"დე ლაურენტისის ამ საქციელმა გამაოცა" - იოლანდა დე რიეცო "ნაპოლისა" და "უნიონის" მატჩის შემდეგ მომხდარ ფაქტზე

AutoSharing Option
SportItalia-ს ჟურნალისტი იოლანდა დე რიეცო "ნაპოლისა" და "უნიონის" გუშინდელ შეხვედრას ეხმაურება და "პარტენოპეის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის შესახებ წერს.

როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგა აღნიშნავს, პროდიუსერის საქციელმა ის გააოცა.

"მე შევხვდი დე ლაურენტისს "უნიონთან" მატჩის შემდეგ და ერთმა დეტალმა გამაოცა. პრეზიდენტს თითქმის არ ულაპარაკია, მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა.

ასევე ვნახე ფეხბურთელები და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ისინი ძალიან იმედგაცრუებულები არიან", - წერს დე რიეცო.

მოგეხსენებათ, "ნაპოლისა" და "უნიონის" მატჩი 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კვარა ნაპოლიში ამოიზარდა იმ დონეზე, რომ ის ამ გუნდიდან მეტს ვერაფერს მიიღებს, მით უმეტეს ვხედავ თამაშს და ვხედავ იმასაც, რომ პარტნიორები ხშირად იგნორს უკეთებენ. ვერ ვნახე კვარასთან გათანაშებული კედელი, ვერ ვნახე კვარას გაჭრისას ბურთი შეაყოლონ. ხვიჩა გასული წლის იტალიის ნომერ პირველი ფეხბურთელია, ამიტომ უფლება აქვს მოითხოვოს გუნდმა ხანდახან მაინც ანგარიში გაუწიოს და მასზედ ითამაშოს. ვერ გავიგე, მეორე დღეს გუნდს წინა დღის თამაშის გარჩევა არ აქვს? და თუ აქვს, ვერ ხედავს მწვრთნელი, რომ ხვიჩას ხშირად "იგნორს" უკეთებენ?
ჟორა გაბრიჭიძე
17:06 09-11-2023
7
ძაან სურვილიმაქ კვარას წაიყვანს ვინმე ტოპ გუნდი!! აქ მეტი არ გამოვა
beqa
14:22 09-11-2023
3

სიახლეები პოპულარული