ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე კომენტარი გააკეთა.
"კვარაცხელია? თქვენ მასზე ამბობთ, რომ ძლიერი, ძლიერი, ძლიერია. შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება, კარში ურტყამს, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს. ნდომბელეს გოლი ვინ შექმნა? ანგისამ. გოლი მისი დამსახურებაა.
"კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვას წელავს, კარისაკენ დრიბლინგს აკეთებს, ძალიან ძლიერია, მაგრამ უნდა იცოდეს, სწორი გამოსავალი როგორ მოძებნოს. პოლიტანომ გრძელი გარბენი გააკეთა, შემდეგ კი არანორმალური პენალტი გაიტანა, სუპერპენალტი. შევცვალე, რადგან ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.
ისინი განსაკუთრებულები
არიან, რათა უფრო ძლიერები გავხდეთ. თამაშს ჩვენთვის ერთი ფეხბურთელი არ იგებს, ეს თქვენთვის იგებს ერთი. თუ კიმი ყველა საჰაერო ორთაბრძოლას არ მოიგებს, თუ ლობოტკა და ანგისა ნახევარდაცვაში ბურთს ვერ გაათამაშებენ, მაშინ "კვარა" ბურთს ორჯერ შეეხება. მას აქვს ხარისხი და ალღო, ქმნის განსხვავებას, სიგიჟეს, ჯანსაღ სიგიჟეს, თუმცა გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია", - ციტირებს სპალეტის Tutto Napoli.
და მაინც გოლზე დაგეშილია კვარა და სულ გოლის გატანას ცდილობს, ალბათ იმიტომ, რომ მის გოლზე იმხელა მოლოდინია, უგოლო თამაშს არ უთვლიან კარგად ჩატარებულად. ძალიან დოდი ზეწოლაა ამ ბიჭზე, საქართველოში აღარ ვსაუბრობ, ზოგადად.
რა გოლებიც გაიტანა აქამდე ყველა ერთი მეორეზე უკეთესები იყო სილამაზით და ყველა თამაშზე ელიან რომ იგივეს გააკეთებს.
როგორც ჩანს ინდივიდუალიზმს უწუნებს მწვრთნელი და კვარას გარდაქმნა უნდა.
მერე ყველას მართლა მარტო კვარა აკერია პირზე.
მე მინდა ისეთი დარჩეს როგორიც არის, ყველა დიდი ფეხბურთელი ეგოისტობდა ყოველთვის და ამაში გასაკვირი არაფერია. პუბლიკას არანორმალურად შეუყვარდა და უფრო და უფრო მეტი სიხარულის მინიჭება უნდა გოლებით. პასუხისმგებლობას გრძნობს.
მაგიტომაც დაარტყა ამდენჯერ კარში
გუშინ მოპოვებული პენალტი წაართვეს, მწვრთნელმა გვერდით ხაზს მიაჯაჭვა, პასებს ხშირად არ აძლევდენ, სპალეტი აკრიტიკებს...
რა ხდება?
კარგი იქნება მის აგენტთან ან ვინმე ახლობელთან ინტერვიუ ყოველივე ამაზე.
რაღაც ხდება უთუოდ.
3-4 თამაშია, ნაღვლიანი მეჩვენება ჩვენი ოქროს ბიჭი.
"ნაპოლის" ვეტერანების ნაწილს, ბუნებრივია, შურს ხვიჩასი, მაგრამ იქნებ კიდევ სხვა მიზეზიცაა...