"მსაჯმა სეზონი დაგვისრულა" - ხავი აღშფოთებულია

AutoSharing Option
"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე 1:4 დამარცხდა პსჟ-სთან და გათამაშებას გამოეთიშა. მსაჯმა იშტვან კოვაჩმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო 29-ე წუთზე გააძევა მასპინძელთა გუნდის მცველი რონალდ არაუხო, ხოლო 56-ე წუთზე მწვრთნელ ხავისაც წითელი ბარათი უჩვენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხავიმ კომენტარი გააკეთა.

"უკმაყოფილო და გაბრაზებული ვარ. როდესაც სრული შემადგენლობით ვიყავით, ორგანიზებულად ვმოქმედებდით. ასეთ თამაშში წითელი ბარათის ჩვენება გადაჭარბებულია. გაძევების მერე სულ სხვა თამაში წავიდა.

რაც უნდა თქვან, გაძევებამ ყველაფერი განსაზღვრა. კაცნაკლულად დარჩენა ძნელია. სამწუხაროა, რომ მთელი სეზონის ნაშრომი მსაჯის
გადაწყვეტილებამ დაგვისრულა. გაძევების აუცილებლობა არ არსებობდა. არბიტრს ვუთხარი, რომ ეს კატასტროფა იყო. მან დაპირისპირება მოკლა, ყველაფერი შეცვალა. მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ეს უნდა ვთქვათ, დუმილი არ შეგვიძლია.

"ბარსა" ისევ ცდის. ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ღირსეულად ვიასპარეზეთ, ვიტყოდი - შესანიშნავად", - ციტირებს ხავის "მარკა".
მკითხველის კომენტარები / 17 /
ლემანი რო გაუგდო არსენალს ფინალში მითუმეტეს მაშინ დარღვევა საჯარიმოშიც იყო და გოლიც გავიდა, მაშინ რატო არ აკეთებდნენ კომენტარს მატჩის არ გაფუჭების მნიშვნელობაზე ბარსას გულშემატკივრები
რა მაინტერესებს
17 აპრილი 2024 10:23
3
თუ ობიქტურად შევხედავთ გასაგდები იყო მიუხედავად იმისა რომ ბავშვობიდან ბარსას ვგულშემატკივრობ სიმართლე უნდა ვაღიარო არც მისი გამოხტომა იყო სწორი.თუ რაიმის თავი გაქვს თამაშის შემდეგ გაიგდე ფეხქვეშ დამნაშავე. მაგრამ ამ შემთხვევაში მსაჯი მართალია. კი შეეძლო არ გაეძევებინა მაგრამ იქნებოდა სუბიექტური.
სსს
17 აპრილი 2024 14:31
2
ვულოცავთ, "წითელ თავა გასიებულ" ლაპორტას წაგებას! ეგ ერთი და სხვა მრავალი ჟოა!
ეგრეეე!
17 აპრილი 2024 10:58
6
პირველივე ხელის გაშვერაზე ადამიანი არ უნდა გააგდო 20 წუთზე, 20 წუთი რო ყოფილიყო დარჩენილი კი ბატონო. რეალის ან სიტის ფეხბურთელი რო გააგდოს დღეს იგივენაირ ჯარიმაზე არ გაფუჭდება თამაში ამხელა უპირატესობის მისაცემი ჯარიმა არ იყო ნამდვილად. შემტევიც წაქცევაზე იყო ორიენტირებული. მაშინ ნაპოლიზეც დასადაბი იყო 11 მეტრიანი წანა თამაშზე ნაპოლი რატო დაჩაგრეს რაღაც დასახვეწია წესებში წითელი ბარათი 10 ან 20 წუთიანი გაგდებით უნდა ჩანაცვლდეს როგორც რაგბში 1 ხელით მაისურზე შეხებისათვის ამხელა სასჯელი ბევრია. ან შუალედი უნდა იყოს ერთი ბარათი ნარინჯისფერი :-)
farso
17 აპრილი 2024 15:49
6
ყველაზე გამორჩეული ფიგურა მსაჯი იყო. ასეთი დიდი ეგოს მქონე კაცი არ უნდა ამსაჯო.
გია
17 აპრილი 2024 09:17
20
მსაჯი რა შუაშია? ეგრე ბოლო იმედის ჯარიმით ბარსა ვერერთ გოლს ვერ გაიტანდა პარიზში, რა ფეხბურთია თუ ბრძოლა წესების გარეშე?
წერ
17 აპრილი 2024 10:32
0
Rato qna mase too
Inkognito
17 აპრილი 2024 05:11
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული