"კვარამ" და პოლიტანომ მეორე ტაიმში მოუმატეს და გამოსავალიც ვიპოვეთ" - რა თქვა სპალეტიმ "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "აინტრახტი" 3:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში. მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"რა შეგრძნებაა, რომ ისტორია დავწერეთ? ნამდვილად შესანიშნავია და გულშემატკივრებთან ერთად ყველანი აღფრთოვანებული ვართ. ახლა აუცილებელია კონცენტრაცია შევინარჩუნოთ და საქმისადმი ჩვენი მიდგომა არ შევცვალოთ. დღეს ვერ ვაჩვენეთ ის ხარისხი, როგორსაც ქომაგებს ხშირად ვთავაზობთ, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ.

პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ნაპოლი" ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდია? ამით არ ვამაყობ, ამ ხერხით მეტოქე შენზე ზეწოლას ახდენს.

რაც შეეხება
ოსიმენს, ვიქტორი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, გვიხარია, რომ ასეთ წარმატებულ სეზონს ატარებს.

მეტოქე პირველ ტაიმში მჭიდროდ გვეთამაშებოდა, ამიტომ თავდაპირველად გაგვიჭირდა. მეორე ნახევარში "კვარამ" და პოლიტანომ მოუმატეს და მეტი გამოსავალიც ვიპოვეთ", - განაცხადა სპალეტიმ.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლის" მომავალი მეტოქე პარასკევს კენჭისყრაზე გაირკვევა.

altოსიმენის ნახტომმა თანაგუნდელი შოკში ჩააგდო [PHOTO]

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "აინტრახტთან" მატჩში

altკვარაცხელიას "ნაპოლიმ" ორი მატჩის ჯამში "აინტრახტს" 5:0 სძლია და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
გოლი არ გაუტანია და მორჩა მაგის ფეხბურთიო არ დაუწერიათ ჯერ?
ფეისბუქზე გამობობღდნენ უკვე ჩახავსებულები :დ

ვთვლი, რომ უდიდესი როლი ითამაშა დღეს კვარამ გამარჯვებაში. მიუხედავად იმისა, რომ მეკარემ რამდენჯერმე აუღო, და თითქოს შეუმჩნეველი იყო. მაგრამ მის გამო მარჯვენა ფლანგს სრული თავისუფლება ჰქონდა. მაგას რომ თავი დავანებოთ, ფაქტობრივად თვითონ შექმნა ოსიმენის მეორე გოლი.
ფეხბურთის აზრზე რომ არაა ისეთი ხალხი გოლის გარეშე დატოვებულ ყველა თამაშს ჩაგდებულად უთვლის.
რასვიზამთ.
გააგრძელეთ თვლა.
ძაღლი ჰყეფს და ქარავანი ისტორიას წერს ნეაპოლში!
4
ხვიჩა ჩვენი ბრილიანტია! ჩვენი მსოფლიო დონის ფეხბურთელების მართლა ღირსეული მემკვიდრეა. მესხი, მეტრეველი, პაიჭაძე, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, შენგელია - რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. სამწუხაროდ, მსოფლიომ ეს სახელები არ იცის, იმიტომ, რომ რუსულ საბჭოთა ჭაობში ვიხრჩობოდით!
კვარაისტი
03:53 16-03-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული