ჩემპიონთა ლიგა. II ტური: "ნიუკასლმა" პსჟ გაანადგურა, "მანჩესტერ სიტიმ" და "ბარსელონამ" ისევ გაიმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

E ჯგუფში "ატლეტიკომ" და "ლაციომ" მძიმე გამარჯვებები მოიპოვეს და 4-4 ქულით გალიდერდნენ.

F ჯგუფში "ნიუკასლმა" პსჟ გაანადგურა და პირველ ადგილზე დამკვიდრდა. "დორტმუნდისა" და "მილანის" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

G ჯგუფში "მანჩესტერ სიტიმ" ბოლოსკენ გატეხა "ლაიფციგი" და 6 ქულით ლიდერია. "ცრვენა ზვეზდამ" სახლში ფრეს მიაღწია "იანგ ბოიზთან".

H ჯგუფში "ბარსელონამ" გასვლაზე 1:0 მოუგო "პორტუს" და 6 ქულით სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს. კატალონიური გუნდის თავდამსხმელმა ლევანდოვსკიმ ტრავმა მიიღო. მეორე-მესამე ადგილებს 3-3 ქულით "პორტუ" და "შახტარი"
იყოფენ.

E ჯგუფი

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო"
ატლეტიკო - ფეიენოორდი 3:2
გოლები: 0:1 ერმოსო (7), 1:1 მორატა (12), 1:2 განცკო (34), 2:2 გრიზმანი (45), 3:2 მორატა (47)

გლაზგო. "სელტიკ პარკი"
სელტიკი - ლაციო 1:2
გოლები: 1:0 ფურუხასი (12), 1:1 ვესინო (29), 1:2 პედრო (90+5)

F ჯგუფი

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი"
დორტმუნდი - მილანი 0:0

ნიუკასლი. "სენტ ჯეიმს პარკი"
ნიუკასლი - პსჟ 4:1
გოლები: 1:0 ალმირონი (17), 2:0 ბერნი (39), 3:0 ლონგსტაფი (50), 1:3 ერნანდესი (56), 4:1 შერი (90+1)

G ჯგუფი

ბელგრადი. "რაიკო მიტიჩი"
ცრვენა ზვეზდა - იანგ ბოიზი 2:2
გოლები: 1:0 ნდიაიე (35), 1:1 უგრინიჩი (48), 1:2 იტენი (61, პენ), 2:2 ბუკარი (88)

ლაიფციგი. "რედ ბულ არენა"
ლაიფციგი - მანჩესტერ სიტი 1:3
გოლები: 0:1 ფოდენი (25), 1:1 ოპენდა (48), 1:2 ალვარესი (84), 1:3 დოკუ (90+2)

H ჯგუფი

ანტვერპენი. "ბოსუილსტადიონი"

ანტვერპენი - შახტარი 2:3
გოლები: 1:0 მუია (3), 2:0 ბალიკვიშა (33), 1:2 სიკანი (47), 2:2 რაკიცკი (71), 2:3 სიკანი (76)
გამოუყენებელი პენალტი: ალდერვეირელდი (90+7)

პორტუ. "დრაგაო"
პორტუ - ბარსელონა 0:1
გოლი: ფერან ტორესი (45+1)
გაძევება: გავი (90+3)

altაქტიური აზაროვი და "შახტარის" საოცარი ქამბექი "ანტვერპენთან" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
არადა ნოუკასლს სასწაული ფეხბურთი არ ითამაშია, კატასტროფა პსჟს დაცვა, ისეთი მარტივი გოლები შეუგდეს, ეს პსჟ მერვედფინალსაც ვერ გაცდება
გოგა
05 ოქტომბერი 2023 16:05
0
აბა რა გეგონათ, რო გამიშვით?
მარკო ვერატი.
05 ოქტომბერი 2023 11:40
0
„ფურუხასი“? რა ენიდან დაწერეთ ეს სტატია, რომ ფურუჰაში ფურუხასიდ აქციეთ? კი ვიცი, საიდანაც თარგმნეთ, მაგრამ რატომ, რატომ???
123
05 ოქტომბერი 2023 11:26
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული