ვინ, თუ არა ხვიჩა? - უეფამ ქართველი საუკეთესოდ აღიარა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "აიაქსთან" საკუთარ მოედანზე მოგებულ მატჩში (4:2) "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და როდესაც 77-ე წუთზე შეცვალეს, გულშემატკივრები ფეხზე წამოდგნენ და მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს.

ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 13 შეხვედრაში 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

უეფას ექსპერტთა ჯგუფმა დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი აღიარა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
როგორ მინდა ეგ სიხარული დიდხანს გაგრძელდეს.
ჩემთვის სტრესული სამსახურის და დამღლელი დღის მერე ერთგვარი თერაპიაა, ალბათ რამდენია ასე, ჩემსავით. ყოველ თამაშს როგორ ველოდებით.
უზომოდ მიხარია
Spain
01:04 13-10-2022
1
ამ შეხვედრაში გამოჩნდა ხვიჩას ფაქტორი და ვფიქრობ პირველად ინანა სპალეტიმ ხვიჩას გაყვანა საერთოდ მოიშალა გუნდი რომ არა აიაქსის მცველის უხეში შეცდომა გაუშვებდა ნაწილი გოლს.ამ თამაშმა გამახსენა დელპიეროს იუვენტუსი მასთან ერთად და მის გარეშე ასეა დღევანდელი ნაპოლი.ორ თვეში გუნდის აშკარა ლიდერი გახდა არ მახსენდება ან თუ არის ფეხბურთის ისტორიაში ასეთი ალბას ერთ ხელზე ჩამოსათვლელი

ზვიადი
02:04 13-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული