გვარდიოლას შედევრი - "სიტიმ" "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ სახლში „რეალი“ 4:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გავიდა ფინალში.

დებიუტში მასპინძლებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს, ჰოლანის თავური მეკარე კურტუამ ორჯერ მოიგერია, შემდეგ კი ბელგიელი პირისპირ გასულ ბერნარდუ სილვასთან ვერაფერს გახდა. ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე ხელის შეშლას ცდილობდა, „სიტიმ“ დაწინაურების მერე ტემპი ოდნავ დააგდო, სტუმრებს შეტევების საშუალება მიეცათ და კროოსის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო საპასუხო იერიშისას ბერნარდუ სილვამ დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მანჩესტერელები პრაგმატულად ირჯებოდნენ, ფრთხილობდნენ, შანსს ელოდნენ, გიუნდოგანმა ქუსლური პასით
ჰოლანი კურტუას ერთი-ერთზე შეჰყარა და ამჯერად ხარიხამ მადრიდელები იხსნა. ცოტა ხანში კი დე ბრუინის მიერ ჩაწოდებულ ბურთს მილიტაომ საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი, ბოლოს შეცვლაზე შესულმა ალვარესმაც გაიტანა, 4:0 და დღევანდელ დაპირისპირებაში უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

10 ივნისს სტამბულში ჩასატარებელ ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ინტერს“ შეხვდება - ეს გუნდები ამ ტურნირზე ერთმანეთს არასოდეს დაპირისპირებიან.

. დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უეფამ თავის "ტვიტერზე" "რეალისა" და "ინტერის" ფინალი დაანონსა, თუმცა შემდეგ წაშალა.
. 0:4 2009 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა - მაშინ "ლივერპულმა" ასეთივე ანგარიშით მოუგო.
. გვარდიოლა მეოთხედ გავიდა ფინალში - ორჯერ მოგებული აქვს.
. ანჩელოტიმ გვარდიოლასთან ბოლო 8 მატჩიდან 6 დათმო.
. "სიტი" ბოლო 23 შეხვედრაში დაუმარცხებელია (19 მოგება და 4 ფრე) და 21 მაისს შეუძლია პრემიერლიგის გამარჯვებული გახდეს.
. ანჩელოტიმ ტურნირზე 191-ე შეხვედრა ჩაატარა და ფერგიუსონის რეკორდი დაამხო.
. დე ბრუინმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე საგოლე გადაცემა გააკეთა, ვინისიუსს გაასწრო და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52 313 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - რეალი 4:0
გოლები: 1:0 ბერნარდუ სილვა (23), 2:0 ბერნარდუ სილვა (37), 3:0 მილიტაო (76, საკ. კარში), 4:0 ალვარესი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 48 /
აბა ვინც ამბობთ რეალს კვარა არ ჭირდებაო .
დიტმარ ჰამანი
18 მაისი 2023 09:26
7
რეალი რეალურია სულ მალე ზარიც გაისმება მადრიდიდან ....ვინი გაიტაცეს მანჩესტერელებმა .
ყორღანებიდან გნოლი აფრინდა
18 მაისი 2023 09:23
8
სანიძლეოს ვდებ სულ მალე მსოფლიო გაიგებს ახალ რეკორდულ ტრანსფერს კვარა გადავა რეალში 160 მილონ ევროდ ...ვინისიუსი გააქრეს სიტის ბიჭებმა კვარას კი მაგას ვერავინ გაუკეთებს .
რატი
18 მაისი 2023 09:19
18
ეს ფეხბურთია სიტი დადის და გოლებს იტანს ჰჰ მემგონი ფეხბურთი 2000 წლებში იყო აქ უკვე ლიგის ამბავია შარშან რეალს მოაგებინა აბა სუპერლიგაში ხო არ გაუშვებდნენ და ეხა სიტის წინასწარ იციან გამარჯვებული
Mima
18 მაისი 2023 09:06
16
სიტი ისეთი გუნდია ფინალში წაგებს....გვარდიოლა კიდე ყველაზე საზიზღარ სტილს ათამაშებს ყველა გუნდს იმენა მზულს გვარდიოლას სტილი...
სიმართლე
18 მაისი 2023 09:02
25
ძალიან არ მინდა,მაგრამ "ინტერი"თუ ძირითად ბირთვს ჯანმრთელს შეინარჩუნებს ფინალს მოიგებს.
ენძო
18 მაისი 2023 08:46
8
ამ მათხოვრებს ვერ დაეხმარნენ მსაჯები და გაფარჩაკდნენ
მამუკა
18 მაისი 2023 08:23
30
ამ თამაშში, პირადად რაც მე დავინახე არის ის, რომ ბენზემა, მოდრიჩი და კროოსი არაბეთის ,,პასაჟირები,, არიან.
ჰოლანდი ცენტრალური მცველის ადგილას იბრძვის და ამ დროს ბენზემა და ვინისიუსი ცენტრის აქეთ არ გადმოდის. ასევე აგებს ,,პ.ს.ჟ.,, როცა მესი და მბაპე რჩება უკან.
სხვა ფეხბურთია დღეს.
100%
18 მაისი 2023 07:44
2
ფიგუ ზიდანი რონალდოების გუნდში რა უნდა ვისინიუსებს და მაგისთანებს ცარიელ ვირებს ვითომ მაგრები რო არიან . სერხიო რამოსი იყო ბოლო კაცი რომელსაც რეალი კბილებით ეჭირა სახეს უნარჩუბებდა და იდენტობას უნარჩუნებდა. მაგის მორჩა იდენტობა და ის "მაგიაც" დაკარგეს იმიტომ რომ არ არიან ესენი რეალი. და მორჩა არ არიან მეფეები ესენი
ჰაიდა მადრიდ!
18 მაისი 2023 07:40
7
Ის კაცი სადაა დოღ ლიგას რომ ეძახდა პრემიერ ლიგას, ძალიან გაუტყდებოდა . Მე კი ძალიან გამიხარდა რეალის მარცხი.
Კახა
18 მაისი 2023 07:26
17
Სადაა და ახლა სევილიას იმედზეა
kaxas
18 მაისი 2023 12:53
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული