იტალიელმა ეს ნიშნული სწორედ პეპის კლუბთან მეოთხედფინალურ 2-რაუნდიან დაპირისპირებაში დააფიქსირა, როდესაც "ეტიჰადზე" პენალტების სერიაში იმარჯვა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ყველა დროის რეკორდის ავტორი გახდა მანუელ ნოიერი, რომლის "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე "არსენალს" 1:0 მოუგო, ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში მათ სასარგებლოდ 3:2 დაფიქსირდა და ნახევარფინალშიც გავიდნენ.
ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე კარი 58-ე შეხვედრაში შეინახა მშრალად და კასილასს გადაასწრო (57 მატჩი გოლგაუშვებლად).