ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: დიდი მატჩები - "რეალმა" "სიტის", ხოლო "ბაიერნმა" "არსენალს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები ჩატარდა და ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა.

პირველი შეხვედრები ფრედ დასრულდა და დღევანდელი თამაშებიც ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა.

„რეალმა“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. სტუმრები როდრიგომ დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები განუწყვეტლივ უტევდნენ. დე ბრუინმა ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ექსტრა ტაიმებში გოლი არ გავიდა, პენალტების სერიაში კი "სამეფო გუნდმა" იმარჯვა.

„ბაიერნმა“ საკუთარ მოედანზე „არსენალს“ კიმიხის გოლით 1:0 სძლია და 2020 წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში - მაშინ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52
306
მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - რეალი 1:1 (პენ 3:4)
გოლები: 0:1 როდრიგო (12), 1:1 დე ბრუინი (76)

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - არსენალი 1:0
გოლი: კიმიხი (63)

. ნახევარფინალური წყვილები გაირკვა: პსჟ-„დორტმუნდი“ და „რეალი“-„ბაიერნი“. პირველი მატჩები 30 აპრილს და 1-ელ მაისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 7 და 8 მაისს.

. „რეალის“ შემტევი როდრიგო მეცხრე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლი გაიტანა.
. „არსენალმა“ ბოლო 3 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო - ორი წაგება და ერთი ფრე.
. „ბაიერნის“ მწვრთნელმა ტუხელმა თავისი გუნდები უკანასკნელ ხუთ წელიწადში მესამედ გაიყვანა 1/2-ფინალში.
. "ბაიერნის" მეკარე ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე 58-ე მშრალი მატჩი ჩაატარა და კასილიასის რეკორდი დაამხო.
. "სიტის" თავდამსხმელმა ჰოლანმა "რეალთან" ოთხ დაპირისპირებაში გოლი ვერ გიტანა.
. "რეალი" ნახევარფინალში მეჩვიდმეტედ გავიდა, რაც რეკორდია. მეორე ადგილზე  ცამეტი ნახევარფინალით "ბაიერნია".
. "მანჩესტერ სიტი" 2020 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა 1/2-ფინალში.

altპსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონას" 17 წლის ამომავალი ვარსკვლავი პორნოვარსკვლავთან დაკავშირებით სკანდალში გაეხვია

მკითხველის კომენტარები / 23 /
ვუყურე რეალის და სიტის თამაშს და ნაღდად არ მომეწონა, ორივე გუნდის თამაში. აღარც საფეხბურთო სილამაზე, აღარც ბურთის ოსტატურად გამოყენება და შემდეგ ტეხნიკურად დამუშავება, თამაში მიდიოდა ბურთების გადაწოდება-გადმოწოდებაზე, მეტი არაფერი. ერთი სიტყვით ფეხბურთმა დაკარგა ის სილამაზე, რომელიც ასე ძალიან მოგვწონდა ფეხბურთის გულშემატკივრებს!
ფანებო, თქვენ რას იტყვით?
18 აპრილი 2024 13:43
0
ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა და თამაშობს, ლეო მესი! ჯერჯერობით მასთან მიახლოვებულს ვერავის ვხედავ.
გიგა
18 აპრილი 2024 15:03
2
ჰოლანდი თამაშობდა საერთოდ? ისე ჩვენში დარჩეს და ძაან ხომ არ არის გაპიარებული?
დათო.
18 აპრილი 2024 13:12
0
გვარდიოლას ფეხბურთი უბრალოდ მოსაწყენია და გამიხარდა რომ ეს ბურთის გაუთავებელი "ღეჭვა" მორჩა.
ამაშია საქმე
18 აპრილი 2024 13:02
0
რეალის ფეხბურთელებს რო უყურებ ვფიქრობ ხოლმე-ჩვენ ფაფხურას კი ჰგონია თავი ტოპ ფეხბურთელი მაგრამ რეალი მხოლოდ ვარჯიშის დროს ბურთის მომტანად თუ შეიძენს
,,კვარადონა"
18 აპრილი 2024 10:17
25
გჯერა რასაც წერ? რითი გაგამწარა ასე ჩვენმა ბიჭმა, თუ ყველაფერი ქართული გძულს? ფეხბურთისაგან რომ შორს ხარ, ესეც აშკარაა.სამწუხაროა, რომ ამდენ ზიზღს აფრქვევ.
კოკო
18 აპრილი 2024 12:23
1
მომავალ სეზონში კილიანი რომ დაგვემატება მერე კიდე უფრო მძაფრად შეიგრძნობთ თეთრი ვარდის სურნელს
სლავა მინდელი
18 აპრილი 2024 10:08
1
აქ ვიღაცეები გუშინ წერდნენ კატალონიას მადრიდიც მიყვებაო.. ნეტა რა ხასიათზე არიან ეხლა???))) მთავარი ფავორიტი ხო იცით ვინ არის ეხლა!!!
მაიცა რა
18 აპრილი 2024 10:07
1
ისე იქადნება ზოგი რეალის ფანი, თითქოს დაახიეს ბურთი თავზე სიტის. ერთი გუნდი თამაშობდა გუშინ. მადრიდში კიდევ რაღაცას აკეთებნენ გუშინ ვერაფერი ვერ ვნახე რეალისგან ღირებული. ყოჩაღ ლუნინს და რუდიგერს. მათი დიდი წვლილი შეიტანეს ნახევარფინალში გასვლისთვის. ჩემი ფავორიტი პსჟეა და რეალის დაჯახება მერჩივნა, ვიდრე სიტის. თუმცა ჯერ ბავარიას უნდა გასცდეს. რაც გაუჭირდება
დავით 67
18 აპრილი 2024 13:23
7
კი ვიცით. პსჟ
დავით 67
18 აპრილი 2024 13:12
3
ყველა გამოხმაურება
ბარსას ფანებმა იფიქრეს გვეღირსა და ლიგაზე რეალზე შორს მივდივართო მაგრამ რაც მიიღეს გამოჩნდა კარგად :):):):):)
zura
18 აპრილი 2024 09:57
1
გაიმარჯვა ანტიფეხბურთმა... თავისივე თამაშის საწინააღმდეგო ანტითამაში და არაფერი კომბინაციური
ზვიადი
18 აპრილი 2024 09:50
14
ხომ წაგკუზათ რეალმა გამოიღეთ ეხლა
Real
18 აპრილი 2024 08:16
1
მაგარი თამაში იყო.დაძაბულიც..2 მომენტს გამოვარჩევდი..სრჯლად ამოკეტეს ჰოლანდი და რომ არა გუნდური თამაში..სიტი ფაქტიირად 10 კაცი თამაშობდა..სა ის რომ ბელინგემის გარდა .მცველებმა შეასრულეს პენალტები.ძაღლია ანჩელოტი...რა გრილიში..კვარა მაგის პოზიციაზე დახატავდა..ორივე დიდებული გუნდია ფაქტია..
კიეზა
18 აპრილი 2024 08:03
2

სიახლეები პოპულარული