პიოლი: "ნაპოლისთან" ჩვენი უპირატესობა მინიმალურია

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ უეფას საიტთან კომენტარი "მილანის" მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ გააკეთა:

"აქ თავდასაცავად არ ჩამოვედით, ვინაიდან ჩვენი უპირატესობა მინიმალურია. ამ სეზონში ერთ მატჩში "ნაპოლი" სამ-ოთხ გოლს იტანს. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, როგორც გუნდმა და ბურთს გავუფრთხილდეთ. გასულ შეხვედრებში ორივე გუნდმა მეტოქეებს დაცვაში პრობლემები შეუქმნა. გაიმარჯვებს ის, რომელიც შანსებს უკეთ გამოიყენებს. ორივე გუნდს შეუძლია მომენტების შექმნა.

ეს რამდენიმე დღეში ჩვენი მესამე მატჩი იქნება. ჩვენ კარგად ვიცით, რა უნარები გააჩნია მოწინააღმდეგეს. "ნაპოლი" კარგი და ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მათი
გასული თამაშები უნდა გავაანალიზოთ და გვესმოდეს, როდის იქნება საჭირო აჩქარება და როდის - პირიქით".

მკითხველის კომენტარები / 5 /
პუიოლი არა ოლეგერია და ინტერპოლის ემალება
Levani
18 აპრილი 2023 06:24
4
ხვიჩა მიდი გაუტანე ამათ 3 გოლი და დაამთავრე თამაში.. ეს პუიოლი არც ბარსაში ვარგოდა და მილანში რას იზავს
ლუკა2017
18 აპრილი 2023 02:34
15
2017 წელს თუ ხარ დაბადებული, მაშინ გეპატიება რაც დაწერე)))
დავით 67
18 აპრილი 2023 15:44
2
გადავხედე ჩემს კომენტარს და ვნანობ უცოდინარი რომ დაგიძახე.. ეს მართლაც პუიოლია ბოდიში ლუკა
მეგრელი
18 აპრილი 2023 04:04
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული