გვარდიოლა: დავიღალე. "ინტერთან" საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერის" 1:0 დამარცხების შემდეგ, BBC-სთან კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა:

"დავიღალე. მშვიდად ვარ. გამარჯვების მოპოვება ძნელი იყო. ჩვენს საუკეთესო დონეზე ვერ ვიყავით. მსოფლიოს ჩემპიონატის მერე გუნდმა ნაბიჯი წინ გადადგა. თუმცა, "ინტერთან" საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ. ჩემპიონთა ლიგასთან ერთად ტრებლის გაფორმება რთული იყო.

ამ მოვლენის სასტუმროში ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშვნას ვაპირებთ. ორშაბათს მანჩესტერში აღლუმი გაიმართება".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ფეხბურთს შეიხები კი არა უტვინო ფიფა-უეფა კლავს.
რა საჭიროა თასის გათამაშება(ყველა ქვეყნისთვის) რომელიც კალენდარს ტვირთავს.რა საჭიროა ევროპა და კონფერენს ლიგები? წელს ვესტ ჰემის ფეხბურთელებმა ისე იზეიმეს გეგონება ჯოკერში მოიგეს თან კახიანის გარეშე,სკამის ქვეშ გაძეომაზე..უბანში რო ჯოკერს იგებენ ლუდზე ის უფრო უხარიათ ვიდრე იმათ კონფერენს ლიგის მოგება გაუხარდათ.

მერე მეორე თემაა-დროის გაწელვა- 90წუთიან თამაშში ფეხბურთს მაქსიმუმ 30-40 წუთი თამაშობენ,გაჩერდეს დრო კალათბურთივით ყველა სტოპზე და მერე დაემგვანება ფეხბურთი თამაშს
გულშემატკივარიც მივა სტადიონზე,ბილეთსაც იყიდის და ვინც სანახაობას წარადგენს გულშემატკივარიც ეყოლება
მერე მეტი პრიორიტეტი უნდა მიეცეს სანაკრებო ფეხბურთს,ოლიმპიადაზე რო გიჟდება ყველა ქვეყნის მთავრობა-ხო შეიძლება ცოტა მეტი ყურადღება მიაქციონ უპატრონო სანაკრებო ფეხბურთს.ყოველ ორ წელში მუნდიალიც არ არის ურიგო იდეა.
აბა ასე- უაზროდ გადატვირთული კალენდარი,მოსეირნე დროის გაყვანის სპეცი ფეხბურთელები და პლეისტეიშენის მასტერ ლიგასავით აწყობილი გუნდები-სრული კატასტროფაა.
Levani
11 ივნისი 2023 16:34
11
თასი ფეხბურთში ბევრად ძველი და ტრადიციული მოვლენაა, ვიდრე ჩემპიონატი. ოღონდ ვინ ეკითხება უეფას, ქვეყნის თასის გათამაშება ჩატარდება თუ არა? არაა ეგ უეფას პრეროგატივა. რაც არის - ევროთასები, მანდ გეთანხმები, ეს კონფერენს ლიგა სრული მარაზმია და სლოვენიელი უეფას პრეზიდენტის დამსახურება მგონია, რომელმაც ევროთასები კალათბურთის ევროთასებს დაამსგავსა, სადაც ვერ გაიგებ, ვინ რისთვის და რატომ თამაშობს. პრობლემა იმაშია, რომ ევროთასების სტრუქტურას შემოსავლების ზრდის მიხედვით განიხილავენ და შინაარსობრივს საერთოდ აღარავინ კითხულობს. შინაარსი მაშინ იყო ევროთასებში, როდესაც ჩემპიონები ჩემპიონთა თასისთვის იბრძოდნენ, თასების მფლობელები შესაბამისი თასისთვის და ჩემპიონატების პრიოზიორები უეფას თასისთვის. დღეს რა გვაქვს? ვინ სად თამაშობს, რომელი თასიდან სად გადადის, ყოველგვარ აზრსა და შინაარსსაა მოკლებული. მთელი სისტემა იმაზეა აგებული, რომ ფინანსურად ძლიერი კლუბები წლიდან წლამდე სტაბილურ შემოსავალს იღებდნენ ე.წ. ევროთასებიდან, რომლებიც დიდი ხანია თასები აღარაა და სხვადასხვა სახის შინაარსს მოკლებულ ლიგებად იქცნენ.
დათა თუთაშხია
11 ივნისი 2023 20:28
0
Interma ajoba tamashit, yochag indzagis.
Gio
11 ივნისი 2023 13:58
7
რითი დაიღალა საინტერესოა,უპრაკონოდ ფულის ხარჯვით? მილიარდები დახარჯეს და მოიგეს ის ტიტული,რომლიდანაც ას მილიონზე ცოტა მეტს გამოიმუშავებენ. სპორტია და ფული არ ადარდებთ,ეს დავიჯერეთ,მარა იმას რა ვუყოთ,როცა ლიგას იგებს გუნდი და მისი ორი კინკილა ფანი არცკი მღერის? ერთი ჩენთი არ შეუსრულებიათ,თავიდან ბოლომდე ჩახადა ინტერის ფანობამ. იმას თქმა რათ უნდა,სიტის ლიგის მოგება ფეხბურთის სირცხვილია,რადგან არაფერი არ აქვს ამ გუნდს,არც ფანობა უვარგა და არც ისტორია აქვს. დიდ ფულს რეალიც ხარჯავს და ბარსაც,ლივერპულსას გადაუხდია დიდი ფული,თუმცა მათ სტადიონზე თუ მიხვალ,სულ სხვა გარემოა და იგრძნობა რო ფეხბურთია იქ მთავარი. სიტიმ დახარჯა დიდი თანხა და ვერ მოიგო,კიდევ დახარჯა და უფრო მეტი ფული ჩაასხა,მაინც ვერ მოიგო და ასე გაგრძელდა მანამდე,სანამ არ მოიგეს. სულ სხვა საქმეა,რამდენად სწორად ხარჯავენ და რანაირად არ არღვევენ უეფას წესებს? იყო შემთხვევა,როცა გამოიჭირეს და 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს,მერე უდანაშაულოდ ცნეს და 10 მილიონი გადაახდევინეს,ეს რანაირი ამბავია? სუპერლიგაზე ამბობდა ჩეფერინი,ფეხბურთს კლავსო და სიტის,პსჟ ან ნიუკასლი რას უშვება? უეფა რო მონოპოლისტია ეგ ფაქტია და კორუფციაში იხრჩობა,ფეხბურთი შეიხებს მიყიდეს და ჯიბე გაისქელეს. ცოტა ხანში,ფეხბურთს განადგურება უწერია და დაირღვევა სპორტული პრინციპი. სასწრაფოდ უნდა მოხდეს წესების ცვლილება და კლუბები ვალდებულები უნდა იყვნენ,რომ უფროსი გუნდის წევრების 90% ყავდეთ აკადემიელი ხალხი და სატრანსფერო თანხა არ უნდა იყოს 50 მილიონზე მეტი,ასევე კლუბს არ უნდა ქონდეს უფლება ფეხბურთელს გადაუხადოს იმაზე მეტი ხელფასი,ვიდრე წინა კლუბში ქონდა. მერე ვნახავთ,რა მუღამი გაუჩნდებათ შეიხებს და რამდენად გაქაჩავენ იქ,სადაც მართლა ფეხბურთის ცოდნა მოითხოვება. ეჭვი მაქვს,რომ რადიკალურად შეიცველბა ვითარება და ვიხილავთ ისეთ გუნდებს სათავეში,როგორებიც არიან ბენფიკა,აიაქსი,დინამო ზაგრები,რედბულის,პარმა,ბილბაო და ა.შ. იშვიათად გამოერევიან ლივერპული,ბარსა,ჩელსი. საფრანგეთში კარგი სკოლები აქვთ სხვადასხვა გუნდს,იტალიაც ნომრალური სიტუაცია არის და რაც მთავარია,ისეთ ქვეყნებს ეყოლებათ კარგი გუნდები,როგორებიც არიან საქართველო,უკრაინა,სერბეთი,ხორვატია თავისთავად. აბა,ყოველ წელს გუნდის შემადგენლობა ვცვალო,ვხარჯო ბევრი ფული,სხვა გუნდები ამით გავათახსირო და მერე ძლივს რაღაც მოვიგო,რანაირი ფეხბურთია. თუ სპორტული პრინციპია,მაშინ აკადემიებით დაეჯიბრონ და ყავდეთ მაგარი ხალხი თუ გაზრდიან. პსჟ იყიდა მესი,ნეიმარი და მბაპე,აცოდვილებ ასეთ ფეხბურთელებს და ტანჯავდნენ,ეს რანაირი ფეხბურთია? რატომ უნდა გააფუჭო ფეხბურთელი და არ ათამაშო თავის პოზიცია შეიხის ხუშტურის გამო. მესიც და მბაპე დიდი ეგოს ფეხბურთელები არიან და ერთ გუნდში არ უნდა იყვნენ. ამიტომაც საჭიროა ჩემს მიერ მოყვანილი წესები,თუ არა,ფეხბურთი საყურებელი აღარ იქნება.
ძია ისიდორე
11 ივნისი 2023 12:17
10
შენ რომ სამსახურს შეიცვლი, იმაზე მეტი არ უნდა გადაგიხადონ, რაც წინა სამსახურში გქონდა. მერე ვნახავთ, რა კარგად იმუშავებ
ზურა
12 ივნისი 2023 09:08
0
100%-ით სიმართლეს ამბობ. 90-იანი წლების შემდეგ ინტერნეტმა (ვგულისხმობ ტოტალიზატორმა) და ახლა შეიხებმა კიდევ უფრო უინტერესო გახადეს ფეხბურთი. მართალია, სიტიმ იმდენი ხარჯა (მარტო მიმდინარე სეზონში 900 მილიონი), რომ ფაქტიურად ჩემპიონთა თასი მესამე ცდაზე მოიგო, უფრო სწორად იყიდა, რატომ (ზოგიერთების გასაგონად)? იმიტომ, რომ მარტო ჰაალანს 800 000-ს ფუნტს უხდიან კვირაში, სხვებზე რომ არ ვილაპარაკოთ და გვარდიოლას კიდევ უმკაცრესი დისციპლინა აქვს, თორემ გვახსოვს პელეგრინის და მანამდე ქინქლაძის დროინდელი სიტი, რომელიც ამჟამად ერთი-ერთში ჰგავს პსჟ-ს!
სწორია, ფეხბურთის სამყაროს გარკვეული რეგულაციები თუ არ დაუწესდა, კიდევ პროცესები უმართავი გახდება. სინამდვილეში, სუპერლიგა იყო ანგლოსაქსების წინააღმდეგ მიმართული პროცესი. ეხლა მოხდა ის, რომ ამავე ანგლოსაქსების მეცადინეობით და დანარჩენი ევროპის წინააღმდეგ (ანგლოსაქსები VS ევპოპა) სუპერლიგის პროექტის განხორციელების იდეა ჩავარდა და ხდება პრემიერლიგის ენ-ბი-ეი-ზაცია, ანუ დაახლოებით ისეთი საგიჟეთი, აშშ-ში მექსიკი საზღრიდან რომ იპარებიან გაჭირვებული ქვეყნებიდან, ინგლისშიც ასეთი ვითარება უნდათ იყოს, ოღონდ ფეხბურთელების მხრიდან. ამ სრულ საგიჟეთს თუ რეგულაციები არა, სულ მალე უმართავ პროცესებს მივიღებთ. ეგერ, 1994 წლის შემდეგ ძალიან გააპიარეს აშშ-ში ფეხბურთი და ახლა პოპულარობა გაასმაგებულია, რომელიც უფრო პოლიტიზირებულ ხასიათს შეიძენს!...
ლაშა
11 ივნისი 2023 12:40
2
ლუკაკუს თავი კვახივით არ უნდა დაერტყა.
ALONZO
11 ივნისი 2023 11:15
0
ეს სიტი არ იყო საუკეტესო მაგრამ შედეგი დადო. ინტერს კი ყოჩაღ მაგრად იბრძოლეს
იმერელი
11 ივნისი 2023 10:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული