გერმანული გიგანტი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე უკვე 36 შეხვედრაა არ მარცხდება, რაც საუკეთესო შედეგია.
ბოლოს "ალიანს არენის" ბინადრებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2017 წელს პსჟ-სთან წააგეს.
აღსანიშნავია, რომ "ბაიერნს" ჯგუფური ეტაპის დაპირისპირებებში ზედიზედ 15 მოგება აქვს, რაც ასევე აბსოლუტური რეკორდია.