სპალეტი: მოგება შეგვეძლო - შედეგი სტრატოსფერულია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლი" სტუმრად "ლივერპულთან" 0:2 დამარცხდა, თუმცა ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. ნამატჩევს კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

"ვთვლი, რომ შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ. დროის უმეტეს ნაწილში ბურთს კარგად ვფლობდით და მომენტებს ბალანსის შენარჩუნებითა და რაიმე დანაკარგის გარეშე ვქმნიდით. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. აქ ჩამოსვლა და ასე თამაში ადვილი არ არის. ბოლოს მქონდა შეგრძნება, რომ ჩემმა გუნდმა იცოდა რა, რომ ასეთ უპირატესობას ფლობდა, ცოტა ტემპს მოუკლო. მეტოქემ კი შესაძლებლობები უნარიანად გამოიყენა.

ფრით დაკმაყოფილების ნაცვლად გამარჯვებისთვის ვიბრძოდით. ამ შეხვედრებმა დაადასტურა,
რომ როგორც ტექნიკურად, ასევე ფიზიკურად მაღალ დონეს მივაღწიეთ. მენტალურადაც მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით. მოგება შეგვეძლო. გვაქვს საკუთარი თავის რწმენა. ამ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა სტრატოსფერული შედეგია".

მკითხველის კომენტარები / 21 /
ამ კაცს ეტყიბა რომ სტრატოსფერო მაგრა უყვარს წამდაუწუმ რომ ახსენებს P ვინმემ ქნას მადლი და საჰაერო ბურთით აიყვანოს სტრატოსფეროში ! იქნება მერე მოვიდეს აზრზე და ხვიჩა არ შეცვალოს ხოლმე ! აი ეხლაც შეცვალა და ეგრევე შეუპამოალეს 2 გოლი @ ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ხვიჩა ქართველია და ჩვენია ! სანამ ხვიჩა მოედანზე იყო ლივერპულის მარჯვენა ფლანგი შებოჭილი იყო და ვერ ბედავდნენ წინ წასვლას გავიდა ხვიჩა და გაილაღეს ! ორივე გოლი მარჯვენა ფლანგიდან შეტევის მერე გაიტანეს ! თუ ფრეზე უნდოდა თამაში მაშინ ელმასი კი არა მარიო რუი უნდა შეეყვანა
zura222
04:31 02-11-2022
12
სასაცილოდ მოგეჩვენებათ მაგრამ ფაქტია მე არ ვიგონებ საქართველოს ნაკრებიც და ნაპოლიც ხვიჩას გარეშე სხვა გუნდები არიან.ვერცერთი იგებს :დდ
გოგა
12:53 02-11-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული