ხვიჩა "მილანთან" ითამაშებს - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაირკვა

AutoSharing Option

დღეს, 17 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ბრმა (განთესილები არ არიან, ნებისმიერი შესაძლოა ნებისმიერს შეხვდეს) წილისყრა გაიმართა.

გუნდები: "ნაპოლი" (იტალია), "მილანი" (იტალია), "ინტერი" (იტალია), მადრიდის "რეალი" (ესპანეთი), მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ჩელსი" (ინგლისი) და "ბენფიკა" (პორტუგალია).

წილისყრა:

მადრიდის "რეალი" - "ჩელსი"

"ინტერი" - "ბენფიკა"

"მანჩესტერ სიტი" - მიუნხენის "ბაიერნი"

"მილანი" - "ნაპოლი"

პოტენციური ნახევარფინალური წყვილები

მილანი/ნაპოლი V ინტერი/ბენფიკა
რეალი/ჩელსი V სიტი/ბაიერნი
შეხვედრები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალები 9-10 და 16-17 მაისს, ფინალური შეხვედრა კი 10 ივნისს, თურქეთის
ქალაქ სტამბოლში ჩატარდება
მკითხველის კომენტარები / 99 /
ფაქტია,რომ ნაპოლის ძალიან გაუმართლა,მარა ასი პროცენტით ფინალშია და ეგეთები არ გვინდა,თუნდაც იმიტომ რომ წელს ბენფიკა ძალიან კარგი გუნდია და კონკრეტულ ორ თამაშსზე, ნებისმიერისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა,იქით კიდე ბაიერნმა,ერთი გაპიარებული, პაპსა, არაბა გუნდი უკვე მოჭიმა,ეხლა მეორეს ჯერია. მგონი ბაიერნი-რეალის კლასიკა გველის !
დავითი
17 მარტი 2023 17:16
12
ვიღაცას გაუმართლებდა. კარგია რო ნაპოლის გაუმართლა მარა არცერთი გუნდი არაა ჩამოსაწერი. ლიგის მეოთხედფინალია ბოლო-ბოლო
ბაჩო
17 მარტი 2023 18:28
1
ძალიან, ძალიან საინტერესო თამაშები გველის წინ. მგონია, რომ სიტის, ბაიერნი მოუგებს. თუ ინტერმა ბენფიკა გამოაგდო, რაც მეეჭვება, ბენფიკის სიძლიერიდან გამომდინარე, მაშინ უფრო საინტერესო იქნება, ნაპოლიმ უნდა გაარღვიოს ინტერი, თუნდაც იანვარში რაც იკადრეს, იმის გამო. მილანს რომ გსცდებიან, ეჭვი არ მეპარება. ასე რომ, ჩემი აზრით, ფინალია: ნაპოლი-ბაიერნი, იქ კი, ვინ იცის...
ლევანი
17 მარტი 2023 17:12
1
ნაპოლი ფინალშია!!!
ალექსანდრე
17 მარტი 2023 17:07
5
ჰალანდს ჩვენი კიმინჯე ამოკეტავს ბესპრაბლემ
გიო
17 მარტი 2023 16:50
5
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ყველას სიტი გონია ფავორიტი, აგერ ნახავთ ბაიერნთან რაც მოხდება. პსჟ-საც ეგრე ეგონა. ჰალანდი მაგარია, მაგრამ ბაიერნი ლაიპციგი არაა. ვერც მსაჯი გაბედავს რაც ლაიპციგთან ქნეს. მე ყველაზე მეტად ბენფიკის მეშინია, ძალიან გამართულ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ. იმედია ინტერი როგორმე ჩატოვებს ბენფიკას. ფინალში ვისურვებდი ნაპოლი რეალს ან ბაიერნს. და კიდევ სიტი ჰალანდამდეც იგივეს თამაშობდა, შედეგი უკეთესი ნამდვილად არ აქვთ, უბრალოდ გოლებს ეგ იტანს. რელურად სიტის მამოძრავებელი ძალა დე ბრუინია.
დათო
17 მარტი 2023 16:43
4
ფინალი სიტი ნაპოლი. თასი სიტის
zura
17 მარტი 2023 16:42
44
ფინალი ნაპოლი- რეალი
foodboll
17 მარტი 2023 16:36
6
ჩემი სურვილები და ოცნება. 1/4 ფინალებში სიტის და ჰალადის მარცხი ბავარიასთა, ასვე რეაილის და ვინისისუსი ვერ გასვლა ფინალში, რადგან რეალი ფინალისტაა ლიგაზე. ფინალამდე ერთი ორი ხვიჩას შედევრი და რა თქმა უნდა ასისტები გოლებით. მესი და მბაპე ლიგაზე აღარ არიან უკვე. ლიგის მოგებით და ასე მოვლენების განვითარებით შანსია ზღაპარში დავრჩეთ და ჩვენი ბიჭი ოქროს ბურთს დაეუფლოს სადებიუტო წელს. უკვე მთლად ზღაპრად არ მოჩანს დღევანდელი გადმოსახედიდან. რას იტყვით?
G.LA
17 მარტი 2023 16:33
4
თანაც ნაპოლისთვის შემდეგ ეტაპზე თუ გავიდა ყველაზე კარგი გასავლელი გზა აქვს ფინალამდე.
გეგი
17 მარტი 2023 16:31
1
მგონი ყველაზე კარგი ვარიანტია,თუმცა ადვილი გასეირნება არ ელის ნაპოლის და მთელი ძალით უნდა დაიხარჯოს.ვუსრვოთ წარმატება ჩვენს ოქროს ბიჭს.
გეგი
17 მარტი 2023 16:29
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული