დიდი მატჩი მადრიდში ფრედ დასრულდა - ყველაფერი "ეტიჰადზე" გადაწყდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის 1:1 დასრულდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, ორჯერ „სამეფო გუნდი“ მეკარე კურტუამ გადაარჩინა, სადღაც შუა პირველ ტაიმში თამაში მეტნაკლებად გათანაბრდა, მასპინძლებმა სწრაფი კონრიერიშების განხორციელება დაიწყეს და ვინისიუსმა შორიდან გაუტანა ედერსონს.

შესვენების შემდეგ პირისპირ გასულ დე ბრუინს დუელი კურტუამ მოუგო, თუმცა შემდეგ ბელგიელმა საჯარიმოს გარედან მაინც დალაშქრა თანამემამულის კარი. "ბლანკოსმა" შეტევებით უპასუხა, ბენზემას და ტჩუამენის დარტყმული ბურთები ედერსონმა მოიგერია და დაძაბული შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება
17 მაისს გაიმართება.

. "სიტი" ბოლო 21 მატჩში დაუმარცხებელია - 17 მოგება და 4 ფრე.
. "რეალს" "სიტისთან" უკანასკნელ 5 შეხვედრაში 1 მოგება აქვს.
. დე ბრუინმა ტურნირის პლეი-ოფში 11 გოლი გაიტანა, რაც "სიტის" რეკორდია.
. ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე 190-ე მატჩი ჩაატარა და ფერგიუსონის რეკორდი გაიმეორა.
. ვინისიუსმა მიმდინარე ტურნირზე მეშვიდე გოლი გაიტანა და მხოლოდ ჰოლანსა და სალაჰს ჩამორჩება.
. 20 წლის კამავინგა ნახევარფინალში ყველაზე ახალგაზრდა საგოლე გადაცემის ავტორია.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 63 485 მაყურებელი
რეალი - მანჩესტერ სიტი 1:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (36), 1:1 დე ბრუინი (68)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ეგეთი მომენტი მიდებულ ხელზე პენალტი არ ინიშნება ასე რომ არ იყო მანდ პენალტი,
მარა აშკარად საწითლოები იყვნენ კარვახალი და კროოსი...
David
10 მაისი 2023 20:27
2
მსაჯი აშკარად სიტის მხარეს იყო საჯარიმოში ხელზე 2ჯერ მოხვდათ და პენალი არ დანიშნა კაი პენალს არ ნიშნავ არ ნიშნავ ხელზე მოხვდა და კუთხურზე გადავიდა... არ ჩააწოდებინა კუთხური.. წამოვიდა ბურთი გადავიდა აუტზე ვერ დაინახა აუტი..და გოლიც გავიდა. ამაზე მეტი მიდგომა რაღა უნდა იყოს საყვითლე ვინც იყო არ აძლევდა. ფაქტია რომ ყელში აქვთ რეალის გამარჯვებები და უნდათ სიტის გამარჯვება მაგრამ ისიც ხო ფაქტია რომ რეალი არაა სუსტი და დამანგრეველმა სიტიმ ვერაფერი დააკლო სამეფო კლუბს.. ოსასუნასთან მძიმე მატჩი ქონდათ ლომებს ერთი კვირის თავზე უფრო დასვენებულ და უფრო ყოჩაღ სამეფო გუნდს ვნახავთ სიტის გამოგდება რეალს შეუძლია ჰალანდიც ისე ამოკეტეს ფეხი არ გაანძრევინეს.. ბოლო ბოლო კაშიათი აპირებდნენ მის შეჩერებას და ალაბა და რუდიგერი როგორ ვერ გაანეტრალებდა ))))))
რამოსი
10 მაისი 2023 15:04
2
რა არი ცხოვრება რეალის ფანობა ასე მასინაც რო აღშფოთდეთ როცა წესის დარღვევიტ გატანილ გოლს გითვლიან ცხოვრება უფრო უკეტესი გახდება პირველ ტაიმში გუნდოგანის ეპიზოდი არ იყო საყვიტლე? კამავინგას საჯარიმოს ხაზტან დარღვევა არ იყო? გრილიში რო მიანარცხა რეკლამის ბანერს ეგ არ იყო საყვიტლე? რაც შეეხება გუნდოგანის ეპიზოდს ტამასი ზუსტად 3 წუტი იყო გაჩერებული არ დამეზარა და გადავახვიე იქ კიდე 1 წუთი პატარ პატარა გაჩერებები მინიმუმ მსაჯს 4 წუტი უნდა დაემატებინა მან კი 2 დაამატა მხოლოდ
ნოდო
10 მაისი 2023 12:51
4
გრილიშის მსგავს ქმედებაზე კი არა თავის მიდებაზე აძევებენ ხალხს და ამან არც გააყვთლა - ანუ ასეთი რეაქცია სწორი იყო მხრით თამაშზე? (ჯარიმა არ დაუნიშნავს და ე.ი კარვახალმა წესების დაცვით ითამაშა). კი ბატონო პენალტები ასეთ დროს არ იდება და სწორია, მაგრამ ვარზე როგორ არაფერი გადაამოწმა? ან სილვას დაბიჯება უკნიდან, ან მთელი გუნდი რომ აუტს ყვირის და ეს საკვანძო მომენტია. ხომ დადასტურდა რომ გადასული იყო, ხომ გახდა სალაპარაკო. მსაჯს მეტი რა ევალება გარდა სეორად განსჯის და ამის ქმედება იგივე იყო ექიმს რომ კატეს პასუხები ქონდეს და არ ნახოს ისე დაწეროს დაბიშნულება.
???
11 მაისი 2023 01:03
0
გრილიშის ეპიზოდზე ჯარიმა რომ ყოფილიყო ულაპარაკოდ პენალტს დადებდა რეალის კარში, აი გრილიშის არასპორტული ქცევა კი ნამდვილად ყვითელს იმსახურებდა, კარვახალი ჩვეულებრივად მივიდა ხელი გაუწოდა ასადგომად, რისი თქმა გინდა რომ აუტი არ იყო?
მამუკა
10 მაისი 2023 20:13
0
VAR რისთვის ავრსებობს ვერ გავიგე, სიტის გოლამდე რეალის პროტესტების კასკადი იყო, გოლის დროს საერთოდ აუტზე აპელირებდნენ და გაჩერდნენ კიდეც. არ ვიცი იყო თუ არა, მაგრამ გადაამოწმე რა და აჩვენე კიდეც, რომ გაურკვევლობა არ დარჩეს, ხომ ფაქტია რომ სადაო ეპიზოდიაა ბურთთან ახლოს მყოფებისთვის და მსაჯმა როგორ დაინახა ასე ზუსტად ცენტრიდან? ასეთ მაგარ თამაშს არ უნდა დარჩეს ასეთი ეპიზოდი ლაქად. მოკლედ სხვა მატჩებმაც ბევრმა აჩვენა რომ VAR ხშირად უძლურია მაინც მსაჯის ხუშტურზეა ბევრი რამ, ხან მოწინააღმდეგის კართან 1 წუთის წინანდელს ამოწმებენ და ხან საგოლეს წამოწყების სადაო ეპიზოდსაც არა.
???
10 მაისი 2023 11:31
1
გუშინ თავიდან მაგრად დაწყო სიტიმ მაგრამ მერე რეალმა დაჩაგრა!!!მსაჯმა ბევრი შეცდომები დაუშვა გოლის ეპიზოდში ბურთი აუტზე გადავიდა და გოლი ჩათვალეს რას აკეთებს ვარი რისთვის აქვთ ვერ წარმომიდგენია ესე მგონია რეალს მაგრად ყავს გადაკიდებული უეფა!!!!!3 ჯერ პენალი შესაზლებელი იყო დანიშნულიყო მაგრამ რეეალი დაიჩაგრა.....
სიმართლე
10 მაისი 2023 10:46
5
იკას ;
შენ ფეხბურთის ყურება ახლა დაიწყე?მერე რა რომ მიწას არ შეხებია ჰაერში გადაკვეთა ბურთმა ხაზი რამე წესები შეიცვალა და მე არ ვიცი? საიდან მოგაქვთ ასეთი ბაჯაღლო აზრები? და მეორე რაც ვაროს სისტემა დაინერგა ნებისმიერი ეპიზოდი სადაც დაირღვა საფეხბურთო წესი და რომელიც გოლზე ახდენს გავლენას ვარი გოლს აუქმებს! ყოველთვის ასე იყო
იკას
10 მაისი 2023 12:36
1
შენ ალბათ შარშან რეალი-პსჟ მატჩი არ გინახია.
123
10 მაისი 2023 11:14
1
ყველა გამოხმაურება
მართალია მის შეცდომას მოყვა გოლი რეალის კარში, მაგრამ მაინც რა მაგარი ბიჭია კამავინგა.
გიგა
10 მაისი 2023 10:26
1
კაი ხანია ასეთი კარგი თამაში არ მინახავს
sormona
10 მაისი 2023 10:15
1
როგორც იქნა ნამდვილი ფეხბურთს ვუყურთ,უმაღლესი კლასის,ნამდვილი ვასკვლავი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების შესრულებით.ისე ჩავერთეთ ნაპოლის და მისი ეზოს,პრიმიტიული ფეხბურთის ისტერიაში ლამის ფეხბურთის ჭეშმარიტებად ვიწამეთ,ხოლო საქართველოსა და ნიგერიაში კვარა- ოსიმენას დუეტი ლამის მოვლენად შერაცხეთ, ერთს მარადონას მეორეს ლამის პელეს ვადარებთ. იმედია ცოტა მაინც ჩაფიქთებიან ჩვენი, ფეხბურთის პატრიოტი- ზნატაკები, ხვიჩას ასე უაპელაციო რომ ურჩევენ ნაპოლის დატოვებას და რეალში გადასვლას.....საინტერესოა იქ ვის მაგივრად უნდა ითამაშოს იმ გიჟური ტემპით და პრესინგის პირობებში....
leqso
10 მაისი 2023 10:09
5
ორივე მაგარი გოლი იყო!
შეტევა
10 მაისი 2023 08:45
0
შემდეგ წელს პსჟ_ს და მბაპეს წელი იქნება. ასე რო "დიდო კლუბებო" დროებით გიხაროდეთ.
PSG
10 მაისი 2023 08:40
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული