მოურინიო: მინდა, ჩემპიონთა ლიგა ამ მწვრთნელმა და გუნდმა მოიგოს

AutoSharing Option
რიო ფერდინანდის FIVE podcast-ში საუბრისას ჟოზე მოურინიომ მისი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ორი ფავორიტი დაასახელა.

როგორც პორტუგალიელმა აღნიშნა, ტიტულის მოგების ყველაზე კარგი შანსი "სიტის" და "რეალს" აქვთ.

"ვფიქრობ, წელს ჩემპიონთა ლიგას ორი ფავორიტი ჰყავს და ესენი "რეალი" და "სიტი" არიან. მინდა, რომ კარლო ანჩელოტისა და "რეალის" გამო თასი კვლავ მადრიდში წავიდეს", - თქვა "განსაკუთრებულმა".

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მოურინიო ანჩელოტის უჭერს მხარს. მან "რომაში" მუშაობის პერიოდში განაცხადა, რომ კარლო დიდი მწვრთნელია და სურვილი აქვს, რომ "ბლანკოსის" სათავეში დაეტოვათ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე, როგორც მილანის ფანი სულაც არ ვარ ამით აღფრთოვანებული, მარა ინტერი არაფრით ჩამოუვარდება მაგათ
რრრ
16:08 17-02-2024
6
Interi zaan zlieri gundia uzlieresi mcvrtnelit!!!
Kaxa
17:57 17-02-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული