სტუმართა გუნდის მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და კომპენსირებულ დროში ისკოსთან უხეშობის გამო გააძევეს.
ისკომ ანდალუსიურ გუნდში პირველად დალაშქრა მეტოქეთა კარი.
„კოპენჰაგენს“ მიმდინარე ტურნირზე გოლი არ გაუტანია, 2 ქულით აუტსაიდერია და 3 ნოემბერს, ბოლო ტურში, „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.
სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - კოპენჰაგენი 3:0
გოლები: 1:0 ელ-ნესირი (61), 2:0 ისკო (88), 3:0 მონტიელი (90+4)
გაძევება: ხოჭოლავა (90+5)