ინძაგი: ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა

AutoSharing Option
"ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" 0:1 დამარცხდა. ნამატჩევს მილანური გუნდის მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ისაუბრა.

"შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და უნდა ვიამაყოთ. ყველა ფეხბურთელს გადავეხვიე, ისინი ექსტრაორდინალურები იყვნენ, ისევე როგორც ჩვენი გულშემატკივრები და სხვა შედეგს ვიმსახურებდით.

თქვენ ნახეთ ბოლო 25 წუთი. მოჩანდა, თითქოს ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასეთი რამ ხდება. მთელი ძალით ვითამაშეთ და ყველაფერს ძალიან კარგად ვაკეთებდით. ვფიქრობ, ასეთი განწყობითა და ორგანიზებულობით მომავალში აქ დავბრუნდებით.

მეტს ვიმსახურებდით, თუმცა მეტოქის წინაშე ქედს ვიხრით. ჩვენ ვიცით, ისინი
ბოლო წლებში ამის მისაღწევად რამდენს შრომობდნენ", - განაცხადა ინძაგიმ Sport Mediaset-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა მხრიდანაც არ უნდა გაანალიზო ბარელას თამაში ნაპოლისთან იანვარში, ყველა გაგებით: კაცური, სპორტული, ქუჩური - ყველა ვარიანტში საცემი იყო. ფინალში ოდნავ მიადებდნენ ფეხს ტერფზე და კივილს ტეხავდნენ, ლამის მოტეხესო! ერთი გადაახვიოს ის თამაში და ნახოს, როგორ ჩაცხეს რამოდენიმეჯერ ხვიჩას მთლიანად მტელი ძალით, როგორ ურტყამდნენ წვივში, რომ არ მოტეხეს - მადლობა უფალს. ამიტომაც, სადაც ბარელა ითამაშებს, იმ გუნდის ანტიგულშემატკივარი ვიქნები, თუნდაც თელავში გადავიდეს სათამაშოდ.
alexandre
14:09 13-06-2023
0
ინტერი, ათი თავით მაღლა იდგა სიტიზე. იტერი იმსახურებდა გამარჯვებას, უბრალოდ ბედი უნდა ყველაფერს.
გიგა
14:38 11-06-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული