ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულთან“ 0:2 დამარცხდა, თუმცა ნეაპოლურმა გუნდმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ხვიჩა კვარაცხელია ურიგოდ არ გაისარჯა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.
დებიუტში მასპინძლებმა შეუტიეს, ჯონსმა შანსი ვერ გამოიყენა, საპასუხო იერიშისას კონატემ საჯარიმოში კვარაცხელიას ხელი ჰკრა და წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. აქედან მოყოლებული, თამაში დაწყნარდა, უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობდა. 30-ე წუთზე „ლივერპულს“ ჰქონდა მომენტი, როდესაც ალკანტარას გატანა მერეტმა არ დაანება.
მიუხედავად იმისა, რომ კლოპის გუნდს ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, წინ დიდი ძალებით არ მიდიოდა. 53-ე წუთზე საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთს ოსტიგორმა თავით ალისონის კარში მიუჩინა ადგილი, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ ოსიმენმა ხვიჩას პასი გაუკეთა, მის დარტყმულ ბურთს კი ალეკსანდერ-არნოლდისგან რიკოშეტით მეკარე დაეუფლა. 82-ე წუთზე ქართველი შეცვალეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.
"ნაპოლიმ" ამ სეზონში პირველი მარცხი განიცადა და შეწყდა მისი გამარჯვებათა 13-მატჩიანი სერია. შემდეგ შეხვედრას ნეაპოლელები 5 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტასთან" გამართავენ.
ლივერპული - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (85), 2:0 ნუნიესი (90+10)
ყველა ვთანხმდებით მგონი, რომ ხვიჩას გაყვანით წააგო სპალეტიმ. იმედია, სპალეტიც ხვდება.
რაც შეეხება კარში დარტყმებს, 1 ფეხბურთელი მაინც იცით, არაზუსტად რომ არ დაურტყამს კარისკენ?
ძაან კაია რომ ცდილობდა და თავის თავზე იღებდა. შემდეგში გამოუვა.
სახიფათო მომენტებს ძირითადად ხვიჩა ქმნიდა და კარსაც ყველაზე მეტად ის დაემუქრა. მართალია დღეს ისეთი ეფექტური ვერ იყო, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ მის მიმართ ყურადღება და მეურვეობა უფრო გაიზრდება, ამან სხვა ფეხბურთელებს უნდა გაუხსნას გზა, რომლებიც, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა აღვნიშნოთ, რომ ისეთი შემქმნელები არ არიან, როგორიც ჩვენი ხიჩაა.
მე ვთვლი რომ პენალტი იყო, იმიტომ რომ კონატე მარტო კი არ დაეჯახა, არამედ ზურგზე ხელი მიაყოლა. ზოგი მსაჯი იმ პენალს დანიშნავდა, ზოგი არა, ამიტომ ვარზე უნდა გასინჯულიყო და მერე გამოეტანათ განაჩენი.
ჩემი აზრით, სპალეტის ხვიჩა ძაან ღრმა დაცვაში არ უნდა ჩამოყავდეს. ამას დიდი ფიზიკური მომზადება ჭირდება და ჯერ-ჯერობით ხვიჩა ამისთვის მზად არ არის და მეორე, ამით მოულოდნელობის ეფექტი იკარგება. ჯობია მაინც დაცვის წინა ხაზზე დარჩეს და მეტი ენერგია დარჩეს შეტევის სწრაფად გასაგრძელებლად. ცხადია, სპალეტის ჭკუას არავინ ასწავლის, მაგრამ დიდ გუნდებთან შეხვედრაში უკეთ ჩანს ზოგი ხარვეზი.
თუმცა ამ წაგებით გუნდს მარტო სტატისტიკა გაუფუჭდა და მეტი არაფერი. ამასთანავე, სპალეტიმ კიდევ ერთხელ უკეთ დაინახა ხვიჩას მნიშვნელობა და მან უკეთ იცის, სტატისტიკა ჯობს, ფეხბურთელის ჯანმრთელობის გაფრთხილება თუ შეცვლების განხორციელება.
და ბოლოს, ჩვენ აზრის თავისუფლად გამოთქმის ეპოქაში ვცხოვრობთ, ყველას შეუძლია სხვა გააკრიტიკოს და არგუმენტირებულად დაასაბუთოს, მაგრამ ეს ზრდილობის ნორმებს არ უნდა გასცდეს. არ შეიძლება შენთვის მიუღებელ აზრს ეგერევე სულელური უწოდო და ხალხს ამით შეურაცყოფა მიაყენო. ამისათვის ლაიქ-დისლაიქი არსებობს. მე პირიქით ის მიმაჩნია სისულელედ და სიბრიყვედ, როცა შენი შეხედულება ერთადერთად და განუმეორებლად მიგაჩნია.