ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: მბაპემ პირობა ვერ შეასრულა - "ბაიერნმა" პსჟ-ის, "მილანმა" კი "ტოტენჰემის" ბარიერი გადალახა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი ჩატარდა და კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა.

მბაპემ დაპირებული ჰეთ-თრიკი ვერ შეასრულა - პსჟ მესისთან ერთად ტურნირს ზედიზედ მეორედ გამოეთიშა მერვედფინალიდან.

„ბაიერნს“ პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული. საპასუხო მატჩი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი იყო, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, პირველ ტაიმში ყველაზე რეალური შანსი სტუმრებს შეექმნათ, მაგრამ ვიტინიამ მეკარე ზომერის შეცდომით ვერ ისარგებლა - მის მიერ დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან დე ლიხტმა გამოიტანა. შესვენების შემდეგ მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ. მსაჯმა ჩუპო-მოტინგის გოლი მიულერზე თამაშგარის გამო არ
ჩათვალა, თუმცა მან მალე მაინც დააწინაურა თავისი გუნდი. ბოლოს დონარუმას კარი გნაბრიმაც დალაშქრა - 2:0. "რეკორდმაისტერმა" "პარი სენ ჟერმენს" ისევ სძლია და ოცდამეერთედ გავიდა 1/4-ფინალში, რაც ტურნირის რეკორდია.

„მილანმა“ სახლში 1:0 მოგების შემდეგ ლონდონში წვიმიან ამინდში სასურველ ფრეს (0:0) მიაღწია "ტოტენჰემთან", რომელიც 77-ე წუთზე რომეროს გაძევების გამო კაცნაკლული დარჩა. "როსონერი" მეოთხედფინალში 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - პსჟ  2:0
გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (62), 2:0 გნაბრი (90)

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოტსპური“. 61 602 მაყურებელი
ტოტენჰემი - მილანი 0:0
გაძევება: რომერო (77, ტოტენჰემი)

მკითხველის კომენტარები / 21 /
რამოს გილოცავ კინაღამ მოიგე
...
09 მარტი 2023 08:19
2
მსოფლიო ცემპიონატის მაჩებისგან განსხვავებით ბაიერნთან მესის პენალტი ვერ გაუჩალიჩეს :)
sss
09 მარტი 2023 04:07
31
ქოცური აზრები მოიშორე
sss-ს
09 მარტი 2023 09:38
18
მბაპე რო ზედმეტად გაპიარებულია ეს ჩანს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
09 მარტი 2023 02:22
17
შენ ცოცხალი ხარ?
მეგრელი
09 მარტი 2023 12:02
1
შეიხებმა მიხედონ აქლემების დოღს
მამუკა
09 მარტი 2023 02:16
6
მბაპემ რაოო, ჰეთრიკი უნდა შევასრულოოო
მურთო
09 მარტი 2023 02:13
1
მურთაზ ნეიმარს ტრამვა ჰქონდა და მესი რატომ არ იყო განაცხადში ხომ არ იცი?
მამუკა
09 მარტი 2023 02:38
4
კიო, კიო.დდდდდდდდდდდდდდ
ეეე
09 მარტი 2023 02:30
1

სიახლეები პოპულარული