ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უეინ რუნი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალის" ბარიერს ადვილად გადალახავს.
"მანჩესტერელები მეტოქეს არა მხოლოდ დაამარცხებენ, არამედ გაანადგურებენ. შეიძლება შევცდე, მაგრამ "სიტი" იმდენად კარგია, რომ სხვა დონეზე იმყოფება.
მე სეზონის დასაწყისიდანვე ვგრძნობ, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი ბოლოს და ბოლოს დაიპყრობს ევროპას. ბოლო თვეებში ისინი წარმოუდგენელ ფეხბურთს აჩვენებენ.
ერლინ ჰოლანის სახით "სიტიმ" მიიღო ფეხბურთელი, რომლის კონტრშეტევისას შეჩერება შეუძლებელია", - წერს რუნი "ტაიმსის" სვეტში.
"რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" მატჩები 9 და 17 მაისს გაიმართება.
გასულ წელს
"რეალმა" "სიტი" ნახევარფინალიდან" გამოაგდო. გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგა 2011 წლის შემდეგ არ მოუგია.
ვინი და როდრიგო იყიდეს 14 წლისები რო იყვნენ მემგონი და სწორედ რეალში გახდნენ ფეხბურთელები, ბენზემა 21 წლის იყო და არავინ არ იცნობდა, მოდრიჩი ერთი რიგითი ფეხბურთელი იყო.
ვგონებ პირიქით მოხდება...