ინძაგი: ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა

AutoSharing Option
"ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" 0:1 დამარცხდა. ნამატჩევს მილანური გუნდის მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ისაუბრა.

"შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და უნდა ვიამაყოთ. ყველა ფეხბურთელს გადავეხვიე, ისინი ექსტრაორდინალურები იყვნენ, ისევე როგორც ჩვენი გულშემატკივრები და სხვა შედეგს ვიმსახურებდით.

თქვენ ნახეთ ბოლო 25 წუთი. მოჩანდა, თითქოს ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასეთი რამ ხდება. მთელი ძალით ვითამაშეთ და ყველაფერს ძალიან კარგად ვაკეთებდით. ვფიქრობ, ასეთი განწყობითა და ორგანიზებულობით მომავალში აქ დავბრუნდებით.

მეტს ვიმსახურებდით, თუმცა მეტოქის წინაშე ქედს ვიხრით. ჩვენ ვიცით, ისინი
ბოლო წლებში ამის მისაღწევად რამდენს შრომობდნენ", - განაცხადა ინძაგიმ Sport Mediaset-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მასე არ უნდოდა ბურთს მილანის კარში შესვლა ნაპოლისთან დაპირისპირებისას!
ლაშა
11:58 11-06-2023
0
რაც კი ფეღბურთს ვუყურებ ამნაირი ბანძი ფინალი.მე ჯერ არმინახავს ყველაზე ცუდი ჩემიონი ყავს ევროპას არც სიტის ქომაგი ვარ არც ინტერის მაგრამ ინტერი უფრო იმსახურებდა ფინალში მოგებას ვიდრე სიტი ასე რომ ევროპას დაუმსაზურებელი ჩემპიონი ყავს!!!!!!!!!900 მილიონი მე მომცენ ტრანსფერებისთვის და უკეთეს გუნდს შევქმნი ვისაც გინდათ ნიზლავს დაგიდებთ!!!!!
simartle
04:17 11-06-2023
37
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული