სპალეტი: ეს სეზონის კულმინაციაა - ოსიმენის გარეშეც მოგვიპოვებია გამარჯვებები

AutoSharing Option
"მილანთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა.

"ნაპოლის" "სან სიროზე" ოსიმენი და სიმეონე ვერ დაეხმარებიან და სპალეტიმ განაცხადა, რომ რასპადორიმ დღეს სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშა, 100%-ით მზად არაა, მის მზადყოფნას ხვალ დილით განსაზღვრავენ და შემდეგ გადაწყვეტენ, ვის დააყენებენ თავდასხმაში.

მისი თქმით, ოსიმენის არყოფნა სერიოზული დანაკლისია, თუმცა გუნდმა იცის, როგორ ითამაშოს იმ შემადგენლობით, რომელსაც შეარჩევს; მნიშვნელოვანი შეხვედრები ვიქტორის გარეშეც მოუგიათ, მისი თამაში არ გარისკა, რამეთუ საპასუხო შეხვედრაში სასარგებლო იქნება და თავისი შეგირდებისა სჯერა.

"რაც
უნდა იყოს, ამ მომენტით უნდა დავტკბეთ. ეს ჩვენთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებებია. წარუმატებლობამ შეიძლება ყველაფერი წყალში გადაგვიყაროს. ამ მატჩებს მთელი მსოფლიო უყურებს. ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრებია? იმედია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თამაშები მექნება, თუმცა ჩემთვის და ჩემი ფეხბურთელებისთვის კულმინაციური მომენტია. მწვრთნელისთვის კარგი საყურებელია, როგორი ენთუზიაზმით ემზადებიან ეს კარგი ბიჭები.

"მილანმა" სერია A-ში ჩვენთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და მომავალ შეხვედრას ამის გათვალისწინებით დავგეგმავთ. 15 დღის წინ საუკეთესოდ არ გავისარჯეთ, მაგრამ მეტოქეზე სუსტები არ ვართ. ამ მატჩმა შეიძლება ჩვენი მომავალი განსაზღვროს და დარწმუნებული ვარ, მზად ვიქნებით", - დასძინა სპალეტიმ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
"იმენა" და "ბრატი" ხო სულ გოგებაშვილის დედა ენიდანაა რა))))))))))))))
ზურა-ს
12 აპრილი 2023 15:23
0
ნაპოლის წარმატებები თავდასხმაში ხვიჩას სწრაფი დრიბლინგი და ცენტრში შესვლაა,ასევე ოსიმენის მოგებული ფიზიკური დაპირისპირება ცენტრალურ მცველებთან.ხვიჩა თუ ოსიმენის ადგილზე ითამაშებს ორივე კოზირს დავკარგავთ.
თემო
12 აპრილი 2023 12:47
2
გუნდურობის გარეშე ნაპოლს შანსი არ აქვს, ყველა რგოლში უკეთესი იგროკები ყავს მილანს, ნაპოლში კი სულ რამოდენიმე ფეხბურთელია ვარსკვლავი, ხვიჩა ოსიმენი დილორენცო მერეტი კიმი, მაგრამ თუ მართლა გუნდურად ითამაშეს და პასები შერჩევით არ არიგეს დადებით შედეგს წამოიღებენ, იმედია კარგ შედეგს დადებენ წარმატებები ხვიჩას და ნაპოლს
გოგა
12 აპრილი 2023 10:52
1
ზურას- "ბრატ"-იც ოკუპანტის ენაზეა და საერთოდ ოკუპანტს ენაც,სარწმუნოებაც და მიწებიც და ეროვნებაც,მოპარულ წართმეული აქვს სხვა ხალხებისგან,ბევრი ერების ფიზიკურად მოსპობა განადგურებით ,სრულად ამოძირკვით.ენა ბულგარელებს მოპარეს,ეროვნება სარწმუნოება კიევის რუსეთისა მიითვისეს,დამიწებიც წაართვეს ბევრ ხალხებსგული უნდა ქართველობდეს, ბრო!-ეს ინგლისური სიტყვის ძმის,ფესვია,თორემ ენები მაგრადაა აღრეული,მათ შორის ჩვენი დედა ენაც.რომ გავიძახით "მოგესალმებით",ესეც ვერა ქართულად გამარჯვებულად თქმულ-აღქმული.
""იმნება"-ც ვერაა
12 აპრილი 2023 16:08
0
და ბრატი სადაური სიტყვა:)
ზურას
12 აპრილი 2023 13:52
0
ყველა გამოხმაურება
1) მილანი - ნაპოლი
1 - 2

2) ნაპოლი - მილანი
3 - 1
07-01
12 აპრილი 2023 10:37
2
1) მილანი - ნაპოლი
1 - 2

2) ნაპოლი - მილანი
3 - 1
07-01
12 აპრილი 2023 10:07
2
ამ თამაშზე ასე ვიტყოდი. კარგია რომ მეორე თამაში ნეაპოლშია და არა პირიქით. ძაან ძნელია პროგნოზის გაკეთება. მე მაინც მგონია ფრე იქნება.1-1
დავით 67
12 აპრილი 2023 02:24
2
ხვიჩა მაგარ ფორმაშია,დღევანდელი თავისი შესაძლებლობების პიკზეა და მოიგებს თუ წააგებს დე ლაურენტისის ნაპოლი -ივნისში სჯობს კვარაცხელია გადავიდეს გრანდ გუნდში, სასურველია რეალში.. ნაპოლი გრანდი ვერაა,უფრო მოკლევადიან მონაკვეთებში,კონტრაქტების ხანგრძლივობის მიუხედავად , გაყიდვა ყიდვის ბიზნესითაა დაკავებული, ყოველწლიურად ფულადი მოგების მცდელობით იაფად იყიდე,ძვირად გაყიდვაში უფრო ადაინტერესებულის და თუ გაუმართლა,როგორც წელს სკუდეტოსაც გამოპკრავს ხელს და მაგრად თუ გაუმართლა ნიჭიერი ფეხბურთელების შეძენით არაძვირად,ჩემპიონთა ლიგაზეც უფრო შორს წავა. გრანდებში სხვა ვითარებაა და უფრო დიდი ბიზნესია ფეხბურთელთა ანაზღაურებებითაც და საერთო ბიუჯეტის დონითაც და წლობით ევროპაში და მსოფლიოში ლიდერობის პრეტენზიებითაც.
მ.ზ.
12 აპრილი 2023 02:17
4
და ვის პოზიციაზე უნდა ითამაშოს? ვინი უნდა დასვან სკამზე? :)))
გუტი
12 აპრილი 2023 10:11
0
გადაღლილი ჩანს ნაპოლი, შემთხვევით მოიგო ბოლო თამაში, მეშინია იგივე არ გაიმეოროს მილანმა რაც ორი კვირის წინ.
მამუკა
12 აპრილი 2023 02:14
4
Ra dacviti fexburti napoli gatenis. Wina matchi milantan tvalis axveva iyo. Xval dasruldeba milani.
Vvv
12 აპრილი 2023 00:57
13
რა თქმა უნდა ნაპოლიმ და ხვიჩამ ყველაფერი უნდა გააკეთონ მოგებისათვის მაგრამ რომც წააგონ იმაშიც ტრაგედიას ვერ ვხედავ
ჯიჯი
11 აპრილი 2023 23:58
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული