კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ "ნაპოლიმ" "ენფილდზე" ორი გოლი გაუშვა და სეზონში პირველად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულთან“ 0:2 დამარცხდა, თუმცა ნეაპოლურმა გუნდმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ხვიჩა კვარაცხელია ურიგოდ არ გაისარჯა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

დებიუტში მასპინძლებმა შეუტიეს, ჯონსმა შანსი ვერ გამოიყენა, საპასუხო იერიშისას კონატემ საჯარიმოში კვარაცხელიას ხელი ჰკრა და წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. აქედან მოყოლებული, თამაში დაწყნარდა, უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობდა. 30-ე წუთზე „ლივერპულს“ ჰქონდა მომენტი, როდესაც ალკანტარას გატანა მერეტმა არ დაანება.

მიუხედავად იმისა, რომ კლოპის გუნდს ჯგუფში პირველ
ადგილზე გასასვლელად დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, წინ დიდი ძალებით არ მიდიოდა. 53-ე წუთზე საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთს ოსტიგორმა თავით ალისონის კარში მიუჩინა ადგილი, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ ოსიმენმა ხვიჩას პასი გაუკეთა, მის დარტყმულ ბურთს კი ალეკსანდერ-არნოლდისგან რიკოშეტით მეკარე დაეუფლა. 82-ე წუთზე ქართველი შეცვალეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"ნაპოლიმ" ამ სეზონში პირველი მარცხი განიცადა და შეწყდა მისი გამარჯვებათა 13-მატჩიანი სერია. შემდეგ შეხვედრას ნეაპოლელები 5 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტასთან" გამართავენ.

ლივერპული. "ენფილდი". 50 077 მაყურებელი
ლივერპული - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (85), 2:0 ნუნიესი (90+10)

მკითხველის კომენტარები / 61 /
Aset tamashebshi modis gamocdileba rac kvaras ar aqvs jer,momavalshi ufro solidur tamashebs achvenebs,ise dges marto flangze iko miwepebuli arafrit shevida centrisken an marjvena frtaze,albat davaleba iko maseti,ise politano ra tkvila kavt da elmasi xom saertod ver mivxdi ras tamashobs?erti mokle uazro arafrismomcemi pasis gaketeba icis swrafad da mand morchaa...
Givi
02 ნოემბერი 2022 09:16
3
დასახული მიზნის მინიმუმი ორივე გუნდმა შეასრულა. ორივე ბურთი მეკარის ბრალი იყო, მეკარის მოედანში ჩაგდებულ ბურთზე მეკარე უნდა გამოვიდეს და ბურთი მუშტებით მაინც მოიგერიოს. კვარა როცა მოედანზეა გუნდი სხვა ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ არ უნდა შეეცვალა თუ გამარჯვებაზე ან ფრეზე თამაშობდა სპალეტი.
ჟორა გაბრიჭიძე
02 ნოემბერი 2022 09:11
1
გუშინ ვერ მოვახერხე თამაშის ყურება და ვიფიქრე შევალ საიტზე პირდაპირ კომენტარებიდან გავიგებ თამაშის ხასიათს მეთქი, მარა აქ კომენტარები დამხვდა ვატყობ ზოგიერთი ძალიან შორს ხართ საფეხბურთო ნიუანსების ცოდნისგან. პირველ რიგში ერთგვარი წნეხისგან განთავისუფლებაა ნაპოლისთვის ის , რომ დაუმარცხებელი სერია შეწყდა მაშინ, როცა ფრეც კი არაფერს ცვლიდა ამ გუნდისთვის. ვნახე შემდეგ ასევე თამაში და უმოტივაციო გუნდმა მოტივირებულ ლივერპულს ისე ეთაშა , რომ ქების გარდა არაფერი ეკუთვნის, კვარა უდაოდ თამაშიდან თამაშამდე იზრდება, მაგრამ ნაპოლის დანახვა მარტო კვარაცხელიას კუთხიდან ვინც ცდილობთ და ფიქრობთ , რომ კვარა, რომ არა ეს გუნდი გუნდი არაა ეგ ხალხი ცალკე ფორუმად , რომ ჩამოყალიბდეთ ჯობია და რამე არაგუნდურ სპორტზე ისაუბროთ , მაგალითად ჭიდაობაზე. ასევე სპალეტის ვინც აკრიტიკებთ , ვფიქრობ , რომ იმსახურებთ მთელი ცხოვრება გეგუჩაძის გაწვრთნილ გუნდების თამაშს უყუროთ.
თორელი
02 ნოემბერი 2022 08:06
15
100000%-ით გეთანხმები
Superman
02 ნოემბერი 2022 15:27
1
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ყველაზე მეტად ამ წაგებულმა თამაშმა აჩვენა რა დიდი პოტენციის გუნდია "ნაპოლი".ამ პოტენციას მალე საკუთარ ტყავზე გამოცდის "ატლანტა".ძალიან სასიხარულოა,რომ ჩვენი ვარსკვლავ ბიჭუნა,გამარჯვებების გზაზე დამდგარი გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია.
ენძო
02 ნოემბერი 2022 08:06
2
ბევრჯერ აღვნიშნეთ ხვიჩას ფაქტორი და ამას მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელებიც არ უარყოფენ - ხვიჩა ორ-სამ ფეხბურთელს „იჭერს“ და მისი მოედანზე ყოფნა მეტოქის დაცვას წნეხში ამყოფებს. როგორც კი ხვიჩა გაიყვანა სპალეტიმ ლივერპული მასირებულ შეტევაზე გადავიდა. გოლის გატანის დროს მარტო ნაპოლის საჯარიმოში 7 ლივერპულელი იყო.
სახიფათო მომენტებს ძირითადად ხვიჩა ქმნიდა და კარსაც ყველაზე მეტად ის დაემუქრა. მართალია დღეს ისეთი ეფექტური ვერ იყო, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ მის მიმართ ყურადღება და მეურვეობა უფრო გაიზრდება, ამან სხვა ფეხბურთელებს უნდა გაუხსნას გზა, რომლებიც, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა აღვნიშნოთ, რომ ისეთი შემქმნელები არ არიან, როგორიც ჩვენი ხიჩაა.
მე ვთვლი რომ პენალტი იყო, იმიტომ რომ კონატე მარტო კი არ დაეჯახა, არამედ ზურგზე ხელი მიაყოლა. ზოგი მსაჯი იმ პენალს დანიშნავდა, ზოგი არა, ამიტომ ვარზე უნდა გასინჯულიყო და მერე გამოეტანათ განაჩენი.
ჩემი აზრით, სპალეტის ხვიჩა ძაან ღრმა დაცვაში არ უნდა ჩამოყავდეს. ამას დიდი ფიზიკური მომზადება ჭირდება და ჯერ-ჯერობით ხვიჩა ამისთვის მზად არ არის და მეორე, ამით მოულოდნელობის ეფექტი იკარგება. ჯობია მაინც დაცვის წინა ხაზზე დარჩეს და მეტი ენერგია დარჩეს შეტევის სწრაფად გასაგრძელებლად. ცხადია, სპალეტის ჭკუას არავინ ასწავლის, მაგრამ დიდ გუნდებთან შეხვედრაში უკეთ ჩანს ზოგი ხარვეზი.
თუმცა ამ წაგებით გუნდს მარტო სტატისტიკა გაუფუჭდა და მეტი არაფერი. ამასთანავე, სპალეტიმ კიდევ ერთხელ უკეთ დაინახა ხვიჩას მნიშვნელობა და მან უკეთ იცის, სტატისტიკა ჯობს, ფეხბურთელის ჯანმრთელობის გაფრთხილება თუ შეცვლების განხორციელება.
და ბოლოს, ჩვენ აზრის თავისუფლად გამოთქმის ეპოქაში ვცხოვრობთ, ყველას შეუძლია სხვა გააკრიტიკოს და არგუმენტირებულად დაასაბუთოს, მაგრამ ეს ზრდილობის ნორმებს არ უნდა გასცდეს. არ შეიძლება შენთვის მიუღებელ აზრს ეგერევე სულელური უწოდო და ხალხს ამით შეურაცყოფა მიაყენო. ამისათვის ლაიქ-დისლაიქი არსებობს. მე პირიქით ის მიმაჩნია სისულელედ და სიბრიყვედ, როცა შენი შეხედულება ერთადერთად და განუმეორებლად მიგაჩნია.
თენგაბი
02 ნოემბერი 2022 07:51
4
ცუდია, მაგრამ დროული. შემდეგ იწყება უფრო რთული და მნიშვნელოვანი თამაშები.
წარმატებები ჩვენს ბრილიანტს.
100%
02 ნოემბერი 2022 07:35
0
წაგებას ყოველთვის აქვს მიზეზი, მაგრამ არ ისეთი სისულელე, როგორც ზოგი წერს, რომ ვითომ ხვიჩას შეცვლის შემდეგ წააგო გუნდმა.ესეთი ხალხი ალბათ შელოცვებსაც აღიარებს თუ გამოლოცვებს. არ ვიცი სწორი როგორაა. მე არ გამიკვირდა წაგება. ბოლო ბოლო ლივერპულია და სახლში თამაშობდა. ყველა თამაშს ხომ ვერ მოიგებს გუნდი
დავით67
02 ნოემბერი 2022 04:51
35
რაჟა-ს! და ამის გამო წააგო ნაპოლიმ?
დავით67
02 ნოემბერი 2022 16:29
1
83-ე წუთზე შეცვალეს ხვიჩა და 85-ზე გაიტანეს პირველი გოლი. მისი შეცვლის შემდეგ არ გამოდის აბა გოლის გაშვება?
რაჟა
02 ნოემბერი 2022 10:05
2
თამაშს იგებს გატანილი გოლი და არა რამდენს "აჭმევ" მოწინააღმდეგეს
მერა-ს
02 ნოემბერი 2022 03:50
43
ერთიც საინტერესოა ძალიან - რატომ ვერ ვიხილეთ ამ შეხვეფრაში კვარას საფირმო გადაფრენა მარჯვენა ფლანგზე, როცა ეს იმდენად მოულოდნელია ხოლმე, რომ მარცხენა ფლანგზე მიმაგრებული მცველები ვერ ბედავენ თუ ვერ ასწრებენ უკან გამოდევნებას?!... იქნება, იმ ქართველმა ჟურნალისტმა გოგონამ მიაწოდოს ეს შეკითხვა სპალეტის - მისი აკრძალვა იყო თუ ხვიჩას დაავიწყდა, რომ მარჯვნიდანაც შეუძლია ფეხბურთის თამაში?!...
ვოოტ
02 ნოემბერი 2022 03:33
3
უსწრაფესი და უძლიერესი იყო ხვიჩა. შორი პასებიც რა ზუსტი ჰქონდა. დაცვაშიც მაგრად დაეხმარა. ყველაფერჩიკი იყო.

ყველა ვთანხმდებით მგონი, რომ ხვიჩას გაყვანით წააგო სპალეტიმ. იმედია, სპალეტიც ხვდება.

რაც შეეხება კარში დარტყმებს, 1 ფეხბურთელი მაინც იცით, არაზუსტად რომ არ დაურტყამს კარისკენ?
ძაან კაია რომ ცდილობდა და თავის თავზე იღებდა. შემდეგში გამოუვა.
Charley
02 ნოემბერი 2022 03:13
7
წარმოდგენა არ გაქვს ფეხბურთზე, ელმასი რა ნაკლებად თამაშობდა?
ზურა
02 ნოემბერი 2022 12:30
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული