"ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მის გუნდს უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება შეეძლო.
"ჩემმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება და კარგი იქნებოდა, რომ დღეს უფრო მეტი გოლი გაგვეტანა.
მნიშვნელოვანია, რომ შემადგენლობის ყველა წევრს საკუთარი როლი სწორად აქვს გააზრებული. მეორე შეხვედრას მოუთმენლად ველოდები", - განაცხადა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 14 მარტს გაიმართება.