ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.
ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „ატლეტიკო“ 1:0 ტრავმირებული ტიურამის ნაცვლად შეცვლაზე შესული არნაუტოვიჩის გოლით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდს კარში ბურთი არ დაურტყამს, თუმცა საკუთარ მოედანზე გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე გასვლაზე - შინ გამართული ბოლო 27 მატჩიდან 24 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 წააგო.
. „ინტერმა“ ზედიზედ 9 გამარჯვება 2021 წლის გაზაფხულის შემდეგ პირველად მოიპოვა.
. „ატლეტიკოს“ თავკაცმა სიმეონემ მწვრთნელის რანგში ტურნირზე მეასე მატჩი ჩაატარა.
. მადრიდულმა გუნდმა ბოლო 4 თამაშიდან 3 ერთნაირი ანგარიშით,
0:1 დათმო.
პსვ-სა და „დორტმუნდის“ დაპირისპირება 1:1 დასრულდა. მოთელვაზე დაშავდა გერმანული კლუბის მეკარე კობელი, რომელიც მაიერმა შეცვალა. საპასუხო შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს მათი ცენტრალური მცველი შლოტერბეკი.
ინტერი - ატლეტიკო 1:0
გოლი: არნაუტოვიჩი (79)
ეინდჰოვენი „ფილიპსი“
პსვ - დორტმუნდი 1:1
გოლები: 0:1 მალენი (24), 1:1 ლ. დე იონგი (56, პენ)
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 14 მარტს ჩატარდება.