა? ერთ გოლს შეაგდებს ლიგაზე და მისი ფასი 100 ლიმონი გახდება. და ეს სპალეტიმ არ იცის? იცის რა თქმა უნდა, ასევე მისმა ხელმძღვანელობამაც და ამიტომაც პრესავენ. თუ მას ის თვისებები არ ექნა, რაზედაც მიუთითებენ რომ ჰქონდეს, ამხელა კუშს ვერ აიღებენ. არადა ამის რეალური შანსია. ეგ ბიჭი ოქროს ჭუჭულია მაფიოზი ნეაპოლელებისტვის. მიდი კვარა, დაუჯერე მას და რეალშიც მზადაა შენი ადგილი.
ლევან მაღლაკელიძე
16 სექტემბერი 2022 09:44
0
პასი უნდა ისწავლოს პასიიიიი, თუმცა მასაც არ აძლევენ პასს ხშირად
da
15 სექტემბერი 2022 13:20
6
სპალეტი ვერაა ვერც ახალკაცის და ვერც ფერგიუსონის დონის,ნუთუ ვერ შენიშნა,რომ სამ ოთხ თამაშში მათ შორის კუნძულელებთანაც,გარდატეხვა გოლამდე შექმნით,კვარაცხელიამ ითავადა ნუთუ სპალეტი ვერ ხედავს,რომ ოსიმენის ტრამვამდეც და ეხლაც,უმრავლესი მისი გუნდის მოთამაშენი პასს ნაკლებად აძლევენ,მარიო რუით დაწყებული და ზელენსკით დამთავრებული ,და ეჭვი არავის შეგეპაროთ რომ ხვიჩიას მიერ შექმნილი პენალტის არ დარტყმის უფლება სპალეტის ბრძანებით მოხდა და მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ხვიჩიას უადგილო კრიტიკაც უადგილო დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდგომ,თავისი რენომეს ასაწევად თქმული,გუნდში მისი ლიდერობის თვის იყო გახმოვანებული და თუ ხვიჩამ ასევე ძლიერად განაგრძო თამაში,ამგვარად მის გაკრიტიკებას,ვეღარ შეძლებს,რაც არ უნდა ირტყას მჯიღი გულში რომ გუნდის შემქნელი იგია სპალეტი.კი გუნდი მან შექმნა ,მაგრამ სკუდეტოს მოსაგებად კვარაცხელიას ნაირი ფენომენებიცაა საჭირო,ამგვარ აქსიომას კი ლუჩიანო ღრმად ვერ აცნობიერებს.
ზ.მ.
18 სექტემბერი 2022 16:48
0
ახალკაცი სხვა თემაა და ფერგიუსონიც პრინციპში, ახლა მაგხელა დროს მწვრთნელებს არავინ აძლევს. მაგათ მთლიანად კლუბი გარდაქმნეს
უვიცი
21 სექტემბერი 2022 16:04
0
ამას წინათ რომ ვთქვი, კარგი იქნება თუ ხვიჩა მეტი პასებით მოამარაგებს პარტნიორებს მეთქი, ყველამ დიზლაიქი დამიდო კომენტარზე. ახლა სპალეტიც იგივე ამბობს და ყველა ეთანხმება. ხვიჩა ძლიერი და ნიჭიერია, ეფექტურ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა მიმაჩნია, რომ მისი მარგი კოეფიციენტი ბევრად დიდი იქნება გუნდისთვის, თუ დროულ პასებს გააკეთებს. ამგვარად ის ნაკლებადაც დაიღლება და 90 წუთიც ითამაშებს.
ქართველი
15 სექტემბერი 2022 12:18
1
ეშმაკობს სპალეტი! არ უნდა რომ ხვიჩა ნამეტანი გაბლატავდეს, მაგალითად ოსიმენივით, ხვიჩას ჩარჩოში მოქცევას ცდილობს. არ დაუჯერო ხვიჩა, არ ჩახვიდე დაცვაში, ვერც იქ ივარგებ და შეტევაშიც აღარაფერი გამოგივა, მაქსიმუმ ერთი ტაიმი გაქაჩო, მერე ელმასით შეგცცლის და იმასაც არ აწყენინებს. სპალეტის ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა უნდა. მაქსიმალურად გამოგიყენოს და ყველა ათამაშოს. პირვყლ რიგში შედეგზე ფიქრობს და თავის თავზე. ვინ რამდენ ბურთს გაიტანს მაგას სულ ფეხებზე კიდია, აი შენ კი კჭირდება სტატისტიკისათვის. გუცაევს ან მესის დაცვაში რომ ერბინათ დარჩებოდნენ წიტაიშვილის დონეზე (დიდ პატივს ვცემ გიორგის). რა უნდა ბულბულს გალიაში? აკეთე ის რაც გეხერხება ხვიჩა. იფრინე მხოლოდ მეტოქის ნახევარზე და ბევრ შედევრს აჩუქებ მსოფლიოს. წარმატებები!!!
აბო
16 სექტემბერი 2022 06:53
0
მგონი ხვიჩქს კრიტიკოსები, ბოლო დროს რომ იხრჩობოდნენ, ახლა სპალეტის ნავს შეეხიზნენ, ისეთ კომენტარებს ვხედავთ. სპალეტი აშკარად გაღიზიანებულია იმით, რომ ჟურნალიტებს ხვიჩა აწერიათ პირზე. ამაში საკუთარი შრომის დაუნახაობას ხედავს. ეს იმის ნიშანია, რომ ტოპი მაინც არ არის - ანჩელოტი და კლოპი ასეთ რამეს არ იკადრებდნენ. არ შეიძლება ფეხბურთელზე თქვა, ბურთს მხოლოდ 2-ჯერ შეეხებოდაო, როცა 3-ჯერ სწორედ მან ამოიტანა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან, შეწყვიტა რა მეტოქის შეტევა, კიდევ 3-ჯერ აართვა მეტოქეს ბურთი, 10 ორთაბრძოლა მოიგო, უამრავი პასი დაარიგა და თუ 8-ჯერ დაარტყა კარისკენ, ამ დარტყმებმა მოიტანა შედეგად ნაპოლის უპირატესობა და გამარჯვების მომტანი პენალტიც. თუ ასე გაგრძელდა, დარჩება პოლიტანოს იმედად და აქოს და ადიდოს სასწაულად შესრულებული პენალტის გამო. ხვიჩას კრიტიკას ჯობია თამაში გადაახვიოს, უყუროს და მანუელ რუის ჰკითხოს - როგორ მოახერხა განაპირა მცველმა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ერთი პასიც არ მისცა თავისივე ფლანგელ შემტევს? მესმის, რომ ხვიჩაზე მცველები გადადიან და ეს სხვა ფეხბურთელებწს ხელსაყრელ პოზიციაში ტოვებს, მაგრამ ხვიჩამ ვერც მაშინ მიიღო მისგან პასი, როცა თვითონ მოიპოვა უმჯობესი პოზიციზია და ტყუილად რომ არბენინებენ პოზიციის მოსაპოვებლად, ამაზე ცუდი გუნდში არაფერი არ მოხდება არასდროს. ამას უნდა ხედავდეს მწვრთნელი და არა პოლიტანოს სასწაულ პენალტს, რომელიც სულაც არ იყო სასწაული და რომელიც სწორედ ხვიჩამ მოიპოვა.
რა გვეშველება?
16 სექტემბერი 2022 05:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული