კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ "ნაპოლიმ" "ენფილდზე" ორი გოლი გაუშვა და სეზონში პირველად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულთან“ 0:2 დამარცხდა, თუმცა ნეაპოლურმა გუნდმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ხვიჩა კვარაცხელია ურიგოდ არ გაისარჯა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

დებიუტში მასპინძლებმა შეუტიეს, ჯონსმა შანსი ვერ გამოიყენა, საპასუხო იერიშისას კონატემ საჯარიმოში კვარაცხელიას ხელი ჰკრა და წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. აქედან მოყოლებული, თამაში დაწყნარდა, უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობდა. 30-ე წუთზე „ლივერპულს“ ჰქონდა მომენტი, როდესაც ალკანტარას გატანა მერეტმა არ დაანება.

მიუხედავად იმისა, რომ კლოპის გუნდს ჯგუფში პირველ
ადგილზე გასასვლელად დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, წინ დიდი ძალებით არ მიდიოდა. 53-ე წუთზე საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთს ოსტიგორმა თავით ალისონის კარში მიუჩინა ადგილი, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ ოსიმენმა ხვიჩას პასი გაუკეთა, მის დარტყმულ ბურთს კი ალეკსანდერ-არნოლდისგან რიკოშეტით მეკარე დაეუფლა. 82-ე წუთზე ქართველი შეცვალეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"ნაპოლიმ" ამ სეზონში პირველი მარცხი განიცადა და შეწყდა მისი გამარჯვებათა 13-მატჩიანი სერია. შემდეგ შეხვედრას ნეაპოლელები 5 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტასთან" გამართავენ.

ლივერპული. "ენფილდი". 50 077 მაყურებელი
ლივერპული - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (85), 2:0 ნუნიესი (90+10)

მკითხველის კომენტარები / 61 /
წაგებას ყოველთვის აქვს მიზეზი, მაგრამ არ ისეთი სისულელე, როგორც ზოგი წერს, რომ ვითომ ხვიჩას შეცვლის შემდეგ წააგო გუნდმა.ესეთი ხალხი ალბათ შელოცვებსაც აღიარებს თუ გამოლოცვებს. არ ვიცი სწორი როგორაა. მე არ გამიკვირდა წაგება. ბოლო ბოლო ლივერპულია და სახლში თამაშობდა. ყველა თამაშს ხომ ვერ მოიგებს გუნდი
დავით67
02 ნოემბერი 2022 04:51
35
83-ე წუთზე შეცვალეს ხვიჩა და 85-ზე გაიტანეს პირველი გოლი. მისი შეცვლის შემდეგ არ გამოდის აბა გოლის გაშვება?
რაჟა
02 ნოემბერი 2022 10:05
2
რაჟა-ს! და ამის გამო წააგო ნაპოლიმ?
დავით67
02 ნოემბერი 2022 16:29
1
ერთიც საინტერესოა ძალიან - რატომ ვერ ვიხილეთ ამ შეხვეფრაში კვარას საფირმო გადაფრენა მარჯვენა ფლანგზე, როცა ეს იმდენად მოულოდნელია ხოლმე, რომ მარცხენა ფლანგზე მიმაგრებული მცველები ვერ ბედავენ თუ ვერ ასწრებენ უკან გამოდევნებას?!... იქნება, იმ ქართველმა ჟურნალისტმა გოგონამ მიაწოდოს ეს შეკითხვა სპალეტის - მისი აკრძალვა იყო თუ ხვიჩას დაავიწყდა, რომ მარჯვნიდანაც შეუძლია ფეხბურთის თამაში?!...
ვოოტ
02 ნოემბერი 2022 03:33
3
არაუშავს. მთავარია სერია ა ში მოიგონ ატალანთასთან. ეგ თამაში იქნება აი ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი ნაპოლისთვის,მაგრამ რთული იქნება ამიტომ ბოლომდე უნდა შეაკლან ბერგამოში თავი.
ქართველი
02 ნოემბერი 2022 02:41
1
დასახული მიზნის მინიმუმი ორივე გუნდმა შეასრულა. ორივე ბურთი მეკარის ბრალი იყო, მეკარის მოედანში ჩაგდებულ ბურთზე მეკარე უნდა გამოვიდეს და ბურთი მუშტებით მაინც მოიგერიოს. კვარა როცა მოედანზეა გუნდი სხვა ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ არ უნდა შეეცვალა თუ გამარჯვებაზე ან ფრეზე თამაშობდა სპალეტი.
ჟორა გაბრიჭიძე
02 ნოემბერი 2022 09:11
1
4:1 უშანსოდ მოუგეს მარადონაზე და კიდე რო ერთ ამბავში არიან ლივერპულის ფანები, აბა რა ეგონათო, მაგრად მეცინებააა :))
ნაპოლი მაინც პირველი ადგილით გადიოდა ჯგუფიდან.
მოგება კარგი იქნებოდა მარა სადღაც ხო უნდა შეწყვეტილიყო ეგ წაუგებელი სერია.
ისე ამ თამაშის მოგებაც სრულიად ჩვეულებრივად შეეძლოთ.

Thomas
02 ნოემბერი 2022 02:19
1
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ყველაზე მეტად ამ წაგებულმა თამაშმა აჩვენა რა დიდი პოტენციის გუნდია "ნაპოლი".ამ პოტენციას მალე საკუთარ ტყავზე გამოცდის "ატლანტა".ძალიან სასიხარულოა,რომ ჩვენი ვარსკვლავ ბიჭუნა,გამარჯვებების გზაზე დამდგარი გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია.
ენძო
02 ნოემბერი 2022 08:06
2
ხალხნო რად უნდა ამდენი გარჩევა და ნერვიულობა.. წააგეს და მორჩა, ნახეთ სოციალური ქსელები თვითონ ნეაპოლის გულშემატკივრებიც ძაან წყნარად და ღირსეულად შეხვდენ ამ მარცხს.. მშვენივრად იციან რომ წაგება ოდესღაც გარდაუვალი იქნებოდა და ჯობდა ამ არაფრის მომცემ მატჩში და გრანდთან წაეგოთ.. ასე რომ წინ უფრო მნიშვნელოვანი მატჩებია.. ფორცა ნაპოლი, ფორცა კვარა
papai
02 ნოემბერი 2022 12:14
0
Სად ათამაშა კვარა ამ მართლა მატრაკვეცამ?რა ექსპლუატაციას უწევს ხვიჩას, ესე აქტიურად დაცვაში რომ აძალებს თამაშს,ამით ხომ შეტევის პოტენციალს ამცირებს, ვეღარ ასწრებდა ბიჭი შეტევაში გადასვლას, თან მკაცრად მარცხენა ფლანგზე, მარჯვენა ფლანგზე არცერთხელ არ გადასულა, არც ცენტრში ე.ი.აუკრძალა და შებოჭა ხვიჩა სპალეტიმ. Არ ათამაშა ბიჭს ფეხბურთი, ოსიმენსს ყარაულის თოფივით კიდევ გაუვარდება და გოლს გაიტანსო...იგივეს ვიტყვი ლობოტკაზე, თან მთელი შავი სამუშაო შეასრულებინა და ისე დაღალა ორივე, რომ შეცვლა მოუწია და ქეც გაურჭეს ეგრევე ორი გოლი, იმენნა სპალეტი! Ეს რა უტვინო ყოფილა, არ მეგონა, იმედია მიხვდება რა უმძიმესი შეცდომები დაუშვა ტაქტიკაში,რასაც კლოპის ლივერპული, სალახის თამადობით არავის პატიობს.
დავითი
02 ნოემბერი 2022 02:40
17
სპალეტი ბევრის უფლებას აძლევს თავს და წაიმტვრევს ცხვირს. მთავარი მიზეზი ნაპოლის წარმატების არის კვარაცხელია.
დავიდ
02 ნოემბერი 2022 02:20
25
ლობოტკა არ დაგავიწყდეთ
David
02 ნოემბერი 2022 02:31
0
რომ სწერთ პენალტი არ იყოო, ყურადღებით დააკვირდით განმეორებას, დამცველმა შეუნიღბავად, ძლიერად ჰკრა ხელი.

ხვიჩა ნამდვილად არ არის სიმულიანტი
სამართალი
02 ნოემბერი 2022 13:23
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული