ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ჰოლანის გამოუყენებელი პენალტი და გოლი - ნახევარფინალისტთა წყვილები გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ორი საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი ჩატარდა და ნახევარფინალური წყვილები გაირკვა.

„მანჩესტერ სიტი“ სახლში 3:0 გამარჯვების შემდეგ, სტუმრად დაუზავდა „ბაიერნს“ (1:1) და ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მეოთხედ გავიდა 1/2-ფინალში.

პირველ ტაიმში უპამეკანოს გამო „ბაიერნი“ ორჯერ გადარჩა - ჯერ მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო წითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, შემდეგ კი გიუნდოგანის დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და ჰოლანმა პენალტი ვერ გამოიყენა. მან კარიერაში 36 თერთმეტმეტრიანიდან მხოლოდ 3 გააფუჭა. თუმცა 57-ე წუთზე ნორვეგიელი ზომერთან პირისპირ გაიჭრა და „ქალაქელები“ დააწინაურა.
83-ე წუთზე პენალტი უკვე ედერსონის კარში დაინიშნა და კიმიჰმა ანგარიში გაათანაბრა.

„ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „ბენფიკასთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში 5:3 გაიმარჯვა და ლისაბონური გუნდის ბარიერი გადალახა. "ნერაძური" 13 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ნახევარფინალში.

ნახევარფინალში „ინტერი“ „მილანს“, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ „რეალს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩები 9-10 მაისს გაიმართება, საპასუხოები კი - 16-17 მაისს.

. გვარდიოლა მწვრთნელის რანგში სარეკორდოდ, მეათედ გავიდა ნახევარფინალში.
. ჰოლანმა ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა (15 გოლი). ის 12 გოლით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირია.
. დე ბრუინმა ამ სეზონში 23 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი რეკორდი განაახლა.
. "სიტი" ბოლო 15 შეხვედრაში დაუმარცხებელია - 12 მოგება და 3 ფრე.

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - მანჩესტერ სიტი 1:1
გოლები: 0:1 ჰოლანი (57), 1:1 კიმიჰი (83, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ჰოლანი (37)

მილანი. „სან სირო“. 75 380 მაყურებელი
ინტერი - ბენფიკა 3:3
გოლები: 1:0 ბარელა, 1:1 ეურსნესი (38), 2:1 მარტინესი (65), 3:1 კორეა (78), 3:2 ანტონიუ სილვა (86), 3:3 მუსა (90+5)

მკითხველის კომენტარები / 9 /
გუშინ ჟირუმ, დღეს კიდე ჰალანდმა გააფუჭა პენალტი. (მართალია მათი გუნდები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ კვარასგან განსხვავებით) ასე რომ პენალტის ვერ გატანის გამო, არ შეიძლება ფეხბურთელის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანო.
თომა
03:24 20-04-2023
0
ჟირუმ ნაპოლისთან გოლი გაიტანა, მაგრამ პენალტი გააფუჭა,
Sofascore-ზე შეფასება: 6.5!
პაალანდმა ბაიერთან გოლი გაიტანა, პენალტი გააფუჭა,
Sofascore-ზე შეფასება: 6.4!
(ისე მაგათმა არ გვიწყინოს და რა კარგ დროს გაუფუჭებიათ პენალტი ორივეს!)
ეხლა არ იყოს ლაპარაკი მათი ორივე გუნდი შემდეგ წრეზე გავიდაო...
ლეაოს ნაპოლისთან საგოლე გადაცემა ჰქონდა, Sofascore-ზე შეფასება: 7.5!
კვარამ მილანთან პენალტი გააფუჭა, Sofascore-ზე შეფასება: 7.6!!!
ხო, გოლი ვერ გაიტანა, ხდება რა, მაგრამ ამ თამაშში მის მიერ შექმნილ საგოლე გადაცემებს და მის მომენტებს ვინც ნახავს ყველა იტყვის (თუ ბოღმიანი ან ქართველთ მოძულე არაა!) კვარა მართლა მაგარიაო...
ხვიჩას პენალტი რომ გაეტანა შემდეგ მილანს ვითომ მოუგებდა რო?და შემდეგ რა, ლიგას მოიგებდა?
მე ვფიქრობ ამ თამაშის შემდეგ მის მიმართ უფრო მეტი პატივისცემა იქნება (როგორ კაცურად გაამხნევეს, როგორც ნაპოლის ასევე მილანის ფეხბურთელებმა! - მადლობა მათ).
ხვიჩასთვის, მისი მომავლისთვის იქნებ ასეც სჯობდა, პენალტი რომ ვერ გაიტანა!
ხვიჩა, წარმატებები!
თემური
08:41 20-04-2023
2

სიახლეები პოპულარული