"მილანის" თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ შეიძლება "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს, - იტყობინება Associated Press-ი.
გამოცემის ცნობით, ვეტერან ფრანგს საზარდულის ტრავმა აქვს, რომელიც "ნაპოლისთან" პირველ შეხვედრაში კიმ მინ ჯესთან შეჯახების შედეგად მიიღო და 15 აპრილს "ბოლონიასთან" დაპირისპირებაში შეცვლაზეც არ შეიყვანეს.
თუ ჟირუმ თამაში ვერ შეძლო, მას, სავარაუდოდ, დივოკ ორიგი შეცვლის.