ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზე - "ნაპოლი" და ხვიჩა 1-ელ კალათაში, "დონეცკელი" ქართველები და კიდევ ერთი შანსი - ვინ გააჩერებს ჰოლანს?!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი მოგვიახლოვდა. უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პოპულარობა არ იკლებს, იმის მიუხედავად, რომ იქ ისეთი ფეხბურთელები აღარ თამაშობენ, როგორებიც მესი, რონალდო თუ ნეიმარი არიან. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 31 აგვისტოს შედგება. ამ ეტაპზე სიას მხოლოდ 6 გუნდი აკლია, რომლებიც პლეი-ოფების ჩატარების შემდეგ გაირკვევა. ტურნირზე მონაწილეობა უკვე სამ ქართველს აქვს განაღდებული, შანსი კი კიდევ ერთს ექნება - დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" პირველ შეხვედრაში "რაკუვს" პოლონეთში (1:0) აჯობა და წყვილის ფავორიტია.

Sportall.Ge

ტურნირზე პირველად იასპარეზებს ბერლინის "უნიონი", "ნიუკასლი" კი აქ 2002-03 წლების
სეზონის შემდეგ პირველადაა. ამბიციურად ბრუნდება "ფეიენოორდი". ჯგუფურ ეტაპზე არაერთ ფეხბურთელს ვნახავთ, რომლებიც 35 წლის და მეტის არიან: ლევანდოვსკი ("ბარსელონა"), დი მარია და ოტამენდი (ორივე "ბენფიკა"), ჟირუ ("მილანი"), რაკიტიჩი და ხესუს ნავასი (ორივე "სევილია"), კუადრადო ("ინტერი"), ნოიერი ("ბაიერნი"), პეპე ("პორტუ"), მოდრიჩი ("რეალი"). საინტერესო იქნება მბაპე-დემბელეს დუეტი პსჟ-ში, ჯუდ ბელინგემი "რეალის" შემადგენლობაში, კიმი და კეინი "ბაიერნში" და მთავარი - ვინ გააჩერებს ერლინ ჰოლანს?!

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" პირველ კალათაში იქნება, როგორც იტალიის ჩემპიონი. ჩვენებურისა და ვიქტორ ოსიმენის დუეტისგან ისევ ბევრს ველით. გასულ სეზონში მათ მეოთხედფინალამდე მიაღწიეს. აქვე იქნებიან ტურნირის მოქმედი ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი", ტოპ-ჩემპიონატების გამარჯვებულები და ევროპა ლიგის მფლობელი "სევილია".

Sportall.Ge

პირველი კალათა

"მანჩესტერ სიტი"

"სევილია"

"ბარსელონა"

"ნაპოლი"

"ბაიერნი"

პსჟ

"ბენფიკა"

"ფეიენოორდი"


ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომელიც შესაძლოა, "კვარასა" და მის თანაგუნდელებს დაუპირისპირდეს, მადრიდის "რეალია", თუმცა აქ საჩუქარი არავინაა.

მეორე კალათა

"რეალი"

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"ინტერი"

დორტმუნდის "ბორუსია"

"ატლეტიკო"

"ლაიფციგი"

"პორტუ"

"არსენალი"

Sportall.Ge

მესამე და მეოთხე კალათები ჯერ სრულად დაკომპლექტებული არაა და ყველაფერს პლეი-ოფები გაარკვევს. შეგახსენებთ, აქ "ჩემპიონთა გზა" და "ლიგის გზაა". რაც ნამდვილად ვიცით, გერმანული "უნიონი", ფრანგული "ლენსი" და ორი ჩემპიონი მეოთხე კალათაში იქნებიან, 5 გუნდი კი -  მესამეში, მათ შორის, გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის დონეცკის "შახტარი",  ასევე, "ზალცბურგი", "მილანი", "ლაციო" და "ცრვენა ზვეზდა". სამი გუნდის ბედი, თუ რომელ კალათაში იქნებიან, 30 აგვისტოს გაირკვევა - "ნიუკასლი", "სელტიკი" და "რეალ სოსიედადი". საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე საინტერესო შეხვედრა მაინც პსვ-სა და "რეინჯერსს" შორისაა (შოტლანდიაში 2:2 ითამაშეს).

პირველი ტური, 19-20 სექტემბერი

მეორე ტური, 3-4 ოქტომბერი

მესამე ტური, 24-25 ოქტომბერი

მეოთხე ტური, 7-8 ნოემბერი

მეხუთე ტური, 28-29 ნოემბერი

მეექვსე ტური, 12-13 დეკემბერი

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1-ელ ივნისს, ლონდონში, "უემბლიზე" შედგება.

altშახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს

alt"სიტის" ტრებლი - გვარდიოლას გუნდმა ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო [VIDEO]

altჩვენი მხარდაჭერა ხვიჩას! - ემოციური კავშირი მესისთან, სპალეტის ნეგატიური როლი "კვარასთან" და სხვა ამბები...

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჰოლანდს რა ჭირს გასაჩერებელი. დე ბრუინის და გიუნდოგანის გარეშე როგორ ხესავით დარბის უაზროდ არ გინახავთ?
მურთო
13:24 23-08-2023
4
როგორც მინიმუმი ისევ მეოთხედფინალამდე გავლენ. მერე ვნახოთ
ვანჩოპე
18:43 23-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული