კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ "ნაპოლიმ" "ენფილდზე" ორი გოლი გაუშვა და სეზონში პირველად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულთან“ 0:2 დამარცხდა, თუმცა ნეაპოლურმა გუნდმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ხვიჩა კვარაცხელია ურიგოდ არ გაისარჯა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

დებიუტში მასპინძლებმა შეუტიეს, ჯონსმა შანსი ვერ გამოიყენა, საპასუხო იერიშისას კონატემ საჯარიმოში კვარაცხელიას ხელი ჰკრა და წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. აქედან მოყოლებული, თამაში დაწყნარდა, უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობდა. 30-ე წუთზე „ლივერპულს“ ჰქონდა მომენტი, როდესაც ალკანტარას გატანა მერეტმა არ დაანება.

მიუხედავად იმისა, რომ კლოპის გუნდს ჯგუფში პირველ
ადგილზე გასასვლელად დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, წინ დიდი ძალებით არ მიდიოდა. 53-ე წუთზე საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთს ოსტიგორმა თავით ალისონის კარში მიუჩინა ადგილი, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ ოსიმენმა ხვიჩას პასი გაუკეთა, მის დარტყმულ ბურთს კი ალეკსანდერ-არნოლდისგან რიკოშეტით მეკარე დაეუფლა. 82-ე წუთზე ქართველი შეცვალეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"ნაპოლიმ" ამ სეზონში პირველი მარცხი განიცადა და შეწყდა მისი გამარჯვებათა 13-მატჩიანი სერია. შემდეგ შეხვედრას ნეაპოლელები 5 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტასთან" გამართავენ.

ლივერპული. "ენფილდი". 50 077 მაყურებელი
ლივერპული - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (85), 2:0 ნუნიესი (90+10)

მკითხველის კომენტარები / 61 /
კვარას შეცვლა იყო სპალეტის რაღაც უაზრო პაკაზუხობა და მატრაკვეცობა. სრულიად ლოგიკურად მიიღო გოლი ნაპოლიმ. როგორ შეიძლებოდა, ცხადია იყო სრულიად, რომ გუნდი გადავიდოდა შეტევაზე, წნეხი მოიხსნა სრულად. სპალეტიმ იცის ასეთი უაზრო ამბები და იმედია მიხვდები მის დიდ შეცდომას! უაზროდ გაუფუჭა კაცს მოგებული სერია
კაპიტან გარდენბურგი
02 ნოემბერი 2022 02:06
1
შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ ბევრს, მაგრამ ხვიჩა ნაპოლისთვის არის ერთგვარი თილისმა. არ იქნება ხვიჩა?-არ იქნება მოგება. წერტილი.
ლაშა-გიორგი
02 ნოემბერი 2022 02:18
0
თილისმა თუა, მხოლოდ იმიტომ, რომ მაგარია... ასე, რომ ჯერ მაგარია და მერე თუ გინდა, თილისმა დაარქვი და თუ გინდა სიმბოლო, არც ერთი გვეწყინება...
დდდ
02 ნოემბერი 2022 03:14
0
უსწრაფესი და უძლიერესი იყო ხვიჩა. შორი პასებიც რა ზუსტი ჰქონდა. დაცვაშიც მაგრად დაეხმარა. ყველაფერჩიკი იყო.

ყველა ვთანხმდებით მგონი, რომ ხვიჩას გაყვანით წააგო სპალეტიმ. იმედია, სპალეტიც ხვდება.

რაც შეეხება კარში დარტყმებს, 1 ფეხბურთელი მაინც იცით, არაზუსტად რომ არ დაურტყამს კარისკენ?
ძაან კაია რომ ცდილობდა და თავის თავზე იღებდა. შემდეგში გამოუვა.
Charley
02 ნოემბერი 2022 03:13
7
წარმოდგენა არ გაქვს ფეხბურთზე, ელმასი რა ნაკლებად თამაშობდა?
ზურა
02 ნოემბერი 2022 12:30
15
ვერ ვინელებ რომ ნაღდი პენალტი არ მოგვცეს,სპალეტი მართლაც შეცდა ამ შემთხვევაში ხვიჩას გაყვანით… დღეს ნაპოლის მაინც არ ეკუთვნოდა წაგება,არანაირად არ ქონდა ლივერპულს უპირატესობა.ოლივერამ სასწაულად ითამაშა.თუ კი უნდა წაგვეგო მაინც ჯობდა დღეს წაგვეგო(ბოლო იყოს) პირველ ადგილზე ვრჩებით,ყველაფერი კარგადაა!!! ჩვენს ვარსკვლავს წარმატებები და წინსვლა!!! უფალი ფარავდეს!!! შევხვდებით შაბათს და მოგილოცავთ გამარჯვებას!!! ნახვამდის…
გულშემატკივარი
02 ნოემბერი 2022 02:17
1
ვერ დაგეთანხმები! ნამდვილად იყო პენალტი,ეს არ იყო მხრით კონტაქტი,ზურგზე შეეხო ხელით!განმეორებაზე კარგად ჩანდა და ამას მხოლოდ მე არ ვამტკიცებ რათქმაუნდა.თუმცა არანაირი აზრი არა აქვს ახლა ამის განხილვას,სამწუხაროაა,თამაში სხვაგვარად განვითარდებოდა…
ჩელეს-გულშემატკივარი
02 ნოემბერი 2022 09:57
2
არავითარი პენალის მსგავსი არაფერი ყოფილა, ვარ-ზე გადამოწმების ღირსადაც არ ჩაუთვლია არც ერთ მსაჯს. წასაგები თამაში რომ არ იყო, მაგაში გეთანხმები.
ჩელე
02 ნოემბერი 2022 02:57
20
ლივერპულს დამსახურებულად ნამდვილად არ მოუგია, თუმცა ნაპოლიმ აბსოლუტურად დამსახურებულად წააგო... ბავშვისთვისაც კი გასაგებია, რომ სპალეტის მხრიდან ხვიჩას შეცვლას უფრო იდეურ-აღმზრდელობითი (დდდ) ხასიათი ჰქონდა, ვინემ ტაქტიკურ-სტრსტეგიულ-არიქაკვარასმოსაფრთხილებელი... ხვიჩას დასჯის ნაცვლად კი დასჯილი ნაპოლი დარჩა... ჩვენ ვნახეთ დამარცხებული ნაპოლი, მაგრამ არ გვინახავს დამარცხებული ხვიჩა, თუმცა წაუგებელი სერია ორივეს გაუფუჭდა და სპალეტის თამამად შეუძლია ეს წაგება საკუთარი გუნდურობის პრინციპის სამსხვერპლოზე შეწირულ ზვარაკად განიხილოს. შესაძლოა, ხვიჩამ რამდენჯერმე მართლა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო, როცა კარში დაარტყა ( კომბინაციურად არაფერი გამოსდიოდათ), მაგრამ ის ერთადერთი იყო, ვინც რეალურ ხიფათს და დაძაბულობას ქმნიდა, შეტევის რიტმს და რაც მთავარია, ნაპოლისთვის სასურველ ტემპს აკონტროლებდა.. ელმასი რომ არაფრის ( ნუ, ვერაფრის) გამკეთებელი იყო, ყველაზე უკეთ სპალეტიმ იცოდა, მაგრამ მაინც შეგნებულად გაყო მატჩი ორ ნაწილად - კვარათი, რომელშიც ნაპოლი დომინირებდა და კვარას გარეშე, რომელშიც ლივერპულმა იმხელა უპირატესობა მოიპოვა, რომ ცოტა დააკლდა პირველ ადგილამდე... კარგი ის არის, რომ სპალეტი მოაზროვნე მწვრთნელია და სიჯიუტის მიუხედავად, იმედია, სამომავლოდ მაინც სწორ დასკვნებს გააკეთებს, მაგრამ უფრო ცუდი კი ის გახლავთ, რომ სენიორ პრინციპულობამ საკუთარი გუნდის მომავალ მეტოქეებს თვალნათლივ დაანახა, რომ ნაპოლის დამარცხება ისეთი სანახევროდ გამართული გუნდითაც შეიძლება, როგორიც დღევანდელი ლივერპული გახლავთ...
ვოოტ
02 ნოემბერი 2022 02:40
6
ხვიჩას თამაშს ეტყობოდა,რომ ძალიან უნდოდა გოლის გატანა და ამიტომაც ცდებოდა ზოგჯერ,მაგრამ მაინც კარგად ითამაშა.რამოდენიმეჯერ კარგადაც "აჭამა" ლივერპულის ვარსკვლავებს.
მერა
02 ნოემბერი 2022 03:08
1
სამი კაცი ყავდა დაბმული და ვაში კვარას. როგორც კი გაიყვანეს კლოპმა შეცვალა ფერნანდო და დანარჩენი ორი მცველი წინ წავიდა. ანუ ლივერპული გადავუდა მასირებულ შეტევაზე
Lasha
02 ნოემბერი 2022 02:17
0
ბევრჯერ აღვნიშნეთ ხვიჩას ფაქტორი და ამას მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელებიც არ უარყოფენ - ხვიჩა ორ-სამ ფეხბურთელს „იჭერს“ და მისი მოედანზე ყოფნა მეტოქის დაცვას წნეხში ამყოფებს. როგორც კი ხვიჩა გაიყვანა სპალეტიმ ლივერპული მასირებულ შეტევაზე გადავიდა. გოლის გატანის დროს მარტო ნაპოლის საჯარიმოში 7 ლივერპულელი იყო.
სახიფათო მომენტებს ძირითადად ხვიჩა ქმნიდა და კარსაც ყველაზე მეტად ის დაემუქრა. მართალია დღეს ისეთი ეფექტური ვერ იყო, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ მის მიმართ ყურადღება და მეურვეობა უფრო გაიზრდება, ამან სხვა ფეხბურთელებს უნდა გაუხსნას გზა, რომლებიც, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა აღვნიშნოთ, რომ ისეთი შემქმნელები არ არიან, როგორიც ჩვენი ხიჩაა.
მე ვთვლი რომ პენალტი იყო, იმიტომ რომ კონატე მარტო კი არ დაეჯახა, არამედ ზურგზე ხელი მიაყოლა. ზოგი მსაჯი იმ პენალს დანიშნავდა, ზოგი არა, ამიტომ ვარზე უნდა გასინჯულიყო და მერე გამოეტანათ განაჩენი.
ჩემი აზრით, სპალეტის ხვიჩა ძაან ღრმა დაცვაში არ უნდა ჩამოყავდეს. ამას დიდი ფიზიკური მომზადება ჭირდება და ჯერ-ჯერობით ხვიჩა ამისთვის მზად არ არის და მეორე, ამით მოულოდნელობის ეფექტი იკარგება. ჯობია მაინც დაცვის წინა ხაზზე დარჩეს და მეტი ენერგია დარჩეს შეტევის სწრაფად გასაგრძელებლად. ცხადია, სპალეტის ჭკუას არავინ ასწავლის, მაგრამ დიდ გუნდებთან შეხვედრაში უკეთ ჩანს ზოგი ხარვეზი.
თუმცა ამ წაგებით გუნდს მარტო სტატისტიკა გაუფუჭდა და მეტი არაფერი. ამასთანავე, სპალეტიმ კიდევ ერთხელ უკეთ დაინახა ხვიჩას მნიშვნელობა და მან უკეთ იცის, სტატისტიკა ჯობს, ფეხბურთელის ჯანმრთელობის გაფრთხილება თუ შეცვლების განხორციელება.
და ბოლოს, ჩვენ აზრის თავისუფლად გამოთქმის ეპოქაში ვცხოვრობთ, ყველას შეუძლია სხვა გააკრიტიკოს და არგუმენტირებულად დაასაბუთოს, მაგრამ ეს ზრდილობის ნორმებს არ უნდა გასცდეს. არ შეიძლება შენთვის მიუღებელ აზრს ეგერევე სულელური უწოდო და ხალხს ამით შეურაცყოფა მიაყენო. ამისათვის ლაიქ-დისლაიქი არსებობს. მე პირიქით ის მიმაჩნია სისულელედ და სიბრიყვედ, როცა შენი შეხედულება ერთადერთად და განუმეორებლად მიგაჩნია.
თენგაბი
02 ნოემბერი 2022 07:51
4
მთავარია კვარას არ წაუგია ბოლო-ბოლო.ის ხომ არ იყო მოედანზე როცა გოლები გავიდა
კახა ქ.
02 ნოემბერი 2022 02:41
3
სპალეტიმ დჹეს მაგრად ჭამა ხვიჩას გაყვანით ლივერპულის მთელი მარჯვენა ფრთა ყავდა დაბმული საჯარიმოსთან გაყვანიდან ეგრევე აიწვიტეს და მაგ ფლანგელებმა გაიტანეს და კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნეს და კიდევ გაყვანა თუ უნდოდა და დასვენება უფრო ადრე უნდა გაეყვანა იმედია ესე აგარ მიქარავს კარგი მწვრთნელია წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის
იოსებ
02 ნოემბერი 2022 02:55
5
უფრო ემოციური გადაწყვეტილება მგონია ხვიჩას გაყვანა, ვიდრე გააზრებული - ბოლო კარში დარტყმის გამო გამოცვალა აშკარად. იმ მომენტში არ უნდა დაერტყა ხვიჩას, სამი კაცი ფეხზე აჯდა და პრაქტიკულად კარში ბურთის წასვლის ტრაექტორია არც არსებობდა და ამ დროს ორი კაცი ეხსნებოდა - ჯერ ოსიმენის ერთი ერთზე დატოვება შეეძლო, შემდეგ ლოსანოსი. თუმცა ეს ყველაფერი ერთ წამში მოხდა და ადამიანია, რობოტი ხომ არა - დარწმუნებული ვარ, დღეს სპალეტი ნანობს კიდეც მის გაყვანას, მაგრამ სამომავლოდ ხვიჩასთვის ასე ჯობია ალბათ, სპორტული ეგოიზმი რაციონალურობით უნდა დახვეწოს და დროთა განმავლობაში ბევრად უფრო ძლიერი გახდება გამოცდილებასთან ერთად.
დათა თუთაშხია
02 ნოემბერი 2022 11:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული