პიოლი: ლეაოა უკეთესი თუ კვარაცხელია? - რატომაც არ უნდა გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
"მილანის" მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მათი მომავალი მეტოქის ვინაობა ვარჯიშისას შეიტყვეს და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზეც უპასუხა:

"კენჭისყრისას ვარჯიში გვქონდა. ამ ეტაპზე ნებისმიერი გუნდი ძალიან რთული იქნებოდა. მეოთხედფინალში თამაში ჩვენთვის მოტივაციის მომცემია. გათამაშების ამ ეტაპზე მონაწილეობა დავიმსახურეთ და წინსვლა გვინდა. ჩვენ მილანი" ვართ და გამარჯვება გვსურს.

"ნაპოლი" ძლიერია და სერია A-ში ჩვენზე უკეთესად ასპარეზობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა - ეს ჩემპიონთა ლიგაა. გავიგე თუ არა რა თქვა სპალეტიმ? არ მგონია შეტყობინება გამოეგზავნოს (იცინ
ის). ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ის კარგი მწვრთნელია. იტალიის პირველობასა და ჩემპიონთა ლიგას შორის განსხვავებაა. ჯერ ქვეყნის ჩემპიონატზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა ჩვენი მიზანია, ამისათვის უნდა გვჯეროდეს, რომ მთელი გზის გავლა შეგვიძლია. რატომაც არ უნდა ვიფიქროთ, რომ გავიმარჯვებთ? ვიცით, "ნაპოლისთან" შეხვედრებს მაღალ დონეზე ჩავატარებთ, თუმცა ჯერ მთავარი სერია A-ში ქულების მოგროვებაა.

ლეაოა უკეთესი თუ კვარაცხელია? ძნელი სათქმელია, ვინაიდან განსხვავებული მახსიათებლები აქვთ. ლეაო კარგად ვარჯიშობს, მშვიდადაა და თავისი შედეგიანობის გაზრდა სურს. დარწმუნებული ვარ, შეტევის ფაზაში ცენტრალურ ფიგურად დარჩება. გოლიც რომ არ გაიტანოს, მოწინააღმდეგეთა დაცვას პრობლემებს უქმნის. გოლების არგატანის გამო იმედგაცრუებული არაა. მისგან გოლებს ველით, თუმცა როდესაც ამას ვერ ახერხებს, გუნდისთვის სასარგებლოა".

მკითხველის კომენტარები / 14 /
პიოლის გასაგონად:მილანი ვერ მოიგებს ნაპოლისთან,იმიტომ რომ ხვიჩას მოსვლამ ეს გუნდი გახადა"ტოპი",რაც შეეხება ლეაუ თუ ხვიჩა,ეგ პირველივე თამაშში გამოჩნდება!!!
ზაზა
16:05 18-03-2023
0
იმიტომ არ უნდა მოიგოოოთ PP
zura222
04:10 18-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული